სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე- 16 საერთაშორისოგამოფენის ფარგლებში, საქართველოს კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორისწარმომადგენლები სტუმრობენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმასაქართველოდან ქართული ცხვრისა და სხვა არაცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტის გაზრდის საკითხებზეიმსჯელს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვადასხვა მიმართულებითგატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის მიმართნდობა გაიზარდა. კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქართულიცხვრისა და სხვა არაცხოველური წარმოშობის სურსათის საექსპორტო პოტენციალი გავაცანით“, – აღნიშნა სურსათისეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა, მიხეილ სოხაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დელეგაციის წევრებს ქვემო ქართლის რეგიონში მეცხოველეობისსექტორში არსებული ვითარება ადგილზე გააცნეს და მარნეულის მუნიციპალიტეტში სასაკლაო, ცხოველებისსაკარანტინო ზონა და გადასარეკ ტრასაზე არსებული ვეტერინარული ბიოუსაფრთხოების პუნქტი დაათვალიერებინეს.
გალფის ქვეყნების (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები) სამთავრობო და ბიზნესსექტორისწარმომადგენლები საქართველოს 1- დან 3 დეკემბრის ჩათვლით სტუმრობენ. დელეგაციის შემადგენლობაში კატარისმუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მეცხოველეობის დეპარტამენტის და ცხოველთა მოშენებისგანყოფილების ხელმძღვანელი აბდულა საად ბუშაე, ყატარის სახელმწიფო კომპანიის „HASAD FOOD” წარმომადგენელთაჯგუფი, ასევე, მისი შვილობილი კომპანიის „MAHASEEL“ ხელმძღვანელები და ქუვეითის სახელმწიფოს ერთ-ერთიმსხვილი მეცხოველეობის ფერმის წარმომადგენელი ზაიდ მუჰამედ მანსურ რანაჯოკი არიან.