რუსეთის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში ანდრეი კარლოვმა, გუშინ ანკარაში პრეს კონფერენცია გამართა და შემაშფოთებელი უწოდა თურქეთ-სირიის საზღვარზე რადიკალური დაჯგუფებების მოქმედებას და იმედი გამოთქვა რომ, ისინი არ დაარღვევენ თურქეთის მყუდროებას.
მისივე თქმით როგორც კი დასრულდება ეკოლოგიური გამოკვლევები, რუსული ფირმები უმალ დაიწყებენ თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ მერსინში აქქუის ბირთვული სადგურის მშენებლობას.
კარლოვმა იმედი გამოთქვა რომ, მისი დიპლომატიური მსახურობის პერიოდში თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება.
06.10.13