ჩვენი საუკუნე კლიმატის ცვლილებას და მის თანმდევ პროცესებს აქტიურად განიცდის. World Economic Forum-ის ჟურნალისტი როსი ჩეინი ამ პრობლემის ირგვლივ არსებულ უკანასკნელ სიახლეებზე მოგითხრობთ.
2016 წლის აგვისტო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი აგვისტო იყო, ხოლო 2016 წლის ივლისი ყველაზე ცხელი თვე ბოლო 136 წლის განმავლობაში. ზამთარის თვეებიც, სინოპტიკოსების აზრით, სამწუხაროდ, ამ მხრივ გამორჩეული იქნება.
მეცნიერების ამბობენ, ჩვენ კლიმატის ცვლილების ახალ რეალობაში ვართ. ახალი რეალობა კი შემდეგნაირად გამოიყურება: კარბონის დიოქსიდის ჭარბმა კონცენტრაციამ ატმოსფეროში 2015 წელს ნიშნულს გადააბიჯა. როგორც დიაგრამაზეა მოცემული, რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება.
არქტიკაზე განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ ზამთარი რეკორდულად თბილი იქნება. ყინული საგრძნობლად დნება, რაც გამოიწვევს ზღვების ადიდებას. მეცნიერების თქმით, ყინული იმაზე უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ფიქრობდნენ, ისინი ცნობილ ფრაზას ცვლიან და ამბობენ, რომ: „ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ასე რომ რაც არქტიკაზე ხდება, არ რჩება მხოლოდ არქტიკაზე“.
ბოლო კვლევების თანახმად, დიდი ბარიერული რიფი ქრება, თევზების, ზღვის ფრინველების, ვეშაპები და სხვა სახეობები ბოლო 40 წლის განმავლობაშ 50%-ით შემცირდა.
Health Metrics and Evaluation (IHME)-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ჰაერის დაბინძურების შედეგად 18 ათასი ადამიანი იღუპება. წლის განმავლობაში ეს რიცხვი 6,5 მილიონს აღწევს, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია შიდსით, ავტოკატასტროფებითა და ტუბერკულიოზით დააღუპულ ადამიანთა რიცხვზე.
ყველაფერი რასაც ვუყურებთ განადგურების პირასაა, ბუნების მესიჯი ნათელია – ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ავირიდოთ თავიდან ჩვენი განადგურება. შარშან გამართულმა პარიზის შეხვედრამ აჩვენა, რომ მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები ერთხმად გამოხატავენ მზაობას ამ პრობლემასთან საბრძოლველად.
პირველი საინტერესო გამოგონების,რომელსაც ამ პროცესებისგან ოდნავ მაინც შეუძლია თავის არიდება, ავტორი მარკ ჰერემა (Mark Herrema,CEO of Newlight Technologies) გახლავთ, სწორედ მან შეძლო 13 წლის წინ მისი გამოგონების შედეგად მომწამვლელი გაზის ემისიებისგან ჰაერის დაცვა. ახლა ეს კომპანია ცდილობს ემისიების კომბინირებას ჰაერში და პლასტიკურ მოწყობილობაში ე.წ აირკარბონში მოთავსებას. მოწყობილობა პლასტმასის ნივთიერებას გამოჰყოფს, ნებისმიერ ფორმას იღებს და მისი დატვირთვა ფუნქციური თვალსაზრისით შესაძლებელლია. ფოტოზე სწორედ ეს პროცესია ილუსტრირებული.
მეორე იდეა ყველაფრის გადამუშავებას ეხება. პლასტმასი, ალუმინის პროდუქტები, ნაგავი და თითქმის ყველაფერი, რასაც ვიყენებთ ან აღარ ვიყენებთ. გადამუშავებით შესაძლებელია ახალი ნივთებისა, საწვავისა და სასუქის მიღება.
მეცნიერების შემდეგი შეკითხვა წარსულს ეხება: რა გვასწავლა წარსულმა ჩვენ? ჩინეთის „ომმა“ ჰაერის დაბინძურებასთან პოზიტიური შედეგები გამოიღო. როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს, თუმცა შანხაიში გამონაბოლქვი ხილულია და ეს გვახსენებს, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
ნათია კეკენაძე