საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება – გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200 ლარიან ყალბ კუპიურებს და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე  ასაღებდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სსკ – ის 212 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები