• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით სერგეენკო – პარტნიორებს შევთავაზეთ, ცე ჰეპატიტის მედიკამენტების ნაწილი სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა, რადგან ვერ ხდებოდა ათვისება, მათ ხაზი გაუსვეს, რომ უფასო მედიკამენტი ექსკლუზიურად აქვს საქართველოს

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ცე ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები არ დაზარალებულან.

დავით სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნულ საკითხს გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა და გამომდინარე იქიდან, რომ დასკვნაში მითითებულ პერიოდში ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, თავი ვალდებულად მიიჩნია, განმარტებები გაეკეთებინა.

დავით სერგეენკო საკითხს რამდენიმე ნაწილად ჰყოფს და აცხადებს, რომ არც პაციენტები დაზარალებულან და არც ფინანსური ზარალი ყოფილა.

„პირველი ნაწილი არის პაციენტი, დაზარალდა თუ არა ერთი პაციენტი მაინც? არა, რადგან 2015-2016 წლებიდან, როდესაც პაციენტების მხრიდან ამ პროგრამაში ჩართვაზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა პაციენტების პროაქტიულად მოძიება პროგრამაში.  ჩასართავად. მეორე საკითხი – მკურნალობდნენ თუ არა პაციენტები ვადაგასული წამლებით? არა, რადგან ამ პერიოდში ჩვენ უკვე გვქონდა „ჰარვონის“ ახალი პარტია, რომელიც იყო ვადიანი. მესამე არის ფინანსური ნაწილი. ყველა დამეთანხმება, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ძალიან ბრუტალურად ჟღერს და ისმის კითხვა, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო განფასება გაეკეთებინა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რამე ასეთ პორტალში 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა. თუ აუდიტის სამსახურის მიერ დათვლილ ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ უკვე 17 მილიარდის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მისი თქმით, საკითხის შემდეგი ნაწილი პარტნიორების რეაქციაა – იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ და რა რეაქცია ჰქონდათ.

„მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ, ჩვენ გვქონდა შეთავაზება. რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა წამლის ნაწილი, რადგან ვერ ხდებოდა ათვისება. თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს ექსკლუზივი, უფასო მედიკამენტი მთელს მსოფლიოში აქვს ექსკლუზიურად საქართველოს. რა რეაქცია მოყვა მათგან ამ ამბავს? ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, 2019 წლის აპრილში ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ყველა პარტნიორის ჩართულობით, საქართველომ როგორც ქვეყანამ, მიიღო ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

ვლადიმერ პუტინის დეპეშა ბარაკ ობამას

ვლადიმერ პუტინის დეპეშა ბარაკ ობამას

12 years ago
რა პოზიციაზე იმყოფება საქართველო მსოფლიოში განათლების კუთხით

რა პოზიციაზე იმყოფება საქართველო მსოფლიოში განათლების კუთხით

5 years ago

გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელი საქართველოში მოიწვია

10 years ago

“მოხდება ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, არსებული სამარშუტო ხაზების გადახედვა”

9 years ago

ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

11/19/2026

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის...

მეტის ნახვაDetails
„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

„ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

11/19/2026
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა – ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „საოცარი ოჯახი გაუბედურდა… ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას, მისი დაც ძალიან მძიმედ არის…“ – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა 11/19/2026
  • „ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები ავარიაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა 11/19/2026
  • თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს 11/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by