• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება

7 years ago
in საზოგადოება
A A
ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბავშვთა უფლებების კოდექსის კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯის სასტიკი ან სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას როგორც ოჯახში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სისტემასა და ყველა სხვა სივრცეში, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა, ნანა ჩაფიძემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, დღეს ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტი წარადგინა.

ნანა ჩაფიძის თქმით, დღემდე არსებული კანონმდებლობით, ფიზიკური დასჯა ხშირად გამოიყენება დისციპლინის ზომად როგორც ოჯახში, ასევე სხვა სივრცეში, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ეს გამოავლინა როგორც 2013 წელს ჩატარებულმა „იუნისეფის“ კვლევამ ძალადობის შესახებ, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშმა. კანონმდებლობით პირდაპირი აკრძალვა ფიზიკური დასჯის ან სხვა სახის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბავშვის მიმართ დისციპლინის სახით არ არის არც ერთი დღეს არსებული კანონით გათვალისწინებული. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს პირდაპირ და კონკრეტულ აკრძალვას, ასევე მოიცავს ძალადობის სხვა მძიმე ფორმებისგან ბავშვის დაცვის გარანტიებს, როგორიც არის შეტყობინების ეფექტური მექანიზმები, ასევე სერვისები და პროგრამები, რომელიც უნდა შეთავაზოს ბავშვს ამა თუ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება ძალადობის ან სხვა უფლებების დარღვევის მსხვერპლი“, – განაცხადა ჩაფიძემ.

ბავშვის უფლებათა კოდექსი არის სპეციალური კანონი, რომელიც ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს ბავშვის უფლებების, თავისუფლებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციისთვის. კოდექსი იქნება სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტი ყველა სახელმწიფო ორგანოსთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, საერთო სასამართლოებისთვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის ბავშვთა საკითხებზე მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი

  • მოიცავს ბავშვის ყველა უფლებასა და თავისუფლებას და აწესებს მათი დაცვისა და რეალიზებისთვის საჭირო მექანიზმს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახის, ყველა ტიპის ძალადობისგან დაცვის, ინკლუზიური განათლებისა და ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებების განხორციელებას;
  • აღმოფხვრის ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას არსებულ უთანასწორობას ბავშვის უფლებების დაცვის უკეთესი სისტემის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს;
  • აწესებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების მექანიზმს, რომლის ნაწილი იქნება ბავშვზე ზეგავლენის შეფასება, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მულტიდისციპლინური თანამშრომლობა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფორმირებული პოლიტიკისთვის, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაცია.

სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღების შემდეგ, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტზე მუშაობა დასრულდება და ის ინიცირებული იქნება პარლამენტში შემდგომი განხილვების და მიღებისთვის. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. ასევე დაგეგმილია კანონპროექტის საჯარო პრეზენტაციები, დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდებთან განხილვის პროცესში მათი მონაწილეობის მიზნით, მოსახლეობის ინფორმირება.

Share1Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

რა სიმპტომები ახასიათებს სისხლძარღვების თრომბს და როგორ უნდა გადავჭრათ მოცემული პრობლემა

რა სიმპტომები ახასიათებს სისხლძარღვების თრომბს და როგორ უნდა გადავჭრათ მოცემული პრობლემა

3 years ago
„რა მაგარი გრძნობაა, როცა შენი ინსპირაციით ძეგლს დგამენ“ – რას წერს დავით ჯელაძე მემორიალზე, რომელიც შოვში დაიდგმება

„რა მაგარი გრძნობაა, როცა შენი ინსპირაციით ძეგლს დგამენ“ – რას წერს დავით ჯელაძე მემორიალზე, რომელიც შოვში დაიდგმება

2 years ago

პროკურატურის საგანგებო განცხადება დათა ახალაიას საქმეზე

12 years ago
ხის ბაფთები ქართულ ბაზარზე

ხის ბაფთები ქართულ ბაზარზე

9 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by