• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ცემენტის ფარული შემოწმების შედეგად, 29 ნიმუშიდან 14-მა ტესტირება ვერ გაიარა, აქედან 7-მა კი კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ცემენტის ფარული შემოწმების შედეგად, 29 ნიმუშიდან 14-მა ტესტირება ვერ გაიარა, აქედან 7-მა კი კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ მიერ ჩატარებული მეექვსე ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 29 სახეობიდან მხოლოდ 15-მა პროდუქტმა, ანუ 52%-მა დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი, აქედან ხუთი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა.

2019 წლის იანვარში შემოწმებული 29 ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.

„აღსანიშნავია, რომ შედეგები გაუმჯობესდა 2018 წლის ნოემბრის ტესტირების შემდეგ, როცა 36 ნიმუშიდან მხოლოდ 13-მა გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (36%). საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირება პოზიტიურ ეფექტს ქმნის საქართველოს ცემენტის ბაზარზე, რისი დასტურიცაა 2019 წლის იანვრის ფარული ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი. შემოწმებული ცემენტის სახეობების 52 %-მა დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი EN197-1. ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ეტაპობრივად გააუმჯობესა მათი პროდუქციის ხარისხი, ხოლო დანარჩენმა კომპანიებმა პოზიტიური შედეგები პირველად აჩვენეს.

იმ კომპანიებმა, რომლებმაც გარკვეული დროის მანძილზე დააკმაყოფილეს ევროპული სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაძლებლობა აქვთ გახდნენ საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრები,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2018 წლის ნოემბერში, საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ პირველად მოხდა იმპორტირებული შეფუთული ცემენტის ხარისხის შემოწმება. შეფუთვაზე მითითებული სტანდარტის მოთხოვნა შვიდი იმპორტირებული ნიმუშიდან მხოლოდ სამმა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 15 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. საქართველოს ცემენტის ასოციაცია იმედოვნებს, რომ სააგენტო იქნება აქტიური და შეურიგებელი უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში.

„ცნობისათვის, 2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 6 ფარული ტესტირება ჩატარდა. 214 შემოწმებული შეფუთული ცემენტიდან, მხოლოდ 35% აკმაყოფილებს სტანდარტს EN197-1, დანარჩენი საგანგაშო 65%-მა ვერ გადალახა საჭირო ბარიერი. საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიზანია ადგილობრივი ცემენტის მწარმოებლების ხელშეწყობა, რათა აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამ მხრივ მაქსიმალური გამჭვირვალეობის შექმნა ქართველი მომხმარებლისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

სახალხო დამცველი პროკურორს მიმართავს

10 years ago
თალიბანმა ფანჯრები აკრძალა, ისეთ ადგილებში, საიდანაც შეიძლება ქალები ჩანდნენ

თალიბანმა ფანჯრები აკრძალა, ისეთ ადგილებში, საიდანაც შეიძლება ქალები ჩანდნენ

2 years ago
“მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია” – რა საერთო აქვს მას “ტაბულას” პროდიუსერის ახალ რელიგიურ მიმდინარეობასთან?!

“მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია” – რა საერთო აქვს მას “ტაბულას” პროდიუსერის ახალ რელიგიურ მიმდინარეობასთან?!

10 years ago
დღეს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

დღეს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by