თბილისი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას მასპინძლობს.
თბილისის მერიდიის განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეა კიფერი, მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ლარს მოლინი და კომიტეტის წევრები ეწვევიან, რომლებიც ევროსაბჭოს კონგრესში სხვადასხვა წევრი ქვეყნის ქალაქების თვითმმართველობებს წარმოადგენენ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალ ხელისუფლებათა კონგრესი ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე დემოკრატიის ხელშეწყობასა და თვითმმართველობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გახსნას ხვალ თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრება და სტუმრებს სიტყვით მიმართავს. თბილისის მერი ევროსაბჭოს კონგრესში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს და ამავდროულად არის კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრი.
ოფიციალური შეხვედრების გარდა სტუმრებისთვის თბილისის მერის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა. სტუმრებმა ძველი თბილისიც დაათვალიერეს.
02.07.13