ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-11 დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიოს დაუპირისპირდა.
ტოჩინოშინმა ძლიერი მეტოქე დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა. ლევანის შემდეგი მეტოქე იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება.
ეს გამარჯვება ქართველისთვის ძალინ მნიშვნელოვანი იყო. ამ შედეგით ლევან გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 7 მოგება და ოთხი წაგება აქვს.
იმისთვის რომ ტოჩი ოძეკის წოდება შეინარჩუნოს ტურნირზე დადებითი ბალანსი სჭირდება და მინიმუმ 8 შეხვედრა უნდა მოიგოს, ანუ დარჩენილი 4 ბრძოლიდან ქართველს ტიტულის შესანარჩუნებლად 1 გამარჯვებაც ჰყოფნის.
დღეს ჯურიო ლიგაში კიდევ ერთმა ქართველმა გაიმარჯვა. გაგამარუმ იგივე თეიმურაზ ჯუღელმა კიოკუშუჰო დაამარცხა და ბალანსი ტურნირზე 6:5-ზე გაიხდა. ორი გამარჯვების შემთხვევაში გაგამარუ დადებით ბალანსის გაიფორმებს, რაც მას ჯურიო ლიგაში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.