ბურჭულაძეგიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის პარტიაში რჩება. განცხადება გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ გუნდი, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, არის გუნდი, რომელსაც აქვს გეგმა, სტრატეგია, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, როგორ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე. რაც მთავარია, აქვს ადამიანური რესურსი, რათა ეს ყველაფერი გააგრძელოს.  მთელი დღის მანძილზე გვქონდა საუბრები, კონსულტაციები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით და მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, საარჩევნო ბლოკის სახით და და ვაპირებთ, რომ მაგარი შედეგი დავდოთ და ყველა გავაოცოთ. ჩვენ გვინდა საზოგადოების მხარდაჭერა, რომ პოლიტიკური თამაშები დამთავრდეს ქვეყანაში და ქვეყანამ დაიწყოს საქმის კეთება”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*