• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩინეთი მსოფლიოს იპყრობს! – გაზრდილი ინვესტიციები და ვარაუდები, რომლებიც გამართლდა

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
ჩინეთი მსოფლიოს იპყრობს! – გაზრდილი ინვესტიციები და ვარაუდები, რომლებიც გამართლდა
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დასავლური სააგენტო „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ეხმიანება ჩინეთში არსებულ ეკონომიკურ პროცესებს. როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე თვის წინ, ჩინეთის ხელისუფლებამ უცხოელ ინვესტორებს აქტიური თანამშრომლობა და მხარდაჭერა შესთავაზა. სააგენტოს ინტერესს კი ამ ეტაპზე, პირიქით, ჩინეთის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ინვესტიციები, მათი რაოდენობა და სპეციფიკა წარმოადგენს.

11748540_1010751235622819_851723156_n

სააგენტო გვამცნობს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს( MOFCOM) ინფორმაციით, ქვეყნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წლის საერთო მაჩვენებლებს ბევრად აღემატება. ეს შედეგები, როგორც ჩინეთისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანია. მის მნიშვნელოვნებას განაპირობებს ის, რომ დაბალი აქციების მიუხედავად, იგი აქტიურ კაპიტალ დაბანდებებს იწყებს მსოფლიოს სხვა ნაწილში და უცხოელ ინვესტორებსაც იხმობს თავის ქვეყანაში.

ეკონომისტებისა და ექსპერტების თქმით, ეს გასაკვირი არაა და საერთოდ, დღესდღეობით, ყველა სტატისტიკა თუ მონაცემი,რომელიც ჩინეთის სასარგებლოდ „საუბრობს“ არ უნდა გვაკვირვებდეს. ყველაფერი ახლო წარსულში დაიწყო, თუ გადავხედავთ ძველ სტატისტიკას აღმოვაჩენთ,რომ ჯერ კიდევ, 2003 წელს ქვეყანამ 53 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრი პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობის 8,2%-ს შეადგენდა. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო იმ დროის მსოფლიოში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, რომელიც 2013 წელს გაავრცელეს ყველაზე მეტი წილი ინვესტიციების აზიის კონტინენტზე გვხვდება, იგივეა „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ მიერ მოწოდებულ  სტატისტიკაშიც.  

es

ჩინეთმა ეკონომიკური რეფორმების დასაწყისში პოზიციონირება დაიწყო, როგორც გლობალურმა ეკონომიკურმა ქვეყანამ. მშპსა და ინვესტიციების ზრდამ, რომელიც ძირითადად წარმოებას ეხმარებოდა საგრძნობლად მოიმატა. უნდა ითქვას,რომ მთავრობა დღემდე ძირითადად ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში (გზები, პორტები, ენერგეტიკა) ახორციელებს, ჩინური ინფრასტრუქტურა მსოფლიოში ცნობილია,როგორც იაფი საშუალება.

მრავალი ჩინური კომპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო დახმარების ხარჯზე არსებობს. ამ საკითხზე ხშირად დაობენ და მოიხმობენ ინდოეთის მაგალითს, სადაც სახელმწიფო ასეთი დოზით არ ერევა. აქ ყველაზე ძლიერი კომპანიები მაგალითად ისეთ დარგებში კონცენტრირდებიან, სადაც წარმატებული განვითარებისთვის მსხვილი კაპიტალდაბანდება საჭირო არაა.

11748588_1010751232289486_1501237440_n

ეკონომისტების ზოგიერთი ნაწილი წერს, რომ ჩინეთის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა ძალიან მალე შეჩერდება, მათი აზრით, ქვეყანაში მრავალი საერთაშორისო კომპანიის არსებობის გამო მთავრობის წინაშე არ დგას თავისუფალი მეწარმეობის და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ინსტიტუტების განვითარებისა და რეფორმირების საკითხი. იმის გამო, რომ შიდა ინვესტიციების გადანაწილებისას უგულებელყოფილია საფასო მექანიზმები, ჩინეთი საკუთარი რესურსების მნიშვნელოვან წილს კარგავს. როგორც ცნობილია, მწარმოებლურობის და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძველი კონკურენციაა, კონკურენციას კი ჩინეთში სახელმწიფო აფერხებს.

რაც შეეხება, სტატიაში  სტატისტიკებს შორის არსებულ პროცენტულ ცვლილებებს, სააგენტოში ამას ხსნიან იმ ფაქტით, რომ სამინისტროს საზღვაო და სატრანზიტო კავშირებიც აქვს კვლევაში შეტანილი, ხოლო ფორუმი გვთავაზობს მხოლოდ ინვესტორებისა და ექსპორტის ძირითად პროცენტულ მაჩვენებელს. რაც შეეხება განსხვავებას, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას შორის, ესეც იმავე მიზეზით, ძირითადად სატრანზიტო კავშირების რაოდენობითაა განპირობებული. მონაცემების განსხვავებული რაოდენობაც აფერხებს სიზუსტეს,  კვლევებს შორის.

11760605_1010751322289477_2102780185_o

აზიისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ინვესტიციების სიდიდე განპირობებულია ვიწრო  გეოგრაფიული მდებარეობით. არსებული მონაცემებით ევროპა სიდიდით მეორე ადგილზეა, მის შემდეგ არის ჩრდილოეთ ამერიკა, სადაც ჩინური ინვესტიციები ყველა კვარტალზე იზრდება.

საინტერესოა აფრიკის თემაც, რომელსაც გვერდს ვერ უვლიან. ქვეყანამ კონტინენტზე ბოლო დროს განსაკუთრებით გააფართოვა ინვესტიციები. ფიქრობენ, რომ პეკინი ამ მოქმედებებით ცდილობს, რესურსებით მდიდარი კონტინენტი ნედლი პროდუქციის მოსაპოვებლად გამოიყენოს. ჯერ კიდევ, 2012 წელს აფრიკაში, დაახლოებით 14,7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დღეს 60%-ითაა გაზრდილი.

11737112_1010751258956150_2144189608_n

საინტერესოა, სიტუაცია შეერთებულ შტატებშიც, ბარაქ ობამა მიესალმება ჩინური ინვესტიციების ზრდას. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით (2012 წელს ობამასთან შეხვედრისას), ინვესტიციები 45 მილიარდამდე გაიზრდება, ეს კი 200 ათასზე მეტი ამერიკელის დასაქმებას ნიშნავს.

„წინასწარმეტყველება“, რომელიც 1980 წელს, რეფორმების დაწყებასთან დაკავშირებით გაჟღერდა სრულდება.

რეფორმირების პირველი 20 წლის მანძილზე მთავრობა შემდეგნაირად აყალიბებდა თავის პოლიტიკას: „ყველაფერი გავაკეთოთ,რაც აუცილებელია ბაზრების ჩამოყალიბებისათვის“. ხოლო, მომდევნო ათი წლის შემდეგ, ანუ დღეს –  ისინი ამბობენ: „გავიდეთ ამ ბაზრების ფარგლებს გარეთ“. მომავალში კი ექსპერტების შეფასებით, გლობალური ჩინური კომპანიები მთლიანად კერძო და კონკურენტუნარიანი კომპანიები გახდებიან, ხოლო მათი აქციები საფონდო ბირჟებზე გაიყიდება.

 წყარო : www.agenda.weforum.org

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

10846574_10204251539387137_685949634_n

Share4Tweet2

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

საინტერესო

„WHO“-ს წარმომადგენელი: თამბაქოს გამო საქართველოში ყოველ წელს ბორჯომის მოსახლეობის რაოდენობა იღუპება

„WHO“-ს წარმომადგენელი: თამბაქოს გამო საქართველოში ყოველ წელს ბორჯომის მოსახლეობის რაოდენობა იღუპება

10 years ago

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღვინოში საღებავი გამოავლინა

11 years ago
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

8 years ago
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 6.0 პროცენტამდე ზრდის

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 6.0 პროცენტამდე ზრდის

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by