რუსთაველის გამზირიდან “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა “მამები სიმართლისთვის” იმართება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის და მასთან ერთად სხვა მაღალჩინოსნების დასჯას.
მათივე განცხადებით, სწორედ იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მოკლა.
საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას იღებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც.
მსვლელობა „ქართული ოცნების“ ოფისთან დასრულდება, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი განცხადების გაკეთებას გეგმავს.