დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის ვიცე-მერის პოსტზე ლაშა აბაშიძე წარადგინა. ლაშა აბაშიძე ვაკის გამგებლის პოსტს 2015 წლის 12 მარტიდან იკავებდა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. თბილისის ვიცე-მერის პოსტი ვაკანტური პირველი სექტემბრის შემდეგ არის, რაც პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშნა. ლაშა აბაშიძის კანდიდატურაზე თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.