“7 ათასი ჰექტარი არის იმ პლანტაციების მოცულობა, რაც დღეს საქართველოში არსებობს, თუმცა ყველა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. ეს პროგრამა 2016 წლიდან დაიწყო. კოოპერატივების მხრიდან ინტერესი დიდია”. ამის შესახებ პროგრამა “ქართული ჩაის” მენეჯერმა, ლევან უროტაძემ გადაცემა “ბიზნესკონტაქტის” ეთერში ისაუბრა.
“კომპანია პოულობს სასურველ პლანტაციას, მიმართავს სააგენტოს პროგრამაში ჩართვის სურვილით, წარმოადგენს დოკუმენტს და შემდეგ თანადაფინანსებას ვუწევთ, რის გარეშეც ცუდ მდგომარეობაში მყოფი პლანტაციის განახლება შეუძლებელი იქნებოდა.ამ ეტაპზე ახალი პლანტაციების გაშენებაზე საუბარი არ არის. ყველა შექმნის ახალ გადამამუშავებელ საწარმოს. როცა მივიღებთ ნედლეულის ბაზას, შეგვეძლება კომერციული გათვლების გაკეთება.
ჩვენი მიზანია საქართველოს ჩაის პლანტაციები მაქსიმალურად პოტენციურად გამოვიყენოთ. რეაბილიტაციის შემდეგ სრულ მსხმოიარობაში მყოფი პლანტაციის მისაღებად საჭიროა 36 თვე. 2016 წლის ბიუჯეტი სამმილიონნახევარი ლარით იყო გაწერილი, მაგრამ სრულად არ დახარჯულა. ყველა მეცნიერი ადასტურებს, რომ ნიადაგის ხარისხიანობის გამო შესაძლებელია ხარისხიანი ჩაის წარმოება” , – განაცხადა ლევან უროტაძემ.
მანანა ღოღობერიძე