• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ბებოსია” – სამი მეწარმე ქალის მიერ წამოწყებული საქმიანობა

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ბებოსია” – სამი მეწარმე ქალის მიერ წამოწყებული საქმიანობა
30
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბიზნესის, საყვარელი საქმიანობის წამოსაწყებად ადამიანებს აქვთ არაერთი მიზეზი, ასევე – მიზანი, რის გამოც ამ ნაბიჯს დგამენ. სხვადასხვა შემთხვევაში, განსხვავებულია ისტორია, რომელიც ამა თუ იმ წამოწყებას უდევს საფუძვლად. “ბებოსია” სამი მეწარმე ქალის მიერ დაარსებული ბიზნესია.

ნინო დოლიძემ, სოფიო გორგილაძემ და მირანდა გორგილაძემ მიიღეს გადაწყვეტილება, ჰქონოდათ საკუთარი წარმოება და ეკეთებინათ საქმე, რომელიც მათთვის საინტერესოა. “თბილისი თაიმსს” ნინო დოლიძე ესაუბრა.


ოფიციალურად, “ბებოსია” 2019 წელს დაარსდა. ამავე წელსვე დავიწყეთ საწარმოს მშენებლობა. უკვე მესამე წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზე ვოპერირებთ. ვართ აჭარაში, კონკრეტულად – ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სახალვაშოში.


რას აწარმოებთ?
საწარმო, ძირითადად, ემსახურება საკონსერვო ნაწარმს. ეს არის ტყემლის ნაირსახეობები, ტომატ-სოუსები, ნატურალური წვენები… ახლა ვიწყებთ მურაბებისა და ჯემების წარმოებას და გვაქვს აჯიკის ნაირსახეობა.


რით არის თქვენი პროდუქტი გამორჩეული?
ვფიქრობ, რომ გამოვირჩევით ჩვენი ნიშით, რაც ემსახურება განსაკუთრებულ, ბებოსეულ გემოებსა და რეცეპტებს, რაც აჭარელ ქალბატონებს ახასიათებთ. ეს არის ოჯახებში ნარჩევი რეცეპტურა. პირველი რეცეპტი წამოვიდა ოჯახიდან და ის იყო ბებიაჩემის. ყველა პროდუქტი სრულიად განსხვავებული გემოსია.


ბრენდირების შესახებ რას გვეტყვით – საიდან გაჩნდა იდეა?
ბრენდირებაც გვაქვს ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული. ბევრი ფიქრის შემდეგ, საბოლოოდ, შევჯერდით ბებოს კონტურულ სახეზე, რომელიც ასევე ბებიაჩემის გამოსახულებაა. გადავწყვიტეთ, ეტიკეტის ფონად შავი, სოლიდური ფერი შეგვერჩია, დღეს უკვე, სხვა ტყემლებისა და კონსერვების ბრენდებთან მიმართებით, როდესაც ჩვენი ნაწარმიც მათთან ერთად დევს, ადვილად გასარჩევია ორიგინალური, სოლიდური ვიზუალიდან გამომდინარე. ჩვენი ნაკრებები უკვე ისე გამოიყურება, რომ ადამიანები გვწერენ და გვირეკავან, რათა შეუკვეთონ, როგორც სასაჩუქრე ნაკრებები, რადგან ის არ გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ტყემალი. ეს ჩვენ ძალიან გვეამაყება.


საქართველოს სრულად მოიცავთ?
ჯერჯერობით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი საწარმო არ არის ძალიან დიდი, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მთელი საქართველოს ქსელური მარკეტები მოვიცვათ, თუმცა, სრულად გვაქვს ათვისებული აჭარა. ახლა უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ექსპორტზე გავალთ ისრაელში, თურქეთში, ბალტიისპირეთსა და აშშ-ში, რადგან წელს, თანადაფინანსებების ხარჯზე, წარმადობას ვზრდით. როგორც ახალგაზრდა ქალ მეწარმეებს, ძალიან გვიწყობენ ხელს, რომ განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი.


რა აქტივობებით ხართ დაკავებული?
ვმონაწილეობთ ძალიან ბევრ გამოფენაში, ვეცნობით ადამიანებს და ვართ ძალიან აქტიურები. ჩვენ ვართ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და “ბებოსია” არ არის ჩვენი ერთადერთი საქმიანობა. ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად იდეალური გუნდი შევიკრიბეთ.
ხაზი უნდა გავუსვა, რუსეთის ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, ჩვენი პროდუქტი გაყიდულიყო და შემოსავალიც კარგი გვქონოდა. თუმცა, იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით მის პოლიტიკას, ყოველგვარ კავშირზე უარი ვთქვით. “ბებოსიამ” გადაწყვიტა, რომ რუსეთის ბაზარზე თქვას უარი და სხვა ბაზრები ავითვისოთ, თუმცა – მცირე შემოსავლით, მაგრამ ვიქნებით ამაყები. ვფიქრობ, მოკლე დროში შევძელით, რომ ხალხმა შეგვიყვარა და ჩვენ შევქმენით მოთხოვნადი პროდუქცია.

Share12Tweet8

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by