„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ, სააგენტო weforum.org-ის ჟურნალისტის ჰელე-ტრონინგ შმიდტის სტატიას, რომელიც მან ზაათარში ლტოლვილთა თავშესაფრის მონახულების შემდეგ დაწერა. ზაათარის ბანაკი, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, იორდანიაში მდებარეობს, იქ მცხოვრებ ლტოლვილთა რაოდენობა 83 ათასს აჭარბებს.
ფოტო: როიტერსი – საინფორმაციო სააგენტო
„გასულ წელს ზაათარის ლტოლვილთა ბანაკში პირველად ვიყავი. ბანაკში შევხვდი ბავშვებს, რომლებმაც მითხრეს, თუ რას ნიშნავდა მათთვის განათლება. სირიელმა ბავშვებმა საკუთარ თავზე იწვნიეს სახლისა და ყველაფრის დაკარგვა, რაც გააჩნდათ. მათთვის, განათლება მომავლის იმედია და არა კვალიფიკაცია, ან ტესტში უმაღლესი ქულების მიღების სურვილი.
მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია ზრუნავს განათლების ხარისხის ზრდაზე მსოფლიოს გარშემო, მილიონობით ბავშვებს შორის, ბუნებრივია, სირიელი მოსწავლეებიც არიან. ამ ორგანიზაციათა რიცხვს ყოველწლიურად არაერთი ორგანიზაცია ემატება.
განათლების მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია 2030 წლისთვის მსოფლიოში განათლების მიწოდებისა და ხარისხის თანასწორობის დამკვიდრება.
ეს მიზანი ბევრი ბავშვისთვის შორეული პერსპექტივაა. პირველ რიგში, სახელმწიფო მეთაურებმა უნდა გაიაზრონ, რომ განათლება, არამხოლოდ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვისაა კარგი, არამედ ის წარმოადგენს სხვა პროცესების განვითარების კატალიზატორს.
ჩემთვის გასაოცარი აღმოჩნდა, როდესაც გავეცანი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი კონტინენტის ძველ ანდაზას, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა განათლება და გენდერი. აფრიკული ანდაზა გვეუბნება: „მიეცი განათლება ქალს და მიიღებ განათლებულ ერს“. განათლების ხარისხის ზრდა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით გოგონებში, გამოიწვევს ბავშვთა ქორწინებისა და შრომითი ექსპლუატაციის რიცხვის კლებას. გაანთლება ესაა გრძელვადიანი სოციალური კეთილდღეობის საწინდარი, ამაზე საბედნიეროდ 21-ე საუკუნეში აღარავინ დაობს.
ის, რაზეც განათლების ირგვლივ დაობენ არის იმ გზებისა და საშუალებების ძიება, რომელიც მსოფლიოში განათლების უთანასწორო მიღების შემთხვევებს აღკვეცს. ფოტოზე წარმოდგენილია იუნისეფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევის თანახმად, აფრიკის რეგიონში 59 მილიონი ბავშვი არ იღებს სასკოლო განათლებას. როგორც გრაფიკზე ჩანს, წყვეტილი ხაზით წარმოდგენილი ციფრები ეკუთვნის 2000 წლის მონაცემებს, ხოლო გამუქებული 2013 წლის. სასკოლო განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების რიცხვი 13 წელიწადში საგძნობლად შემცირდა.
ჩვენს მიზანს წარმოადგენს იმ ჯგუფების გამოკვეთა, რომელთაც პირველ რიგში სჭირდებათ დახმარება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ განათლების თანასწორ მიღებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ბავშვები, რომლებიც საერთოდ ვერ იღებენ განათლებას. საჭიროა მათ ბანაკებშივე შევქმნათ განათლების მიღების წყარო, ეს იქნება დროებითი მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
მეორე ნაბიჯი უშუალოდ ხარისხის უზრუნველყოფაა. იუნესკოს განათლების მსოფლიო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით, 250 მილიონი ბავშვი, რომელიც სწავლობს სკოლაში, არ იღებს განათლებას ხარისხიანად. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ის ბარიერები, რომლებიც სწავლების პროცესში არსებობს, როგორც საკლასო ოთახებში, ისე სახლებში. ვინ არის დამნაშავე? ოჯახი თუ სახელმწიფო?
პირველ რიგში, მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოყოფილი ფინანსები უნდა გადაანაწილონ რაციონალურად და თანაბრად, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უფასო იყოს საშუალო განათლება. უნდა მოხდეს არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესმენების ჩართვა.
გაეროს ყოველწლიურ ასამბლეაზე, რომელიც 18 სექტემბერს გაიმართება, კომისია სწორედ ამ გეგმებს გაუზიარებს წევრ ქვეყნებს და მოისმენს რეკომენდაციებსა და შენიშნვებს.
მასალაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე