„ეს ანა-ბანა,რომლითაც 6 თვეა ვსაუბრობთ, არის ამ დოკუმენტში დადასტურებული. ეს ის თემებია, ჩვენ რომ არ ვამბობდეთ,პირველი კურსის სახელმძღვანელოშიც წერია“. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.

„ვენეციის კომისიისგან მივიღეთ მძაფრი კრიტიკა, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. კრიტიკა არის ბუნებრივ, მარტივ ჭეშმარიტებებზე, რომ ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული, დემოკრატია ნიშნავს ხალხის ნების ასახვას მმართველობით სტრუქტურებში. თითიდან გამოწოვილი, მოგონილი პროცესით, ერთმანეთთან დაპირისპირებით ვცხოვრობთ ბოლო 6 თვე. აღმოჩნდა,რომ მარტივ ჭეშმარიტებას ვარკვევდით.

ამის ფონზე, ცოტა კომიკურები არა ვართ,რომ გამოვიძიოთ მარგველაშვილმა ესა თუ ის იმეილი მიიღო თუ არა?ამ დასკვნაში ყევლაზე გულსატკენი იყო ვენეციის კომისიის სულისკვეთება, რომელიც არაერთ წინადადებაშია,რომ იმდენად, რამდენადაც თქვენ ახალგაზრდა დემოკრატია ხართ, აქედან გამომდინარე. ჰობსის,ლოკის, სხვა კლასიკოსების ვერ გავიგეთ და არ ვიცი ბუკიკიოსი რატომ შეიძლება გავიგოთ“ , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები