• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გახდება თუ არა ევროპაში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო?

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
გახდება თუ არა ევროპაში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო აცრის შესახებ დისკუსია ევროპულ ქვეყნებში განსხვავებულად მიმდინარეობს. Deutsche Welle-მ გაარკვია რას ფიქრობენ ამის შესახებ ევროკავშირში.

საფრანგეთი: მაკრონმა თანამოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა

12 ივლისს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის სატელევიზიო მიმართვაში, რომელმაც უფრო მეტი მაყურებლის ყურადღება მიიქცია, ვიდრე – ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალმა, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიას ახალი სტიმული მისცა. უპირველეს ყოვლისა, მის მიერ შემოთავაზებული ზომები გავლენას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე იქონიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სექტემბრისთვის საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლები არ აიცრებიან, ამით ისინი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აუცრელთათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა. აღნიშნულ ტელემიმართვაზე ფრანგების რეაქცია იმით გამოიხატა, რომ აცრაზე დარეგისტრირებულთა რიცხვი გაიზარდა. 


სავალდებულო აცრის მოთხოვნას საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსის მეტად გადამდები „დელტა შტამის“ გავრცელებით ხსნის. უფრო მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 39%-ი ჯერ კიდევ სრულად არ არის აცრილი. სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს საფრანგეთში კრიტიკა ჯერჯერობით არ მოჰყოლია და არც დისკუსიები გამართულა. პირიქით, მაკრონის გამოსვლისთანავე, აცრაზე საფრანგეთის თითქმის მილიონამდე მოქალაქე დარეგისტრირდა. შესაბამისი ვებგვერდის – Doctolib თანახმად, ასე ძირითადად 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მოიქცნენ.

გერმანია: ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო არ გახდება

სხვა ქვეყნებში სავალდებულო აცრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე გერმანიის ხელისუფლებამ ხაგზასმით განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა აბსოლუტურად საპირისპირო პოზიციაზეა და არ აპირებს თავისი მოქალაქეები მათი ნების საწინააღმდეგოდ აცრას. ამის შესახებ 14 ივლისს ანგელა მერკელმა, მისთვის უჩვეულოდ მკაცრი ფორმით განაცხადა. “ჩვენ არ ვაპირებთ საფრანგეთის მიერ შემოთავაზებული გზით სიარულს. უკვე განვაცხადეთ, რომ აცრა სავალდებულო არ გახდება”, – თქვა გერმანიის კანცლერმა. 


ნაკლებად სავარაუდოა, რომ მერკელის განცხადებამ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვიოს – ხელისუფლებას რომც სურდეს გერმანიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს, ეს საკმაოდ არარეალურია. მოქალაქეთა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება ქვეყნის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს. მაგალითად, საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლამდე ბავშვი წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყოს აცრილი. ამ ვაქცინის გაკეთება სავალდებულოა საჯარო და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, მათ შორის – აღმზრდელებისა და პედაგოგებისთვის. თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებს ასევე მოეთხოვებათ წითელას საწინააღმდეგოდ აცრა საერთო საცხოვრებელში ჩასახლებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

საბერძნეთი: ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ქვეყანაში პანდემიის კონტროლს საბერძნეთის მთავრობის მეთაური მკაცრი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების საშუალებით ცდილობს. ”ჩვენ არ ვაპირებთ კვლავ ჩავკეტოთ მთელი ქვეყანა, აცრისადმი ზოგიერთების დამოკიდებულების გამო“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა. უახლოეს მომავალში, ქვეყნის მცხოვრებლებს შეეძლებათ რესტორნებსა და კულტურული დაწესებულებების დახურულ სივრცეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ესტუმრონ, თუ ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილები იქნებიან. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლები ასევე სავალდებულო წესით უნდა აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება სამსახური დაკარგონ. 


ბერძნები ხელისუფლების ამ მოთხოვნებით განსაკუთრებულად არც შფოთავენ. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ უმრავლესობა აცრას ისედაც სავალდებულოდ თვლის. ამასთანავე, პანდემიასთან ბრძოლის შეზღუდვების მნიშვნელოვანი შემსუბუქების ფონზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები კლუბური და ღამის ცხოვრების განახლებას ასახელებენ. საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემის არასტაბილური მდგომარეობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ განგაში უკვე ატეხა.

ჩეხეთი: სავალდებულო აცრა მხოლოდ დროის საკითხია?

დღის მდგომარეობით, ჩეხეთის ყველა ბავშვი აცრილი უნდა იყოს ცხრა ინფექციური დაავადების მიმართ. მათ შორის არის – დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, B ჰეპატიტი, წითელა, წითურა და ყბაყურა. ამ აცრების გარეშე ბავშვს არცერთ ბაღი ან სკოლა არ მიიღებს. აუცრელი ბავშვების მშობლებს კი ფულადი ჯარიმები ეკისრებათ.  ამ საკითხზე ქვეყანაში საჯარო დებატები არ მიმდინარეობს. შესაძლოა, ეს ასევე განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული მიმართულებით ჩეხეთის მთავრობის მკაცრი პოლიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დააკმაყოფილა. სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ ჩეხეთის ჯანდაცვის პოლიტიკა “ყველა გაგებით” ბავშვების ინტერესების დაცვას ემსახურება.


ჩეხეთის ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაც სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამის ნაწილი გახდეს. რობერტ კოხის ინსტიტუტის თანახმად, ჩეხეთში სრულად აცრილთა რაოდენობა მხოლოდ 36%-ს შეადგენს. ეს, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია.

ShareTweet

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026

საინტერესო

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის კავკასიის ბუნების ფონდმა 662 500 ევროს მოცულობის გრანტი გამოყო

10 years ago
“თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა…“ – გია დუდაშვილის ფოტო შოვიდან

“თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა…“ – გია დუდაშვილის ფოტო შოვიდან

3 years ago
თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

დღეიდან ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა ისევ აიკრძალა

6 years ago

McKinsey – ის კვლევა – მსოფლიოში სამუშაო ადგილებში გენდერული თანასწორობისა და სექსუალური უმცირესობების დაცვის შესახებ

10 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by