სოფლის მეურნეობასოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის პირველი იანვრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებამ 524.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მთლიანი ექსპორტის ზრდა ძირითადად განაპირობა ისეთი პროდუქტის ექსპორტის მაღალმა მაჩვენებელმა, როგორებიცაა:

  • სპირტიანი სასმელები – ექსპორტმა 68.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 33.7%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;
  • ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – ექსპორტმაც 29.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 80.0%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;
  • ღვინო – ექსპორტმა 83.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 13.1%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;
  • თევზის ფქვილი – ექსპორტმა 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 2.3-ჯერ (0%) აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;
  • ბოსტნეულის ექსპორტი გაზრდილია 18%-ით, რაც ძირითადად გამოიწვია პომიდვრის ექსპორტის გაზრდამ. მიმდინარე წელს პომიდვრის ექსპორტმა 1.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, როდესაც 2015 წელს მხოლოდ 95 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

2016 წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტი დაფიქსირდა 87 სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, ხოლო, 2015 წლის იმავე პერიოდში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გატანა სულ 76 ქვეყანაში განხორციელდა.

 

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*