საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დანიშნა.
გიგი გიგიაძე 1978 წლის 11 აპრილს დაიბადა, 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ჯერ ბაკალავრიატი (1999 წელს) შემდეგ კი მაგისტრატურა. 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს. 2010 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.