კაცობრიობის ისტორია, ეს არის ადამიანების ბაქტერიებთან და დაავადებთან თანაცხოვრების ისტორია. შავი ჭირიდან ყვავილამდე, საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ებრძოდნენ ამ მომაკვდინებელ ვირუსებს, თუმცა მათ მაინც ჰყოფნიდათ რეზისტენტულობის ძალა და ავითარებდნენ ახალ გზებს, რათა მოეხდინათ ჩვენი ინფიცირება. მას შემდეგ, რაც ალექსანდერ ფლემინგმა პენიცილინი აღმოაჩინა ჩვენ შევიგრძენით ანტიბიოტიკების ძალა, თუმცა ამ ძალის პასუხად ბაქტერიებმა რეზისტენტულობა გამოიჩინეს. მათ მეზობელ ბაქტერიებს ვეძახით, ვიცნობთ და მათ წინააღმდეგ ვიბრძვით. თუმცა მეცნიერები სხვაგვარ კითხვას სვამენრა მოხდება თუ ათასობით წლის წინ მიძინებული და ჩვენთვის უცნობი ბაქტერიები გამოიღვიძებენ ?

პირველ რიგში, რაც უნდა ვქნათ ისაა რომ, მათ უნდა დავასწროთ და პირველებმა აღმოვაჩინოთ ისინი. ერთ-ერთი პირველი, სადაც მათ ძიება უნდა დავუწყოთ არის იმ სივრცეებში,სადაც ყინული დნება. კლიმატის ცვლილების შედეგად, ყინულის დნობის პროცესში მარილის შერწყმა უძველეს ვირუსებთან, ამ უკანასკნელის „გამოღვიძებას“ გამოიწვევს.

2016 წლის აგვისტოში, არქტიკის ნახევარკუნძულზე 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა და ოცამდე ადამიანი ჰოსპიტალირებულ იქნა მას შემდეგ,რაც ისინი დაინფიცირდნენ ციმბირული წყლულით. დაავადების ამ ტერიტორიაზე გამოჩნენას წლების წინ ირმების სიკვდილს უკავშირებენ,რომელთა მკვდარი სხეულებიც ყინულის მიღმა დარჩა.

ყინულის მიღმა დარჩენილი მკვდარი და გახრწნილი სხეულებისგან ბუნებრივია ბაქტერიები რჩება. ყოველ ზაფხულს ასეთ ტერიტორიებზე ყინული 50 სმ-ით დნება. გაყინული ბაქტირები სწორედ მარილში ინარჩუნებენ სიცოცხლეს მილიონობით წელი. რაც ნიშნავს იმას რომ, ყინულის დნობა შესაძლოა იყოს დაავადებებით სავსე პანდორას ყუთი.

ბიოლოგი ჯინ მაიქლ ქლავერი ამბობს, რომ ყინულისქვეშ ცივა, არ არის ჟანგვადი და სიბნელეა, ეს კი ხელსაყრელია მიკრობებისთვის. მე-20 საუკუნეში მეცნიერების თქმით, დაახლოებით მილიონი ირემი მოკვდა ციმბირული წყლულით, ბუნებრივია მათი გახრწნილი სხეულები ყინულის ქვეშ აღმოჩნდა ათწლეულები.

საუკუნეების განმავლობაში სიკვდილის შემდეგ ადამიანებისა და ცხოველების კრემაცია დაავადებებისგან დაცვის ერთ-ერთ გზად გამოიყენებოდა. მაგალითად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს  რიბონუკლეონის მჟავის ფრაგმენტები 1918 წელს  ესპანეთში გავრცელებულ გრიპი ვირუსში.

2005 წელს ნასას მეცნიერებმა გამოიკვლიეს ბაქტერია  – Carnobacterium pleistocenium, (ბაქტერიას შეუძლია ადამიანის პარალიზება) რომელიც ალიასკაზე 32 ათასი წლის განმავლობაში გაყინულ მდგომარეობაში ელოდა ყინულის გალღობას. ბაქტერია მკვდარი მამონტების სხეულიდან წარმოიქმნა.

2 წლის შემდეგ კი, მეცნიერებმა მოახერხეს ანტარქტიკაზე 8 მილიონი წლის გაყინული ბაქტერიის აღმოჩენა. თუმცა ყინულის ლღობის შემდეგ ყველა ბაქტერიას არ უბრუნდება სიცოცხლე.

2014 წელს ქლავირმა ორი ყველაზე დიდი ბაქტერიის Pithovirus sibericum და  Mollivirus sibericum –ის კვლევა დაიწყო. ბაქტერიები 30 ათასი წელი არსებობდნენ და სიდიდე გამოიხატებოდა იმაშირომ მიკროსკოპითაც შესაძლებელი იყო ყინულის ქვეშ მათი დანახვა.

მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ რომ ჩვენ იმ ვირუსების დანახვაც შეგვიძლია,რომლებიც ნეანდერტალელებმა და დინოზავრებმა დატოვეს. რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ნეანდერტალელები 40 ათასი წლის წინ დაავადებებს ემსხვერპლნენ.

ნასას მეცნიერებმა 10-50 ათასი წლის მიკრობი აღმოაჩინეს მექსიკის ყურეში არსებულ კრისტალებში.  ეს ფაქტები დაუცველობის განცდას ზრდის. მითუმეტეს რომ ის რეზისტენტული აღმოჩნდა 18 სახის ანტიბიოტიკის მიმართ. ჯერჯერობით, მკვლევარებს ამ ბაქტერიის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მეცნიერები ჩრდილოეთის ქვეყნებს აფრთხილებენ რომ მათ ტერიტორიებზე შესაძლოა არსებობდეს დაავადებების გავრცელების საფრთხე.

ნათია კეკენაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(Visited 181 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*