სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, რომელიც მან რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომისა და პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიების მიერ შენარჩუნებული მეგობრული დამოკიდებულება და ევქარიტიული ერთობა სიტუაციის განმუხტვისათვის საკმარისი არ არის.
ილია მეორემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რუსეთ-საქართველოს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს.
პატრიარქის სიტყვის სრულ ვერიას საპატრიარქო თავის ოფიციალურ ვებგვრედზეაქვეყნებს.