• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პარლამენტში საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოეს

7 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება
A A
პარლამენტში საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში საბუნებისმეტყველო და ტექნიკური (STEM) მიმართულებებითსაერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეების და გუნდების ხელმძღვანელთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა საერთაშორისო ასპარეზობებზე გამარჯვებული მოსწავლეებისთვის წამახალისებელ ინიციატივაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის უდიდესი სიხარულია დღეს თქვენი მასპინძლობა პარლამენტში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მთავარი აქცენტი, რაც უნდა კეთდებოდეს განათლების და მეცნიერების სისტემაში, ბუნებრივია არის წარმატებაზე ორიენტირებულობა. წარმოუდგენლად გვახარებს თითოეული თქვენთაგანის შედეგები და გამარჯვება, რომლითაც თქვენ, პრაქტიკულად, საქართველოს სახელი გაგაქვთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებზე და ოლიმპიადებზე. თქვენ უდიდესი სიამაყის საფუძველს გვაძლევთ. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან თქვენი წარმატების დაფასებას და აღიარებას, დღევანდელი ღონისძიება სწორედ ემსახურება იმას, რომ თქვენი წარმატებები არ რჩება ყურადღების მიღმა. ვფიქრობ, რომ თქვენი წარმატებები აუცილებლად უნდა აისახოს აკადემიურ პროცესში – ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ განვიხილოთ როგორ შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული მოსწავლეებისთვის გარკვეული აღიარება მოხდეს თუნდაც გამოცდებთან დაკავშირებით და აბიტურიენტი, რომელიც საპრიზო ადგილს დაიკავებს აღნიშნულ ღონისძიებებზე, გამოცდების ჩაბარებისგან განთავისუფლდეს, ეს არის დაფასება და დამატებითი მოტივაცია. ამით გვსურს თქვენს წარმატებებს შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

STEM-ის მიმართულებით გამარჯვებული მოსწავლეების წარმატების მნიშვნელობაზე ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ოლიმპიადებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და საერთო ჯამში 35 მედალი მოიპოვეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუნდის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებს ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდების აღზრდისთვის.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს გოგონათა მეათე ოლიმპიადა ქუთაისში ჩატარდება, რაც მისივე შეფასებით, სამომავლოდ კარგ პერსპექტივებს იძლევა.

„ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ამდენ წარმატებულ ადამიანს. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მდიდარი ტრადიციები ამ მიმართულებით – საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით და მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. გვქონდა გარკვეული სირთულეები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, აღდგა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ჩვენ გვყავს ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ამ მიმართულებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს წარმატებებისთვის. თითოეული თქვენგანის წარმატება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წარმატება. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პედაგოგებს – რომ არა მათი ძალისხმევა, ბუნებრივია, ეს წარმატებები იქნებოდა შეუძლებელი. ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის, წარმატებებისთვის. ყველას მინდა, გისურვოთ შემდგომი წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლე-ახალგაზრდების და მათი ხელმძღვანელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ერთ-ერთ წარმატებულ მოსწავლეს პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილესადმი დამზადებული მედალი, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადასცა.

ღონისძიებაზე კომიტეტის წევრებმა 15 წარმატებულ მოსწავლეს, ახალგაზრდების გუნდს და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, პარლამენტის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება
ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება

02/06/2026
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025
“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი
ახალი ამბები

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი

10/27/2025

საინტერესო

„გვინეის რესპუბლიკაში, ჩვენ გავუშვით პირველად ელექტროენერგია“ – გიორგი გიორგობიანი

„გვინეის რესპუბლიკაში, ჩვენ გავუშვით პირველად ელექტროენერგია“ – გიორგი გიორგობიანი

12 years ago
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით,   ამანათების  მიღებას იწყებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით,   ამანათების  მიღებას იწყებს

8 years ago
გიორგი მარგველაშვილი: “ჩემთვის მთავარია არა ხელმომწერი, არამედ ხელმოწერა”

გიორგი მარგველაშვილი: “ჩემთვის მთავარია არა ხელმომწერი, არამედ ხელმოწერა”

12 years ago
შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ – თემურ ჭყონია

შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ – თემურ ჭყონია

1 year ago

ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა თავის რჩეულს, ბრაზილიელ სანდრა მენდოსას ხელი სთხოვა. რომანტიკულ კადრებს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც...

მეტის ნახვაDetails
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by