საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ქვეყნის დასავლური ორიენტაცია საფრთხეშია.
„დღეს, მე არ შემიძლია სხვა გადაწყვეტილება მივიღო, რამეთუ ვხედავ, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, დღეს, თანმდებობიდან გადადგა მის მსგავსად თანამდებობა მინისტრის ყველა მოადგილემ, მათ შორის ბერუჩაშვილმა და ზალკანიანმაც, თანამდებობა დღეს დატოვა. გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდანგადააყენა. ამის შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს.
05.11.14