• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქალები საქართველოდან

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ქალები საქართველოდან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

8 მარტს საქართველოში ქალთა დღე აღინიშნება, ამიტომ აუცილებელია თვალი გადავავლოთ სულ რამოდენიმე ისტორიას ქალებზე, რომლებიც კიდევ ერთხრლ დაგვარწმუნებს, რომ არ არსებობს სუსტი სქესი და არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ქალი ვერ გაუძლებს!


მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი
„13 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან, საბერიოში. ჩემმა და-ძმამაც იქ დაამთავრა სკოლა. 13 წლის რომ გავხდი, დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, ზუგდიდში, ბებიასთან უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. ბებია მაშინ მარტო ცხოვრობდა ზუგდიდში და დახმარება ჭირდებოდა. რადგან უფროსი შვილი ვიყავი, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ჩემთვის ისეთი მძიმე იყო ოჯახთან განშორება. თან ვიცოდი რომ ხშირად ვერ შევძლებდი მათ ნახვას, რადგან ამ პერიოდში უსაბუთოდ, ჩუმად გადმოვდიოდით ხოლმე საზღვარზე. მაგრამ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი ზუგდიდში 5-6 წელი ასე გავატარე. ყოველი პარასკევის დადგომა დღესასწაული იყო ჩემთვის, რადგან ზუგდიდიდან ისევ ოტობაიაში უნდა დავბრუნებულიყავი და შაბათ-კვირა იქ გამეტარებინა. კვირა ჭირის დღესავით მძულდა, რადგან ისევ ოჯახს უნდა მოვცილებოდი მთელი ერთი კვირით. წარმოიდგინეთ, ზუგდიდიდან ჩემი სახლი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მანძილი პატარაა, მაგრამ იმდენად რთული და რისკიანი გზა უნდა გაგვევლო, რომ არასდროს იცოდი, ცოცხალი გადარჩებოდი თუ არა.

როგორც ვახსენე, მაშინ არ გვქონდა საბუთი, რითიც ლეგალურად გადასვლის შესაძლებლობა გვექნებოდა. ამიტომ ტყის გზით ვიპარებოდით ხოლმე. მამიდაჩემი საზღვართან ახლოს ცხოვრობდა. მას „გამცილებელს“ ეძახდნენ, რადგან კარგად იცნობდა ტყის ბილიკებს და ქართველებს ეხმარებოდა საზღვრის გადაკვეთაში. ამის გამო მამიდას ბევრჯერ ჩაუგდია თავი საფრთხეში და რუსების მიერ დაკავებულიც ყოფილა.
ერთხელ მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში. 2009 წლის 14 ოქტომბერი იყო და მე, მამიდა, დედა და დედას მეგობარი ქალი ზუგდიდში უნდა გადმოვსულიყავით. არ ვიცი, რანაირად მოახერხეს და გაიგეს რუსმა მესაზღვრეებმა, მაგრამ ატყდა ორმხრივი სროლა ქართველებსა და რუსებს შორის. ჩვენ უკან გამოვიქეცით სახლში და სარდაფში ჩავიმალეთ. ავტომატის ჯერი არ წყდებოდა. სახლის გვერდით დაფნარი იყო და ტყვიებისგან დაფნის ფოთლებს მტვერი ასდიოდა. ჰაერში დაფნის სუნი იდგა. გვესმოდა, რომ ავტომატის ჯერის ხმა სახლს უახლოვდებოდა და მამიდამ გაგვაფრთხილა, აქ აზრი აღარ აქვს დარჩენას, უნდა გავიქცეთ და ტყეს შევაფაროთ თავიო. გავიქეცით, მაგრამ მალევე წამოგვეწივნენ. „მასკიანი“ ჯარისკაცები იყვნენ და კიდევ მახსოვს ჩემი შუბლისკენ მოშვერილი ავტომატის ლულა. სისხლი მქონდა გაყინული. ვიცოდი, რომ ეს იყო დასასრული. მაგრამ დაგვინდეს, ალბათ მე, რომ ბავშვი ვიყავი, ამან დააბრკოლა. არ მოგვკლეს, მაგრამ უკან საბერიოში დაგვაბრუნეს.
დღემდე იმ ადგილას თუ მოვხვდი ზურგში ვგრძნობ ტყვიას და სიკვდილის სუნს – ტყვიებით დაფლეთილი დაფნის ფოთლების სურნელს. ასეთი დღეები იმდენი მაქვს გამოვლილი იქ მცხოვრებ ქართველებს.
ჩვენ, გალელებს ხშირად გვადანაშაულებენ, რატომ არ დავტოვეთ სახლ-კარი და არ წამოვედით. ტერიტორიის დატოვება მე არ მიმაჩნია გამოსავლად. პირიქით, მგონია, რომ რახან ჩვენ იქ ვართ და ვარსებობთ და ქართული ჟღერს, ესეც ბევრს ნიშნავს და ჩვენი ერთგვარი პროტესტია. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რად გვიჯდება ჩვენ იქ ყოფნა და ორ სახლს შორის სიარული. იქ დარჩენა სიცოცხლის რისკის ფასად დაგვიჯდა ყველას. მე და ჩემი კლასელები რომ შევიკრიბებით, ვიხსენებთ, რა გადაგვხდენია თავს… მამაჩემს ურჩევნია გაჭირვებასა და შიშში იცხოვროს, ვიდრე დატოვოს სახლი და წამოვიდეს. ან აქეთ რომ წამოვიდეს, რა აზრი აქვს, საკუთრებაშიც არაფერი გვაქვს.
გული მტკივა, როცა მესმის გალელები ქართველები არ არიანო. ამ ზამთარს წავედით გალში და რამდენიმე დღეში ბაბუა გარდაგვეცვალა. ზუსტად პანაშვიდებისა და დაკრძალვის პერიოდში ჩაიკეტა საზღვარი ღორის გრიპის გამო. 1 თვე ვიყავით ასე იზოლაციაში, ყველას საარსებო წყაროც და სამსახურებიც ზუგდიდში გვაქვს და როგორ გინდა ასეთ იზოლაციაში ადამიანმა რამე ჭამო, ან წამალი იყიდო, საერთოდ იარსებო. მახსოვს ერთმანეთს როგორ ვულოცავდით ქართველები საზღვარი რომ გაიხსნა. ამ სიხარულის გაზიარება მხოლოდ შეგვიძლია ერთმანეთთან, ვინც იცის რას ნიშნავ გახლეჩილ ტერიტორიაზე ცხოვრება. ამ პერიოდში თვალს ვადევნებდი სოციალურ ქსელში ადამიანების რეაქციას და არანაირი თანაგრძნობა არ გვიგვრძვნია. პირიქით, გვაკრიტიკებდნენ, რაც დათესეთ, ის მოიმკეთო. არადა რამდენი ნერვიულობისა და ფსიქიკის შერყევის ფასად გვიჯდება ჩვენი სახლების დაცვა. წარმოიდგინეთ ქუჩაში გამოდიხარ და რუსის ჯარისკაცი მოგყვება. მაგრამ 9-ჯერ რომ მომადონ შუბლზე იარაღი, ალბათ მეათედ მაინც გადავალ და ეს გამიკეთებია კიდეც. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს იქაურობა, თუნდაც ერთი კვირით იმ ჰაერის სუნთქვა მაძლევს ძალას. ეს სახლებიც რომ დავტოვოთ, ისევე გაპარტახდება, როგორც სხვა კარ-მიდამო.
ალბათ ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, თავის დროზე ზუგდიდში რომ წამოვედი. ჩემი კარიერისთვის ძალიან ბევრი რამე გავაკეთე. ვძერწავ პოლიმერულ თიხაზე, ვაკეთებ ჩანთებს, სამკაულებს, და ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, ვასწავლით ამ ხელობას სოციალურად დაუცველ ქალებს და დევნილებს. რამდენიმე საგრანტო პროგრამაში გავიმარჯვე, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ და ჩემი სახელოსნო მაქვს. აქ გაკეთებული ნივთების გაყიდვაა ჩემი საარსებო წყარო. პერიოდულად დიდი შეკვეთები მაქვს, მეუღლეც მეხმარება და ჩვენ ორივე ერთად კი ჩვენს მშობლებს აფხაზეთში.
ძირითადად პროდუქტებს ვაგზავნით მარშუტკით საზღვრამდე და მერე იქიდან ხვდებიან. ჩვენს მშობლებს მეურნეობა არ აქვთ. იქ საერთოდ არაა განვითარებული სოფლის მეურნეობა. ერთადერთი თხილის ჩაბარებით ედგათ სული, მაგრამ ადრე 3-4 ტონა თუ ქონდათ მოსავალი, წელს 150 კილო ძლივს აიღეს და ისიც ვერ გაყიდეს, სულ უვარგისი იყო.
ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ახალგაზრდები. იქ საერთოდ არაა მათთვის სამუშაო ადგილები, ბიჭები კიდევ პერიოდულად საქმდებიან ჰესებზე ან ბლოკის ქარანაში, მაგრამ გოგოებისთვის არაფერი არაა. იდეა მაქვს რომ ჩემი ხელსაქმე შევასწავლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებს, რომ შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდეთ. თუმცა ამ იდეას დაფინანსება ჭირდება, რადგან მასალებია ძვირი და მათ კიდევ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. აქ გადმოსვლას კიდევ ვერ წყვეტენ, რადგან არანაირი საკუთრება და კავშირები არ გააჩნიათ.
რთულია ორ განსხვავებულ სივრცეში ცხოვრება.
აქეთ ფერადია სამყარო, იქით – შავ-თეთრი. ხალხიც რაღაცნაირია, დაბერებული მოსახლეობით. გზები დანგრეული, დახლებზე საკვები ორმაგად ძვირი. აქ რასაც გინდა გააკეთებ, იქ ის უნდა გააკეთო, რასაც გეუბნებიან. თავისუფლება – ეს ის სიტყვაა, რითიც განსხვავდება ეს ორი სივრცე.“

მირანდა ჩხეტიანი, 33 წლის, სოფელი ტვიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი
“ქუთაისში კი დავიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა აქ, სოფელში გავატარე. სკოლაც აქ დავამთავრე, სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ქალაქში, მშობლებთან უნდა დავბრუნებულიყავი, ბებიაჩემი უკვე იმ ასაკში იყო, რომ მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, შემოვრჩი აქაურობას. ქალაქში რატო არ მივდივარ? აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ ჩემი საქმიანობით, აქ ცხოვრებით.
ჩემს ოჯახს მუდმივად ჰქონდა ვაზთან და მეღვინეობასთან შეხება, ბაბუა მყავდა აგრონომი, მამაჩემიც აყენებდა ღვინოს, ჩემი ძმაც ერკვევა ამ ამბავში. დროთა განმავლობაში შემიყვარდა მეც ვაზი და მასთან ურთიერთობა. ამიტომ გადავწყვიტე მეცადა ბედი.
მევენახეობით დავიწყე, ვაზი გავაშენე. სულ თავიდან ვმუშაობდი ვაზის სანერგე მეურნეობაში, რომელიც ჩვენს სოფელში დაარსდა. იქ დავიწყე მუშაობა, შემდეგ ანაზღაურების სახით წამოვიღე ვაზი და 500 ძირი დავრგე. მეორე წელს 200 ძირი დავამატე და ამ ეტაპზე მაქვს 700 ძირი ჩემი გაშენებული ვაზი – 5 წლის და 4 წლის. უკვე მოსავალსაც იძლევა.
2017 წელს პირველი ღვინო დავბეჭდე ბოთლებში, ეგეც მეგობრების დახმარებით. 2018 წლის მოსავლის რაღაც მცირე რაოდენობა დავბეჭდე, რომელიც ქვევრის გარეშე მქონდა დადუღებული და ახლა მარტის ბოლოდან უკვე ვგეგმავ ქვევრების გახსნას და, სავარაუდოდ, მაისიდან ქვევრის ღვინოც მექნება. ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (ტვიში არის მიკროზონა), ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო დგებოდა და დგება. ახლაც მეტ-ნაკლებად ასეა, მაგრამ კლიმატიდან გამომდინარე, უჭირს. 2018 წლის მოსავალი რომ დავბეჭდე, იყო სულ დამშრალებული, ნახევრადტკბილი აღარ იყო.
ღვინის რეალიზაცია დაწყებული მაქვს. ამჟამად, ქუთაისის ერთერთ ღვინის ბარში მაქვს შეტანილი მცირე რაოდენობით. ქვევრებს რომ გავხსნი, შემდეგ უკვე თბილისიდანაც და მარტვილიდანაც მაქვს შემოთავაზება. ახლა ქვევრის ღვინის 700-800 ბოთლის დაბეჭდვას ვგეგმავ, თუმცა მომავალში, რა თქმა უნდა, რაოდენობა მოიმატებს და ავალ 1000-1500 ბოთლზე.
„აწარმოე საქართველოში“ პროექტი მქონდა შეტანილი, მარნისა და საოჯახო სასტუმროს გახსნაზე, მაგრამ უარი მივიღე. როგორც მითხრეს, საოჯახო სასტუმროებს აღარ აფინანსებენ, ამიტომ ჩემი მარანი და საოჯახო სასტუმრო არ დაფინანსდა.
მარტო ცხოვრება სიყვარულიცაა, მიჩვევაც და სხვა ყველაფერიც. მე იმ დონეზე მიყვარს აქაურობა, რომ მირჩევნია აქ ვიყო. ბედნიერად ვგრძნობ თავს. არ მეზარება და ვშრომობ დღე და ღამე. შეძლებისდაგვარად ვახერხებ კარმიდამოს მოვლას, მშობლებიც მეხმარებიან, ყველაფერ ამას მარტო ვერ აუხვალ. არასდროს მიფიქრია აქაურობის დატოვებაზე, არც მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანებმა აქამდე, ჩვენამდე მოიყვანეს ეს ყველაფერი და ჩვენ კიდევ ავდგეთ და ყველა დედაქალაქში გავიქცეთ.
ბებიის გარდაცვალების შემდეგ მოთხოვნა იყო, რომ წავსულიყავი ქალაქში და არ მეცხოვრა მარტოს აქ, მაგრამ მე აქ მირჩევნია ვიყო და ჩემს კარმიდამოს მოვუარო, ვიდრე ქუთაისში უსაქმოდ ვცხოვრობდე.
რაღაც პერიოდი რთული იყო სოფელში ქალის ცხოვრება. მითუმეტეს, ღვინის კეთებასთან მაინც კაცი ასოცირდება ხოლმე. სოფელში ჩნდებოდა კითხვა, რატომ არ მივდივარ, რატომ ვრჩები აქ. მაგრამ ახლა, პირიქით, თუ ვინმეს რამე დასჭირდება – აბა, შეშის დახერხვა, აბა, ეზოს მოთიბვა და სხვა, ყველა მეძახის. ჭირს ახალგაზრდობა სოფელში. ადგილზე ვინც არის დარჩენილი, უკვე ყველა ასაკშია.
ვაზის მოვლა რთულია. გაზაფხულზე მიწა უნდა დამუშავდეს, შემდეგ გასხვლა უნდა ვენახს, დაწამვლა ხომ ყველაზე მეტი სამძიმოა, მანქანა უნდა გაიკეთო და დაწამლო, მერე არის მწვანე ოპერაციები, გამოფურჩქვნა და სხვა. რასაც მარტო ვერ ვაკეთებ, ოჯახი მეხმარება, მაგალითად, ჩემი ძმა მეხმარება შეწამვლაში. გასხვლით მხოლოდ მე ვსხლავ. არავის ვასხვლევინებ.
სოფელში საყოფაცხოვრებო პრობლემები გვაქვს. გზა არ არის, მაღაზია არ არის, “ფეჩზე” ვთბებით, წყლის სისტემაც არ არის კარგად გაკეთებული.
მაისის ბოლოს იგეგმება ჰოლანდიაში მეღვინე ქალთა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღებენ ქალები მონაწილეობას. გამოფენას ჰქვია „ღვინო და ქალები.“ ვგეგმავ წასვლას და ალბათ 99% -ით წავალ. 12 მეღვინე ქალი მიდის საქართველოდან, ერთ-ერთი მე ვარ. ქალი მეღვინე ჩემ გარდა ლეჩხუმში არაა. რაჭაში ვიცნობ მე პირადად ერთს, რომელიც აწარმოებს რაჭულ „შავს,“ შავი ღვინოა, ხვანჭკარა.
ქალებს, რომლებიც ამ საქმეში ჩართვას ფიქრობენ, ვეტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეუშინდეთ. წინ რთული გზაა, ბევრი პრობლემითა და წინაღობით, მაგრამ შემართებითა და სურვილით ყველაფერი გამოვა. მომხმარებელი რომ გაღიარებს, მოეწონება შენი პროდუქტი და კმაყოფილი იქნება, ეს იქნება უდიდესი სტიმული და სიხარული, რომ აკეთოთ ის საქმე, რაც გიყვართ“.

წყარო: ქალები საქართველოდან Women of Georgia

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“შემცირდება მხოლოდ ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები და არ მოხდება სოციალური პროექტების დაფინანსების შემცირება”

“შემცირდება მხოლოდ ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები და არ მოხდება სოციალური პროექტების დაფინანსების შემცირება”

11 years ago
მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის – პრემიერი

მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის – პრემიერი

4 years ago
აჭარის ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ახალი სკოლა აშენდა

აჭარის ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ახალი სკოლა აშენდა

11 years ago
„ქალებო, ადამიანური თხოვნა მაქვს, თუ საკუთარი შემოსავალი არ გაქვთ, ნუ დაოჯახდებით და, მით უმეტეს, ბავშვებს ნუ გააჩენთ!“ – რას წერს ერთ-ერთი ფეისბუკგვერდის ადმინისტრატორი

„ქალებო, ადამიანური თხოვნა მაქვს, თუ საკუთარი შემოსავალი არ გაქვთ, ნუ დაოჯახდებით და, მით უმეტეს, ბავშვებს ნუ გააჩენთ!“ – რას წერს ერთ-ერთი ფეისბუკგვერდის ადმინისტრატორი

2 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by