• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტატუს მოშორება- გზა რესოციალიზაციის წარმატებამდე?

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ტატუს მოშორება- გზა რესოციალიზაციის წარმატებამდე?
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკვე მეშვიდე წელია, რაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ხორციელდება ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა. ამდენივე წელია ეს სფერო პრიორიტეტად მიიჩნევა იუსტიციის სამინისტროსთვის და ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება პროგრამის ეფექტურობისა და შედეგიანობის ასამაღლებლად.

რეალურად პრობლემა მასშტაბური და აქტუალურია. სასჯელად ქცეული თავისუფლება ნაცნობია ყოფილი პრობაციონერებისათვის, რომლებიც ციხის დატოვების შემდეგ საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

პრობლემები სოციალურ ურთიერთობაში, დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა, ინტეგრაცია ოჯახთან და გარშემომყოფებთან- ყოფილ პრობაციონერებს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთადნ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადატანა უწევთ, რაც არსებული სტიგმით უფრტო მეტადაა გაძლიერებული.

წელს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ ტატუს მოსაშორებლად 48 ათასი ლარი გამოყო. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მოხდება 60-მდე ბენეფიციარისთვის ტატუს მოშორება. უწყებაში განმარტავენ, რომ კრიმინალური ტატუ დამღაა, რომელიც სტიგმას აძლიერებს და ხელს უშლის ყოფილი პრობაციონერის სოციალიზაციას საზოგადოებაში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკრუსში არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთმა” გაიმარჯვა,რომელსაც უკვე დაევალა არასრულწლოვანი პატიმრებისა  და პირობით მსჯავრდებულებისთვის  ტატუს მოშორებაში დახმარება.

ტატუს მოშორების პროცედურაზე საკმაოდ სოლიდური თანხის გამოყოფამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კრიტიკოსების შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ყოფილ პატიმრებს და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს განათლებისა თუ დასაქმების სფეროში ბევრი დაუძლეველი პრობლემა აქვს, ამხელა თანხების ხარჯვა ტატუს ჩამოშორებაზე გაუმართლებელია და არც იმდენად მიზანშეწონილი.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი “თბილისი თაიმსს” ესაუბრა და პროცესის ეფექტურობასა და მოსალოდნელ შედეგებზე გამაახვილა ყურადღება.

„ტატუს მოცილების პროექტი- ეს არის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ერთერთი სერვისი, რომელიც 2013 წლიდან, უშუალოდ ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა. ეს სერვისი თავდაპირველად, 2013 წელს, უშუალოდ გაეროს ბავშვთა ფონდის – იუნისეფის ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსდა და მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის იყო განკუთვნილი. არასრულწლოვნებისთვის მიწოდებული სერვისით, მოგვიანებით დაინტერესდნენ სრულწლოვნებიც. გაჩნდა ამ სერვისის არსებობის აუცილებლობა. სრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საჭირო სერვისის დაფინანსება გრანტის სახით უკვე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე განაგრძობს. გრანტი მას შემდეგ გამოიყოფა, რაც ამ პროექტს ჰყავს სამიზნე ჯგუფი და ამ სერვისის მსურველი ბენეფიციარები.

 უშუალოდ, ტატუს მოცილების პროექტის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებაში გაკეთებული ე.წ. კრიმინალური შინაარსის ტატუს მოცილება და იმ „დამღისგან“ გათავისუფლება, რომელიც ყოფილ პატიმარს, ან მსჯავრდებულს აბრუნებს ძალიან მძიმე წარსულში და რომელიც ძალიან დიდი დამაბრკოლებელი გარემოებაა რესოციალიზაციასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.

სპეციალური ნიშნები თუ სვირინგები წარმოადგენენ კრიმინალური სუბკულტურის დამახასიათებელ ნიშნებს, რომლებსაც გარკვეული დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს ამ “სამყაროში”. ე.წ. კრიმინალური შინაარსის ნიშნები განსაკუთრებულ დატვირთვას ციხეში იძენს, სადაც ნებისმიერი ადამიანი გარკვეულწილად ექცევა გავლენის ქვეშ, არ არის თავისუფალი და სხვა “წესების” დაცვის პარალელურად იკეთებს ტატუს. ეს ტატუ ხდება მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი. ეს არის კუსტარულად დამზადებული ტატუები, რომლისთვისაც ხშირად იყენებენ საპარსის დამდნარ სახელურს, კალმის დამდნარ თავსახურს, საწერკალმის გულს და სხვა მსგავს ნივთებს. კუსტარულად დამზადებული ტატუ მეტად აზიანებს კანსაც და მისი მოცილებაც ძალიან დიდ დროს, ხანგრძლივ პროცედურასა და გაცილებით დიდ ფინანსებს მოითხოვს, ვიდრე სხვა შემთხვევაში პროფესიონალურად შექმნილი სასურველი ნიშანი (სვირინგი). თანხაც დამოკიდებულია რამდენიმე გარემოებაზე – რა სიღრმისაა პენიტენციურ დაწესებულებაში გაკეთებული კუსტარული ტატუ, რა მასშტაბისაა, რა მასალითაა დამზადებული და ა.შ. ამიტომ, ჯერჯერობით ზუსტი რიცხვი არ არის ცნობილი, უშუალოდ რამდენ ბენეფიციარზე გადანაწილდება 48 ათასი ლარი. მიახლოებითი გამოთვლებით და პროექტის პრაქტიკის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სავარაუდოდ, 60 ან 70-მდე ბენეფიციარს შეეძლება ამ ეტაპზე ამ თანხით სარგებლობა.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ და მისი შემადგენელი ყველა სერვისი ნებაყოფლობითია. პროგრამაში ჩართვაც და სერვისის მიღებაც დამოკიდებულია უშუალოდ ბენეფიციარის სურვილზე. ტატუ მოიშორა 123-მა ბენეფიციარმა. ამათგან 65 იყო არასრულწლოვანი. გრანტი სამინისტროს მხრიდან მხოლოდ მაშინ გაიცემა, თუ არსებობს სერვისის მსურველი ბენეფიციარი. ამჟამად, 60-მდე განაცხადი უკვე გვაქვს. მთავარია, ყოფილი პატიმარი თავად მივიდეს გაცნობიერებულ სურვილამდე და მოითხოვოს ტატუს მოშორება. ეს ნიშნავს კრიმინალის ხელებიდან გამოგლეჯილ ბავშვს და მის შეცვლილ ცხოვრებას. წაშლილი ტატუ ნიშნავს წარსულის დავიწყებას, ახალი ფურცლის გადაშლას, იმ მძიმე დღეების წაშლას არა მხოლოდ ხელიდან, არამედ გონებიდან და ცნობიერებიდან. ამით საზოგადოება იქნება დაცული განმეორებითი დანაშაულისგან.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ ტატუს მოცილების გარდა ბენეფიციარებს ასევე სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, პროფესიული უნარების შეძენასა და დასაქმების ხელშეწყობას, არაფორმალურ განათლებას/ტრეინინგებს, ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრთან მუშაობას, უცხო ენის შესწავლას (ინგლისური), იურიდიულ დახმარებას”.

რა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს ტატუს ყოფილი პატიმრებისთვის და რა ფსიქოლოგიური პრობლემები იწევს წინა პლანზე რესოციალიზაციის პროცესში,  ამ კითხვებზე „ თბილისი თაიმსს” ესაუბრა ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი.

„ზოგადად დამნაშავის რესოციალიზაცია საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც დროში  საკმაოდ ხანგრძლივია. ყველაზე დიდი რისკი ამ პროცესში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დიდი ალბათობაა. ამიტომ ეს არის ძალიან სპეციფიკური სფერო და საჭიროებს კადრების ვიწრო სპეციალიზაციით გადამზადებას და დაკომპლექტებას.

პირადად მე, შეხება მაქვს მხოლოდ ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან და მათი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ თვლიან თავს დამნაშავედ და მზად არიან,  განმეორებითი დანაშაულის ჩადენის სიტუაცია გამოძებნონ. ბრაზის და აგრესიის მართვა არ შეუძლიათ და სხვა უამრავი საკითხი. ყველაზე სამწუხაროა,  ის ფაქტი რომ მათ უწევთ იძულებით გაიარონ ფსიქოლოგთან კონსულტაციები და შესაბამისად ვერ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას.

ტატუს მოშორების პროექტის შესახებ გავიგე და სიმართლე რომ გითხრათ ამ პროგრამის იდეოლოგია ცოტა გაუგებარია ჩემთვის. ჩვეულებრივი ადამიანებიც იკეთებენ ნებისმიერი სახის ტატუს, ეს მათი არჩევანია და არ არის დამნაშავეობის გამომხატველი. თუ სახელმწიფოს მიზანია რომ ეს ადამიანები არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ტატუების მოშორებით შეუძლებელი იქნება,  თუ ქცევის კორექციაში და ცხოვრების სტილის შეცვლაში არ დავეხმარეთ ამ ადამიანებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ასეთი ოდენობის თანხები რომ ფსიქოლოგების და სოციოლოგების  ვიწრო სპეციალიზაციით გადამზადებას და მათ დაკომპლექტებას მოხმარდეს, ბევრად უკეთეს შედეგებს მივიღებთ. პატიმრების და ყოფილი პატიმრების სამედიცინო მომსახურების მიღების საკითხებზე არ ვისაუბრებ, ყველამ კარგად ვიცით,  რომ უმჯობესია ისინი ავად საერთოდ არ უნდა გახდნენ”.

ავტორი: ანა ურუშაძე

Share3Tweet2

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

10 years ago
8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშვნავს

8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშვნავს

4 years ago
საჩხერის მეორე საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა

საჩხერის მეორე საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა

6 years ago

ამიერკავკასიაში პირველად, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ჩატარდება

11 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by