• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოსა და მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მალაიზიაში, ქ. პუტრაჯაიაში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, ხოლო მალაიზიის დელეგაციას – მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, დატო სერი რამლან იბრაჰიმი.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და მალაიზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე საიუბილეო წელს გაიმართა.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მალაიზიას შორის კონსულტაციების ამგვარი ფორმატის დამკვიდრების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების დამყარების აუცილებლობა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და მალაიზიას შორის სავაჭრო კავშირების დამყარების მნიშვნელობას.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა მალაიზიელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე. წ. ხელშეკრულებები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, მალაიზიის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

მალაიზიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კონსულტაციების დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის აქტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, 22 ოქტომბერს შედგა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დატო მარზუკი იაჰიასთან. შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოს და მალაიზიას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაფართოების პერსპექტივები. ხაზი გაესვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებას.

22 ოქტომბერს, ასევე გაიმართა შეხვედრა მალაიზიის მცირე და საშუალო ბიზნესის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილესთან, რიზალ ბინ ნაინისთან.შეხვედრაზე განხილულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესების მზარდი როლი მსოფლიო ბაზარზე, ასევე საქართველოსა და მალაიზიას შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის დაწყების და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები.კორპორაციის წარმომადგენლებს საქართველოს დელეგაციამ გააცნო საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერიპეტიები, საინვესტიციო პოტენციალი და ინფორმაცია საქართველოსა და ეკონომიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებზე. კორპორაციის წარმომადგენლებმა თავის მხრივ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთეს თავისი საქმიანობის შესახებ და გააცნეს ქართულ მხარეს კორპორაციის სამომავლო გეგმები.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

„ჩემი წილი ბედნიერება წაიღო და გაფრინდა…“ – „გიგას ჰაბის“ დამფუძნებელი გარდაიცვალა

„ჩემი წილი ბედნიერება წაიღო და გაფრინდა…“ – „გიგას ჰაბის“ დამფუძნებელი გარდაიცვალა

2 years ago
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ახალი ტაძარი გაიხსნა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ახალი ტაძარი გაიხსნა

5 years ago
„ოცნება“ თვალსა და ხელს შუა ისე გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე – ნინო ლომჯარია

„ოცნება“ თვალსა და ხელს შუა ისე გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე – ნინო ლომჯარია

2 years ago
თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის – ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ – ბუდუ ზივზივაძე

თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის – ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ – ბუდუ ზივზივაძე

2 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by