საუდის არაბეთის სამეფოს მინისტრთა კაბინეტმა საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიისპრეზიდენტს მიანიჭა უფლებამოსილება, ქართულ მხარესთან განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი და მისი ხელმოწერის საკითხი.
აღნიშული გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულინაყოფიერი ურთიერთობების შესახებ ვრცლად საუბრობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდისარაბეთის სამეფოში გიორგი ჯანჯღავა საუდის არაბეთის სამეფოს წამყვან გაზეთ ” ალ ჯაზირა“-ში“ გამოქვეყნებულინტერვიუში.
ელჩის თქმით, სამეფო კარის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ორ ქვეყენას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის და ტურიზმისსფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობას და საგრძნობლად გაზრდის საუდის არაბეთიდანსაქართველოში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობას და ტურიზმის დარგში მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.ელჩი დადებითად აფასებს არსებულ დინამიკას ტურიზმის მიმართულებით. მისი ინფორმაციით, 2016 წელსსაქართველოში საუდის არაბეთიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 300 პროცენტითგაიზარდა და ამ კუთხით სამეფო კარის აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფართო პერსპექტივებს გახსნის.
ელჩის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შედეგად საუდისარაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2016 წელს ორმხრივი ვაჭრობა 360%-ითგაიზარდა, თუმცა პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია და ქართული მხარე აქტიურად მუშაობს საუდის არაბეთშისაქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე.
საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს თანმშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს.