ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ბრენდი გამოჩნდა. „სვი“-მოხატული ჭექების ქართული ბრენდია, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოგონებებთან, ისტორიასთან მოგზაურობასა და ჰობთან. მისი დამფუძნებელი გრაფიკული დიზაინერი ირაკლი თოფურიაა, რომელიც ძალიან ბევრი ცნობილი ლოგოს ავტორია. ალბათ ყოველდღიურად შეხვდებით მის მიერ დამზადებულ საქართველოს ტურისტულ ლოგოს, ცენტრალური საარჩევნო კომისისს, გარემოს დაცვის სამინისტროს, m2-ისა და ფეი ბოქსის ლოგოებს. წარმატებებული კარიერის მიუხედავად გადაწყვიტა, საკუთარი ძალები ბიზნესშიც მოესინჯა. ირაკლი თოფურია „თბილისი თაიმსთან“ ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.
ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, როგორ შეიქნა მოხატული ჭიქების ბრედნი „სვი“?
– ვარ გრაფიკული დიზაინერი და გარდა ჩემი პროფესიისა ყოველთვის მქონდა სურვილი მქონოდა საკუთრი საქმე და შემექმნა ბრენდი. მინდოდა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა რაც სიამოვნებას მომანიჭებდა და შემოქმედებითად ბოლომდე დავიხარჯებოდი. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მიყვარს ჭიქები და ვაგროვებ კიდევაც განსხვავებულ ჭიქებს, გადავწყვიტე ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. ქართულ ბაზარზე საკმაოდ მწირი არჩევანია ბრენდირებული ჭიქების და უმეტეს მათგანზე ვხვდებით უცხო ენაზე გაკეთებულ წარწერებს, რაც ყოველთვის მაწუხებდა. ამიტომ ჩემი მთავარი სურვილი იყო შემექმნა ჭიქები ქართული წარწერებით, რათა ქართული გახდეს უფრო მეტად მოდური და ტენდენციური.
როგორია შექმნის პროცესი და როგორ მზადდება ჭიქები?
– ხელნაკეთი ჭიქების, რომლებიც იქმნება ხელით, იხატება, შრება და მუშავდება, დაზიანება შედარებით მარტივია. ამიტომ, ჩვენი ჭიქები უფრო მეტად პრაქტიკულად გამოსაყენებალი რომ ყოფილიყო, გადავწყვიტეთ დაგვემზადებინა ქარხნული მეთოდით. პირველად მუშავდება იდეა, თუ რისი გადატანა გვინდა ჭიქაზე, შემდეგ კომპიუტერის დახმარებით იქმნება ნახატები და ბოლოს, ქარხნული მეთოდით გადადის ჭიქებზე. გამოსახულება მკაფიო და ერთნაირია, რაც გვაძლევს ხარისხის გარანტს. რაც შეეხება ნახატებს, დიდი ნაწილი ჩვენი შექმნილია. თუმცა გვაქვს ისეთი მცირე დეტალები,რომლებსაც ინტერნეტიდან ვიღებთ,ვახდენთ მათ მოდიფიცირაბას, რათა მოვარგოთ ჩვენს სტილსა და გემოვნებას.
ინდივიდუალური შეკვეთებითაც თუ ამზადებთ ჭიქება?
– ინდივიდუალურ შეკვეთებს არ ვიღებ, რადგან ხშირად გვთხოვენ ისეთი რაღაცის გაკეთებას, რაც ჩვენს გემოვნებაში არ ჯდება. ამიტომ უარს ვეუბნებით მათ დამზადებაზე. ყველაფერში მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენი ხედვებისა და შეხედბულებიბის გათვალისწინებით. გვირჩევნია, ჩვენი ხედვით, დაკვირვებითა და გემოვნებით გავაკეთო ყველაფერი.
რა სახის ნივთებს ამზადებთ და გაქვთ თუ არა კონკრეტული თემატიკა?
– ძირითადად ჭიქებს, რადგან ჩვენ ჭიქების ბრენდი ვართ. თუმცა, გვაქვს ჭიქების სადგამები და „კოპლები“. რაც შეეხება თემატიკას, კონკრეტული მიმართულება არ გვაქვს. თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია: მუსიკა, მხატვრობა, სპორტი, მოგზაურობა, სერიალები, მულტფილმები და ა.შ. გვაქვს ჭიქები მეგრული და სვანური წარწერებით. ქართველური ენები დიდი სიმდიდრეა ქვეყნისათვის და ვფიქრობ, სუვენირები იდეალური საშუალებაა მათი პოპულარიზაციისთვის. გვინდა, რომ ყველანაირი გემოვნებისა და ასაკის ადამიანის შეეძლოს საკუთარი საყვარელი ჭიქის პოვნა ჩვენს ბრენდში.
საიდან გაგიჩნდათ იდეა, ნახატები ემალის ჭიქებზეც გადაგეტანათ?
– ალბათ იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანის ბავშვობასთან, ძველ დროსთან და მოგონებებთან ასოცირდება. გარდა ამისა, ბევრად უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკულია. შეგიძლიათ წაიღოთ სამოგზაუროდ, ლაშქრობების დროს და სავსებით შესაძლებალია ქურაზე, დაბალ ცეცხლზე მოდუღოთ ყავა ან ჩაი. ასევე, გვინდა მუდმივად სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს და ამ კუთხით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ბრენდი.
როგორია ფასები და რამდნად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის?
– გვაქვს ფერადი და თეთრი კერამიკის და ემალის ჭიქები. ფერადი ჭიქები 17 ლარი და 15 ლარი ღირს. თეთრი ჭიქების ფასი 10 ლარია. ხოლო ემალის ჭიქები 12 ლარი ღირს. რაც ვფიქრობთ, საკმაოდ ხელმისაწვდომია იმის გათვალისწინებითაც რომ ყოველ ჭიქას მოჰყვება სასაჩუქრე შეფუთვა და ასავე მოქმედებს მცირე ფასდაკლებები რამდენიმე ჭიქის შეძენის შემთხვევაში.
რას ურჩევდით დამწყებ ხელოვანებს?
– ყველა ადამიანს აქვს თავისი პრინციპები და ხედვები. ამიტომ ყველა ახალგაზრდა შემოქმედს ვურჩევ, გააკეთონ ყველაფერი რაც მათ გონებაშია და რაც სიამოვნებას მიანიჭებთ მათაც და საზოგადოებასაც. არასდროს აირჩიონ ის იოლი გზა, სადაც დათმობენ საკუთარ შეხედულებებს, კარიერული წარმატების სანაცვლოდ. ვურჩევ, ყოველთვის აირჩიონ გზა, რომელიც საშუალებას მისცემთ შეინარჩუნოთ საკუთარი ხედვები და საკუთარი „მე“ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩვენი სლოგანია „სვი მოხატული ჭიქებით“, ამიტომ ჩვენი ძირითადი ხაზი არის ჭიქები და ის ყველაფერი რაც ჭიქების ირგვლივ შეიძლება იყოს. მომავალში ვგეგმავთ დავამეტოთ ისეთ დეტალები, რაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება ჭიქის გარემოსთან. გვინდა რომ ჩვენი ჭიქები იყოს ქართული კულტურის მატარებელი, რომლებიც თან გვექნება და ამით თავს მოვიწონებთ. ასევე, გვქონდა შემოთავაზება გაგვეტანა ქვეყნის გარეთ, თუმცა ეს ცოტა შორეული გეგმაა. ჯერჯერობით ამ ყველაფერს მარტო ვქმნი. თუმცა უახლოეს მომავალში სხვადასხვა ადგილას დავამატებთ ჩვენს სტენდებს და შესაბამისად გაიზრდება თანამშრომლების რაოდენობაც. ძალიან მინდა გუნდში დავამატო ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩართულები იქნებიან შემოქმედებით პროცესში.
მარიამ ლეკიაშვილი