• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობაზე უარს არ იტყვის“ – კახა კახიშვილი

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

არჩევნებამდე  სულ  ცოტა,  ორი დღე დარჩა, რამდენად დაბალანსებურია საარჩვევნო გარემო, მოსალოდნელია თუ არა მეორე ტურის დანიშვნა და არის თუ არა მცოცავი ოკუპაცია წინასაარჩევნო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან  ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა  საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი  კახა კახიშვილი.

არის თუ არა წინასაარჩვნო გარემო დაბალანსებული და აქვთ თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად თანაბარი პირობები?

ეს არჩევნები რომ შევადაროთ ნებისმიერ იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარებულა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან, საარჩევნო გარემოდან გამომდინარე ყველაზე უკეთესია. მეორე საკითხია ის, რომ საარჩვნო კოდექსი, ჩემი აზრით, არის შესაცვლელი, იმიტომ რომ არ იძლევა საშუალებას იმისა, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს ქონდეს თანაბარი პირობები. ვინაიდან საარჩევნო კოდექსი მთლიანად პოლიტიზირებულია. გასული 9 წლის განმავლობაში საარჩევნო კოდექს საკუთარ თავზე ირგებდა ნაციონალური მოძრაობა და ნაცმოძრაობაზე მორგებული საარჩევნო კოდექსი დღეს არის ქართულ ოცნებაზე მორგებული. ამ კუთხით, ვფიქრობ, ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ თვითონ საარჩევნო კოდექსმა უზრუნველყოს თანაბარი პირობები, თუმცაღა ფაქტია, რომ სახელმწიფო ნაკლებად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში და მეტნაკლებად ცდილობს, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ იქნას გამოყენებული კონკრეტული კანდიდატის კამპანიაში. მიმაჩნია,რომ არსებული საარჩევნო კოდექსის პირობებში ძალიან თავისუფალი არჩევნები ტარდება.

 თქვენი აზრით მოსალოდნელია თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური?

არჩევნების მეორე ტური იქნება თუ არა ქვეყანაში ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ამომრჩეველი მიიღბს მონაწილეობას არჩევნებში, პროცენტების დაანგარიშება ხდება არა რეგისტრირებული ამომრჩევლებისგან, არამედ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობიდან, რეგისტრირებულია დაახლოებით 3 500 000 ამომრჩეველი, აქიდან რამდენი ამომრჩეველი მივა და დააფიქსირებს აზრს ამაზეა დამოკიდებული სუბიექტების პროცენტების დაანგარიშება, თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა მივა არჩევნებზე,  ნაკლები პროცენტები დაუფიქსირდება ყველა კანდიდატს თანაბრად და ამან მეორე ტურამდე შეიძლება მიგვიყვანოს, თუ მივა მხოლოდ ის ამომრჩეველი რომელიც კონკრეტული სუბიექტის აქტიური მხარდამჭერია, მაშინ შეასაძლებელია პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები.

როგორ აფასებთ გიორგი მარგველაშვილის უარს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე?

ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ იყო გათვლილი სვლა მარგველაშვილის მხრიდან, იმისკენ მიზანმიმართული, რომ საკუთარი ამომრჩეველის მობილიზაცია მოეხდინა საარჩევნო ყუთებთან, რადგან თვითონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, დააზიანა ოცნების საარჩევნო კამპანია, ამ განცხადების დასაბალანსებლად, ალბათ ჩათვალეს, რომ საჭირო იყო მსგავსი განცხადების გაკეთება, რათა მათი ამომრჩეველი მივიდეს არჩვნებზე. თუმცა მე არ მგონია არჩევნების მეორე ტურის ჩატარების  საჭიროების შემთხვევაში მარგველაშვილმა უარი განაცხადოს მასში მონაწილეობის მიღებაზე, ამას მე ვუყურებ, როგორც პოლიტიკური ტექნოლოგიების კუთხით გაკეთებულ სვლას.

 ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ქვეყანაზე?

პოლიტიკურ ფაქტორებზე ეს ფაქტი  აუცილებლად იმოქმედებს, რადგანაც მოგეხსენებათ კოალიციაში შემავალი პარტიები არ არიან გაერთიანებული იდეოლოგიის საფუძველზე, ისინი გაერთიანებული არიან ბიძინა ივანიშვილის გარშემო, რომელიც იყო ის ფიგურა კოალიციაში, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს. მოგეხსენებათ  კოალიციაში  იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამ აზრთა განხილვის დროს გადაწყვეტილებას იღებდა ივანიშვილი, შესაძლებელია გადაწყვეტილება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის არ იყო მისაღები მაგრამ რადგანაც ამ გადაწყვეტილებას იღებდა ივანიშვილი კოალიციაც ემორჩილებოდა.  ივანიშვილის წასვლის შემდეგ შესაძლებელია გადაწყვეტილების მიმღები პირის პრობლემა აღმოჩნდეს და ამან შეიძლება გარკვეულწილად პრობლემები შეუქმნას ქვეყანას.

თქვენი აზრით, არის თუ არა მცოცავი ოკუპაცია პროვოკაცია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების მხრიდან?

ვფიქრობ მცოცავი ოკუპაცია არის იმ პოლიტიკის შედეგი რასაც აწარმოებდა მიხეილ სააკაშვილი, მეორესმხრივ ხელისუფლება შეიცვალა, რიტორიკა  შეიცვალა მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთი ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, რაც თავისთავად საგანგაშოა. სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა სამინისთროს არ გააჩნია რუსეთთან ურთიერთობის გენერალური გეგმა, სადაც გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს როგორც კრიზისულ ისე ჩვეულებრივ მდგომარეობის დროს.

რას ურჩევდით ხელისუფლებას ამ კონკრეტულ სიტუაციაში? პრობლემის გადაჭრის რა გზები არსებობს?

საგარეო საქმეთა უწყებამ, სხვა უწყებებთან ერთად პრევენციულ ზომებს უნდა მიმართოს  საერთაშორისო დონეზე, რომ შეწყდეს ოკუპაცია, უნდა შემუშავდეს გენერალური კონცეფცია, სადაც აღწერილი იქნება თუ როგორ აპირებენ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას, ამ გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული ის რისკები, რომლებიც შესაძლებელია წარმოიქმნას მოლაპარაკებების დროს. დღეს, როგორც ვატყობ მიმდინარეობს უბრალოდ სპონტანური მოლაპარაკება და საჭიროა კონცეფციის შემუშავება ამ კუთხით.

საზოგადოების აზრი სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ორად იყოფა, როგორ ფიქრობთ უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე?

ისეთი ტიპის გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც მაქსიმალურად არ დააზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შესაბამისი ტიპის უწყებებმა. მე პირადად, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე სხვა პოზიციაზე ვარ თუმცა მიმაჩნია, რომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომელიც ხელს არ შეუშლის სახელმწიფოს განვითარებას. ძალიან ბევრი ფაქტორია რომელიც ჩვენ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის , რომ ერთ-ერთი მეჩირაღდნე არის  ის ადამიანი, რომელიც ბომბავდა საქართველოს, თუმცა ჩვენ არ ვიცით წამოვა კი რუსეთი ამ ოლიმპიადაზე რაიმე სახის დათმობაზე, გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამისმა უწყებებმა  კარგად უნდა გაანალიზონ ყველა ის ფაქტორი, რომელიც თან სდევს სოჭის ოლიმპიადას და შემდეგ უნდა აუხსნან საზოგადოებას, თუ რის საფუძველძე იქნა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება.

და ბოლოს არ შემიძლია არ გთხოვოთ შეფასება ბოლო კვირების განმავლობაში პრემიერის შეხვედრებზე, როგორც  ჟურნალისტებთან და ასევე ექსპერტებთან სდაც თავად იმყოფებოდით? როგორ აფასებთ ამ სახის შეხვედრებს და არის თუ კომუნიკაციის ეს ფორმა მისაღები და თუნდაც ნაყოფიერი?

ძალიან დადებითად ვაფასებ ამ ყოველივეს. ჩვენი წლების განმავლობაში ვიყავით შეჩვეული იმას, რომ პოლიტიკოსები ძირითადად დავარცხნილი ტონით ნიშნისმოგებით საუბრობდნენ და მრჩებოდა განცდა, რომ არ იყვნენ გულწრფელები. ეს ადამიანი არის გულწრფელი საკუთარ გამოსვლებში, შეიძლება ჩვენ არ ვართ მიჩვეული მსგავს შეხვედრებს, მაგრამ ივანიშვილი საუბრობს  იმას, რასაც ის ფიქრობს და აკეთებს. ამ ტიპის შეხვედრებში ცუდს ვერაფერს ვხედავ, იქ რომ ყოფილიყო ისეთი ფორმატი, რომ ის გედავებოდა და შენ საშუალება არ გქონდა, რომ გეპასუხა, მაშინ ბუნებრივია მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ, როცა თანაბარი პირობები იყო, და როგორც ეს ადამიანი აწყვეტინებდა სტუმრებს ისევე სტუმრები აწყვეტინებდნენ მას, და ბუნებრივია ამაში მე ცუდს ვერაფერვს ვხედავ. ეს იყო ჩვეულებრივი დიალოგი, აქედან გამომდინარე მე ამ შეხვედრაზე დისკომფორტი არ მიგვრძვნია. თუ ამ შეხვედრაზე  ვიღაცისთვის მიუღებელი იყო ივანიშვილის ტონი, ასევე შესაძლოა ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო ვიღაცის ტონი. ეს იყო შეხვედრა ყოველგვარი პროტოკოლური ფორმების დაცვის გარეშე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ისე ესაუბრა, როგორც ივანიშვილი საუბრობდა. მე ვფიქრობ, საინტერესო იყო ეს შეხვედრები. ნაყოფიერი იყო თუ არა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული გაითვალისწინებს თუ არა საზოგადოების შენიშვნებს პრემიერი, თუ გაითვალისწინებს ეს ნიშნავს იმას, რომ ეს შეხვედრები ნაყოფიერი იყო, ამ შეხვედრების დადებითად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ყველაფერი ის რასაც პრემიერი ფიქრობდა ითქვა პირდაპირ ეთერში.

25.10.13

ნინა პირტახია

Tags: „არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაშიგიორგი მარგველაშვილი მონაწილეობაზე უარს არ იტყვის“ - კახა კახიშვილი
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

9 years ago
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლის შემოწმებას იწყებს

8 years ago
პარლამენტმა ქართულ ბიზნესს მხოლოდ 12-წლიანი პერსპექტივა დაუტოვა – მიხეილ კორძახია

პარლამენტმა ქართულ ბიზნესს მხოლოდ 12-წლიანი პერსპექტივა დაუტოვა – მიხეილ კორძახია

9 years ago
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა

8 years ago

ახალი ამბები

,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე
ახალი ამბები

,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

07/23/2026

თბილისში, ღამით მომხდარი სროლის შედეგად, ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, სამი პირი კი დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სროლას...

მეტის ნახვაDetails
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

07/23/2026
როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

07/23/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე 07/23/2026
  • მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს 07/23/2026
  • ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს 07/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by