ხომ გაგიგიათ ყურით გაგონილს, თვალით ნანახი სჯობსო, ეს მართლაც ასეა. ემოცია, ალბათ ყველაზე კარგი გასაღებია, რომელიც შეიძლება ადამიანის გულებს მოარგო. დრო მიდის, ყველაფერი იცვლება, მაგრამ არის მომენტები, რომელსაც ისტორია სამუდამოდ იმახსოვრებს. ამის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საშუალება ფოტოგრაფიაა. არის სურათები, რომლებიც თავად ყვებიან ისტორიას და იქ ყოველგვარი სიტყვები ზედმეტია. უყურებ სურათს და ივსები ემოციებით, იხსენებ წარსულს, ტკბები აწმყოთი და გიყვარდება მომავალი. მინდა ქართველ ფოტოჟურნალისტ ბადრი ვადაჭკორიაზე გესაუბროთ. მის მიერ გადაღებული ფოტოები სრულიად განსხვავებული და გამორჩეულია. როდესაც მისი ფოტოები ვნახე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მისმა ფოტოებმა მე სულ სხვანერი საქართველო აღმომაჩენინა. აქამდეც ვიცოდი, რომ ჩვენი ქვეყანა ლამაზი იყო, მაგრამ ნანახმა ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა. უყურებ სურათებს და ივსები სიყვარულით, სილამაზით, სითბოთი, სიამაყით… ალბათ ამაში თავადაც დარწმუნდებით.
ბადრი ვადაჭკორია: ჟურნალისტი, ფოტოჟურნალისტი, მოგზაური, დიპლომატი. დაიბადა 1947 წელს საქართველოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი ჟურნალისტის სპეციალობით. 1971 წლიდან–2004 წლამდე საქართვლოს ტელევიზიის კორესპოდენტი. პარალელურად თანამშრობლობდა საქართველოში გამომავალ ყველა მნიშვნელოვან გამოცემასთან და საერთაშორისო სააგენტოებთან. 1994–1998 წლებში თურქეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. 1998–2000 წლებში ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტი, 2004–2006 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი. 2006 წლიდან დღემე გამომცემლობა „ჩემი საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. გამოცემული აქვს 14 საავტორო ალბომი . 2003 წელს წიგნისთვის „საქართველო“ მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2005 წელს, როგორ მწერალი ჟურნალისტი მიენჭა ოქროს ფრთა, პულიცერის პრემიის ანალოგი საქართველოში. პერსონალური გამოფენები მოაწყო მსოფლოს მავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში,ვარშავაში, სეულში, ასტანში, მეხიკოში, ათენში და სხვ. მრავალი საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებული და პრიზიორი. იმოგზაურა 100-ზე მეტ ქვეყანაში, მალე გამოვა მისი ალბომი „სამყარო ბადრი ვადაჩკორიას თვალით“.
ბატონო ბადრი, რატომ და როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით? გახსოვთ თქვენი პირველი ფოტო?
ფოტოგრაფია მუდამ მაინტერესებდა, ჯერ კიდევ როცა სკოლაში ვსწავლობდი. ალბთ მე–5, მე-6 კლასში ვიყავი, პიონერთა სასახლეში არსებობდა ფოტო წრე სადაც შევედი. იქ ცხადია დიდი არაფერი მისწავლია, რადგან თავადაც არ იცოდნენ წესიერად ყველაფერი. მე ვთვლი, რომ ჟურნალისტიკის თანმდებია ფოტოჟურნალისტიკა. მერე მოვეწყვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახლანდელისაგან განსხვავებით, იმ დროს მხოლოდ 10 ადგილი იყო, ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც არ ერქვა, მაშინ იყო ჟურნალისტიკის განყოფილება ფილოლოგიის ფაკულტეტთან ერთად. ფაქტიურად მოწყობისთანავე დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, ტელევიზიამ კი მოწამვლა იცის. მაშინაც, კი ვიყავი ტელევიზიის შტატში, როდესაც ან დიპლომატიურ სამსახურში ან უცხოეთში ვიყავი. ფოტოგრაფია ძალიან საინტერესოა. ნებისმიერი საგაზეთო წერილისთვის თუ გადაცემისათვის, ტექსტობრივი მასალა შენ შეგიძლია მოამზადო 1-2 დღეში, ინფორმაციაც შეგიძლია ტელეფონით მიიღო. ფოტოგრაფიის შემთხვევაში ასე არ ხდება, შენ აუცილებლად ადგილზე უნდა იყო და ერთ კადრში ჩაატიო ყველაფერი ის, რაც ტექსტშია აღწერილი.
ვიცი რომ ხშირად მოგზაურობთ, მაგრამ წელიწადში დაახლოებით მაინც რამდენ ქვეყანს სტუმრობთ?
10–დან 20 ქვეყანამდე. ახლა ალბომზე ვმუშაობდი, პარალელურად ვმუშაობ რამდენიმე წიგნზე, კიდევ 2 წიგნი მაქვს გამზადებული დასაბეჭდად. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა გამგზავრებაზე უარი ვთქვი. წელს დაახლოებით 8 თვის განმავლობაში არსად ვყოფილვარ. შემდეგ პატრიარქთან ერთად გახლდით კვიპროსში. უკვე გამზადებული მაქვს დასაბეჭდად ალბომის მეორე ტომი, ეს არის ქართული კულტურის ძეგლები უცხოეთში. ერთ–ერთი ქვეყანა, კი არის კვიპროსი. ამის გამოც წავედი კვიპროსში და რა თქმა უნდა, თან პატრიარქმა მთხოოვა. ახლა იანვრიდან უკვე ვიწყებ მოგზაურბას, პირველი ნეპალი იქნება, მერე ვიეტნამი, ლაოსი,მოკლედ აზიური ტურნე მექნება.
ვიცი რომ ყველა ქვეყანა გამორჩეულია და ყველას საკუთარი ხიბლი აქვს, თუ არის ქვეყანა რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?
ევროპაში ყველაზე ლამაზ ქვეყნებად მე ვთვლი ავსტრიასა და შვეიცარიას, მაგრამ იქ ყველაფერი დავარხნილი, დახატულია. საქართველოში ყველაფერი ბუნებრივია, საქართველო ჩემთვის გამორჩეულია. ასევე ჩინეთი, ტაილნანდი… ძალიან საინტერესო ქვეყნებია. ყველას მართლაც თავისებური ხიბლი აქვს. თუ შემეკითხებით საქართველოში ყველაზე მეტად რომელიც კუთხე მომწონს? აქმდე გიპასუხებდით, რომ ყველა კუთხეს საკუთარი ხიბლი აქვს, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ თუშეთი. შვეულმფრენით ბევრჯერ ვყოფილვარ თუშეთში, მაგრამ ახლა მომიწია მანქანით წასვლა და ყველაფერი სხვაგვარად აღვიქვი. იქ სხვანარი სითბო, სილამაზე, სირბილეა… თუშეთში ჩემს ორ ძალიან კარგ სვან მეგობარ ლალე ხარძიანთან და სპარტაკ ავალიანთან ერთად წავედი. ლალე ამბობდა, რომ ვერ წარმოუდგენია, სვანეთზე ლამაზი მხარის არსებობა, სპარტაკმა კი ამაზე უპასუხა, რომ სვანეთი გაბრაზებულ სვანს გავს, ხოლო თუშეთი მონიკა ბელუჩს. ისეთი არგუმენტი მოუყვანა, ვეღარ შეეწინააღმდეგებოდა.
როგორ ახერხებთ ასე ახლოდან გადაუღოთ ფოტო მტაცებელ ცხოველებს და თუ არის ამაში გარკვეული ექსტრემი?
იქ არის დაცვის უამრავი მექანიზმი, ვეფხვებთან და სხვა მტაცებელ ცხოველებთან მქონია მეგობრული ურთიერთობა, მათ ჩემი შეშინებიათ, მე კი მათი. სხვათაშორის, დათვებთან ურთიერთობას არავის ვურჩევ, რადგან მან თუ შენი შეჭმა მოინდომა აუცილებლად შეგჭამს. ყველაზე მეტი ფოტოგრაფი სწორედ დათვებთან ურთიერთობის დროს არის დაშავებული.
როგორ არჩვეთ რა დროს და როგორ უნდა გადაიღოთ ფოტო? რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?
ეს ყევლაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის. ამასთან ერთად მე ვთვლი, რომ შეგრძნების ნიჭი უნდა გქონდეს, როდის დააჭირო სასხლეტს. რა თქმა უნდა, დროსაც აქვს მნიშვნელობა, დღის რომელ მონაკვეთში იღებ ფოტოს.
როდესაც თქვენს ფოტოებს ათვალიერებს ადამიანი, თითქოს სულ სხვა განზომილებასა და სამყაროში ჩნდება, როგორ ახერხებთ ასე თვალსაჩინოდ რეალობის ასახვას?
მე არაფერს არ ვცდილობ, ამასთან ერთად როგორც ჩანს ნაყოფიერად ვმუშაობ. თუ სხვა რაღაცის გადაღებას უნდება ერთ თვეს, მე შეიძლება ერთ დღეში გადავიღო. ესეც გამოცდილებასთან, პროფესიონალიზმთან და ასაკთან ერთად მოდის. დაინახო ის რასაც სხვა ვერ ამჩნევს და დაინახო სწორედ იმ რაკურსით, როგორითაც სხვა ვერ ხედავს. ყველა ფოტო რაღაცას გაგრძნობინებს. ძალიან მაგარი განცდაა, როდესაც თავად შედგები კლდეზე ან ქვემოდან აიხედავ ზემოთ და შეიგრძნობ, რომ ეს შენი ქვეყანაა. ალბათ მართლა კარგ საქმეს ვაკეთებ, რადგან დაბადებისდღე 19 940–მა ადამიანმა მომილოცა. ნარცისიზმით ნამდვილად არ ვარ შეპყრობილი, ბოლო დღებში დადვდე ჩემი ფოტო და ამ ჩემს მომხიბლავ ჰაბიტუსს, ჩემს მიერ გადაღებულ ზოგიერთ ფოტოზე მეტი მოწონება ქონდა.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
ჩემი შთაგონების წყარო არის სიყვარული. ჩემი ქვეყნის სიყვარული, ადამიანების სიყვარული. ადამიანს უნდა შეეძლოს სიყვარული, თორემ სიძულვილი არაფერს არ გაგაკეთებინებს. ჩემს გვერძე შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ ხალხი რას მწერს, განსაკუთრებით უცხოეთიდან. მათივე თქმით მე ვარ ერთადერთი ნათელი, ბნელ ემიგრანტულ ცხოვრებაში. მე ყოველგვარი დამუშავების გარეშე ვდებ ფოტოებს, მაგრამ არც მთლად ურიგოს.
გვიამბეთ თქვენი ახალი ალბომის “ეს საქართველოას“ შესახებ? არის ფოტოები რომელიც ამ ალბომში ვერ მოხვდა ეს რამ განაპირობა? როგორ მოხდა ფოტოების ამოჩევა?
თამამდ შემიძლია გითხრათ, რომ ახლა, რომ დავჯდეთ და ჩემი ფოტოები გადავარჩიოთ 50 ცალ 300 გვერდიან ალბომს გავაკეთბთ, ისე რომ ფოტო არ განმეორდება. შეიძლება ერთი და იგივე თემა სხვდასხვა რაკურსით გადაღებული სულ სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, გუშინ ავტვირთე უშბა, რომელიც ვერ მოხვდა ალბომში, ამ დროს კი ულამაზესი კადრია და დავდე უშბას სურათი, რომელიც მოხვდა ამ ალბომში. 9–10 ჯერ გადავარჩიეთ ეს სურათები მე და ჩემმა დიზაინერმა – კობა კურტანიძემ, იგი გახლავთ ასევე არსებული შრიფტების ავტორიც. ძალიან დიდი წვალების შემდეგ ავაწყვეთ წიგნი, მე 200 გვერძე მეტი არ მინდოდა, თუმცა თავიდან ავედით 600 გვერდამდე. მერე გადავწყვიტეთ, რომ ფოტოები ორივე მხარეს განგვეთავსებინა და გაკეთდა 2 ცალი 288 გვერდიანი ალბომი. პირველი უკვე დაიბეჭდა და დაიბეჭდება მეორეც. წიგნი ჯერ მხოლოდ საქართველოშია გაყიდვაში და ძირითადათ ყიდულობენ სამინისტოებს და ა.შ. წიგნის მაღაზიებშიც იყიდება, მაგრამ იქ ძვირი ღირს, რადგან ზოგი გამომცმლობა 40% უმატებს. ვისაც ყიდვა სურს შეუძლია ბერიძის 9–ში მივიდეს, იქ შედარებით იაფიდ იყიდება ეს ალბომი. მე ვფიქრობ, რომ 100 ლარი ძვირია მათთვიის, ვისაც 200–300 ლარი აქვთ ხელფასი. ამიტომ, ჩემს ფეისბუქ გვერძე ყოველდღიურად ვტვირთავ სურათებს. საერთოდ საქართველოს საიმიჯო წიგნი არ უნდა ღირდეს დაბალი ფასი, ეს მიაქვთ საჩუქრებად. მსოფლიოს პრეზიდენტები, პრემიერები, საგარეო საქმეთ სამინისტროები ჩემი ფოტოებით იცნობენ ძირითადად საქართველოს. ეს არ არის ტურისტული ალბომი, ეს არის ლირიკა. ერთ–ერთი ფოტოს გადაღებოს დროს ჩავვარდი ჭაობში დავეჯახე ლოდს და გავიტეხე ძვალი და ასეთი უამრავი ისტორია მაქვს, ასე, რომ ეს გადაღებები არც ისე უსაფრთხოა.
როგორია მსოფლიო, რომელიც თქვენ ფოტოობიექტივში ხვდება?
როგორიც არის მსოფლიო ზუსტად ისეთი. ჭრელი, ნათელი, საკუთარი პლუსებით, საკუთარი მინუსებით, უმდიდრესი და უღარიბესი… ძალიან საინტერესოა ჩემთვის ხალხი, მათი სახეები. მაქვს უამრავი მასალა, რომელიც ჯერ არ გამომიცია, მაგრამ აუცილებლად გამოვცემ.
რა შეგრძნება გეუფლლებათ, როდესაც საკუთარ ფოტოებს უყურებთ?
ფოტოები მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ჩემს ფოტოსაც ვუყურებ უცხო თვალით. რაღაც ემოცია უნდა გამოიწვიოს ჩემშივე. ჟურნალისტმა დუდანა ზაქარაიმ დადო ჩემი და გერმანელი ფოტოგრაფის გურსკის ფოტო, რომლებიც დაახოებით ერთიდაიმავე ასოციაციას იწვევდა. 10–დან 9 ადამიანმა ჩემი ფოტო მოიწონა. ჩემი ფოტო გაიყიდა 400 ლარად და მისი ფოტო გაიყდა 4 350 000 დოლარად.
რას ურჩევდით დამწყებ ფოტოგრაფებს ? რა არის საჭირო იმისათვის, რომ ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ?
ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის არის საჭირო ნიჭი. თავად მე მასწავლებელი არ მყოლია, არც ერთი ჩემი სხვა საქმიენობის დროს ფოტოაპარატი გვერძე არ გადამიდია. ფოტო იძლევა საოცარ საშუალებას, რომ ეპოქა, პერიოდი, მნიშვნელოვანი მომენტები გადაიღო ამ ყველაფერს ფასი რამდენიმე წლის შემდეგ დაედება. საინტერსოა ისიც, რომ ყველაზე ცნობილი პორტრეტები მერაბ კოსტავასი და ზვიად გამსახურდიასი ჩემია. ისე იყინედბდნენ ჩემს ფოტოებს, რომ ავტორიც არ იცოდნენ, ახლა გაიგეს. დამწყებ ფოტოგრაფებს მუდამ თან უნდა ქონდეთ ფოტოაპარატი და გადაიღონ ყოველთვის. მთავარია ვინ დგას კამერის უკან.
თუ გაქვთ რაიმე საოცნებო კადრი რომლის გადაღებაც გინდათ და ჯერ ვერ მოახერხეთ?
მთვარეზე მინდა ავიდე, ცოტახანსში ეწყობა ტურისტული ექსპედიცია. ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის საქართველო. ვერ წარმოიდგენთ რა შეგრძნებაა, როდესაც უცბად შემოგაწყდება ამდენი სილიმაზე და იცი, რომ ეს შენი ქვეყანაა. ამ დოს ძალიან ამაყი ხარ, მითუმეტეს როდესაც შეგიძლია ეს ყველაფერი სხვასაც გაუზიარო. უცხოეთში ვინც ცხოვრობს ალბათ მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მე უცრემლოდ ბვრი წერილის წაკითხვა არ შემიძლია, იმდენი სითბო, სიყვარული, მონატრებაა ჩადებული.
როდესაც თქვენს ფოტოებს ვათვალიერებდი თითქოს მეორე საქართველო აღმოვაჩინე, როგორ ახერხებთ ასეთი ადგილების მიგნებას?
წავიდეთ მე და შენ ერთად, მე შენ მოგცემ მშვენიერ ფოტოაპარატს გადაიღე შენ შენთვის, მე კი გადავიღებ ჩემთვის. შემდეგ შენ გაგიკვირდება, ორივენი ერთად ვიყავით და რატომ გამოვიდა ჩემ მიერ გადაღებული ფოტოები განსხვავებული და უფრო უკეთესი. მე ყველაფერს სხვაგვარად ვხედავ, სხვა თვალით ვუყურებ.
რა სამომავლო გეგმები გაქვთ? რას აპირებთ უახლოეს მომავალში?
ორი წიგნი მაქვს გამზადებბული და დაიბეჭდება ალბათ. მთავარი ფინანსებია.
ეს ალბომებიმები დაფინანსებით გამოდის თუ როგორ ხდება?
არიან მეგობრები. ახლა ძალიან დამეხმარა ფონდი „ქართული გალობა“, ძალიან დამეხმარა „ხარება“, „თი-ბი-სი“ ბანკი, „ყაზბეგი“. 11 000 დოლარი მაქვს თურქების ვალი. სწორედ მათ დამიბიჭდეს ალმობი, ჩამოვიტანე თბილისში და ამის გაყიდვიდან შემოსული ფული მათ უნდა გადავუხადო.
18.12.14
ანო მუქათარიძე