აშშ-ს ფლოტის სარდალმა ადმირალმა ჯონათან გრინირტმა განაცხადა, რომ სირიის ღია წყლებში ყველა ამერიკულმა გემმა სავარაუდო ოპერაციისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა.
ადმირალმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სირიის ღია წყლებში ამჟამად 4 ამერიკული გამანადგურებელი იმყოფება.
მისი თქმით, ამ გამანადგურებლებს ტომაჰავკის გაშვებისა და საპასუხო ცეცხლისგან თავდაცვის საშუალება გააჩნიათ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტომაჰავკის ერთი რაკეტის გატყორცნის ღორებულება ერთნახევარი მილიონი დოლარია.
07.09.13