• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გელა პატაშური – პირველკურსელი ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები და მასწავლებლობასთან შეთავსებული სტუდენტობა

6 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება
A A
გელა პატაშური – პირველკურსელი ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები და მასწავლებლობასთან შეთავსებული სტუდენტობა
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გელა პატაშური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია, რომელიც GePhO-ს  (Georgian Physics Olympiad) ერთ-ერთი დამფუძნებელი, მმართველი გახლავთ  და ფიზიკის დარგში უკვე საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორიცაა.  დღეს სწავლასთან ერთად გელა ძალიან ბევრ პროექტსა თუ  საქმიანობაშია ჩართული, რომელთა შესახებაც ის თავად გვიამბობს.

 -გელა, საზოგადოებამ ახლოს „ინოვაციური ონლაინ პროექტის“ ფარგლებში გაგიცნო, სადაც  ფიზიკის მოწვეული პედაგოგი ხარ,  გვიამბე შენი პროფესიული საქმიანობის შესახებ.

-„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენის საკმაოდ  მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა და გვთავაზობს სასწავლო ვიდეოლექციებს, რომლებიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური „გამჭვირვალე დაფით“, რითიც საკითხების გაგება მსმენელისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში არსებულ სკოლებში ტექნიკური საგნებს არ ექცევა საკმარისი ყურადღება და ამ პროქტის მიზანი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ხელის შეწყობაა და მეც, ჩემი მხრიდან, ვცდილობ, საკუთარი წვლილი შევიტანო ამ საქმეში.

პარალელურად, ვეკუას სკოლაში საოლიმპიადო ფიზიკის წრის, ხოლო კომაროვის სკოლაში საოლიმპიადო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის წრის მასწავლებელი ვარ, მართალია, რთულია, ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას სხვებს ვუზიარებ და ვეხმარები წარმატების მიღწევაში. ამის გარდა, თავადაც დიდ გამოცდილებას ვიღებ, ვსწავლობ ლაპარაკს, ჩემი აზრის გამოხატვას, ვეჩვევი სწორად მეტყველებას და ბავშვების დასმული კითხვების საშუალებით ფიზიკის საკითხებში უფრო ღრმად ვიხედები. უნივერსიტეტის პირველ კურსზე არის საკითხები, რაც უკვე ვიცი და ლექციებზე სიარული აღარ მიწევს, ამიტომ წელს შედარებით მეტი დრო მრჩება ამ ყველაფრისთვის.

-გარდა იმისა, რომ ბევრ საერთაშორისო ოლიმპიადაზე გვასახელე, ასევე – თარგმნე სავჩენკოს წიგნი „ამოცანები ფიზიკაში“, თარგმნის პროცესი კიდევ უფრო სხვა ცოდნასა და მიდგომებს მოითხოვს, რამ გადაგაწყვეტინა ეს ნაბიჯი გადაგედგა?

-კომაროვში ეროვნული და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას ვიწყებთ სავჩენკოს წიგნით. ამ წიგნით ვსწავლობთ საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებს, რაც სიღრმისეულად გვარკვევს ფიზიკის მოვლენების მოქმედების პრინციპში და მის გამომწვევ მიზეზებში, მაგრამ ბავშვების უმეტესობამ რუსული არ იცის, რის გამოც, დამოუკიდებლად რთულია სავჩენკოს ამოცანების გაკეთება. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ბავშვებს რომ არც უჭირდეთ რუსული, აუცილებელია, რომ  ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი ქართულადაც იყოს ნათარგმნი, სწორედ ამიტომ წელს მთელი ზაფხულის განმავლობაში ვთარგმნიდი ამ წიგნს და ვამუშავებდი დიზაინს. წიგნის საწყისი თავები ქუთაისში რაზმაძეს სახელობის სკოლაში უკვე ნათარგმნი ჰქონდათ, დიდი ნაწილი კი მე ვთარგმნე და ბოლოს, როცა ძალიან გადავიღალე ექვსკაციანი ჯგუფი შევქმენი ჩემი კომაროველი მეგობრებისგან და ერთობლივი ძალით მთელი მასალა წარმატებით ითარგმნა. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ძალიან დაეხმარება ბავშვებსა თუ მასწავლებლებს და გაუადვილებს მათ სწავლების პროცესს.

-ფიზიკა არცთუ ისე ხშირად არის ბავშვების საყვარელი საგანი, მოგვიყევი, როდის დაინტერესდი პირველად ამ სფეროთი და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– ბავშვობაში ვზარმაცობდი და სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, სანამ მეექვსე კლასში ფეხი არ  მოვიტეხე და რამდენიმე თვე სახლში მომიწია ყოფნა. ამ პერიოდში  წიგნების კითხვა დავიწყე, რამაც მთლიანად მომწყვიტა ჩემს ძველ ცხოვრებას და ცნობისმოყვარეობა გამიღვივა. ეს ინტერესი იმდენად ძლიერი  იყო, რომ მთლიანად მავიწყებდა გარშემომყოფებს, ერთადერთი, რასაც აზრი ეძლეოდა იყო სამყაროს არსზე, ადამიანთა რაობასა და ღმერთის არსებობა-არარსებობაზე ფიქრი. სკოლაში ფიზიკის სწავლა მერვე კლასში დავიწყეთ, კარგად მახსოვს პირველი ფიზიკის გაკვეთილი.  მასწავლებელი ხსნიდა რა საკითხებს შეისწავლიდა ფიზიკა, მე კი გაკვირვებისგან თავს ვეღარ ვიკავებდი, ვიგრძენი რიმ მზად ვიყავი ამ საკითხებზე ფიქრისთვის ცხოვრება მიმეძღვნა. გაკვეთილი რომ დამთავრდა – უკვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი ფიზიკოსობა. იმის მერე დღე არ გასულა, რომ ფიზიკა არ მემეცადინა. მეცხრე კლასში კომაროვში ჩავაბრე. ამ სკოლამ ფიზიკის მაღალ დონეზე სწავლასთან ერთად, საშუალება მომცა საერთაშორისო ოლიმპიადებზეც მიმეღო მონაწილეობა, სადაც უამრავი ჩემნაირად დაინტერესებული ბავშვი აღმოვაჩინე და დიდი გამოცდილება მივიღე – როგორც პროფესიულად, ისე ცხოვრებისეულად.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა შემოქმედი მეცნიერი დავდგე, რომელიც არ დასჯერდება უბრალოდ ცოდნას, არამედ იფიქრებს თანამედროვე გადაუჭრელ საკითხებზე, რომელიც იფიქრებს აღმოჩენებზე და დატოვებს თავის კვალს კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ეს არის ჩემი სამომავლო პროფესია და ეს არის ჩემი სამომავლო მიზანი.

წყარო: doctrina.ge

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3

ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025
“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი
ახალი ამბები

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი

10/27/2025
ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს – აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა
ახალი ამბები

ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს – აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა

10/20/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In