„არასრულწლოვნები შრომით ექსპლუატაციას მასობრივად არ განიცდიან, ასეთი შესაძლოა 100-დან 20 % იყოს. იგულისხმება არანორმირებული სამუშაო საათები, რაც ტრენდია. არასრულწლოვნები 9 საათზე მეტს მუშაობენ, რაც ყველა გამოკითხულმა აღნიშნა“. ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „რეალური სივრცის“ ეთერში ისაუბრა.

„შრომის ექსპლუატაციის ნაწილად ითვლება არაღირსეული შრომის პირობები,როდესაც ისინი ფიზიკურად მათთვის შეუსაბამო სამუშაოს ასრულებენ. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ვერბალურ და სექსუალურ ძალადობასაც, რაც ყველაზე საგანგაშოა.ჟურნალისტებს და სოციოლოგებს შეუძლიათ შეაღწიონ იქ, სადაც ინსტიტუციური პოლიტიკა ვერ აღწევს და ეს ამ პროფესიების უდავო უპირატესობაა.

მნიშვნელოვანია მოტივაცია,რის გამოც არასრულწლოვნები მიდიან თურქეთში, მუშაობენ ჩაის ან თხილის პლანტაციებში. პირველი არის ფინანსური სარგებლის მოტივაცია, მათი ოჯახები საარსებო მინიმუმზე არიან. არასრულწლოვნები მუშაობისას დღეში საშუალოდ 40-50 ლარს იღებენ, რაც მათთვის საკმაოდ დიდი შემოსავალია. მეორე ფაქტორი არის ფსიქოლოგიური, ისინი მიდიან სამუშაოდ და ამით სურთ მოიპოვონ დამოუკიდებლობა ოჯახისგან. ისინი თანხას ხარჯავენ ტანსაცმელში, ასევე მობილური ტელეფონების შეძენაში და ეხმარებიან ოჯახს სურსათის მარაგის დაგროვებაში.

პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოვიკითხეთ შრომით მიგრაციაში ჩართული არასრულწლოვნები. ეს გაკეთდა ყველა სტანდარტის დაცვით. გვქონდა თანხმობა მათი მშობლებისგან, იცოდნენ,რომ კვლევას ვაწარმოებდით. გამოკითხვამ უზრუნველყო რესპონდენტების ანონიმურობა. ამან მათი გულწრფელობა განაპირობა“ , – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მანანა ღოპღობერიძე

(Visited 43 times, 1 visits today)

კომენტარები