• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაკვეთილები პანტა-პუნტით ცდება… სკოლაში შემცვლელი მასწავლებელი არ არის – ზურაბ ვახანია

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, განათლება და მეცნიერება, მთავარი მოვლენები
A A
გაკვეთილები პანტა-პუნტით ცდება… სკოლაში შემცვლელი მასწავლებელი არ არის – ზურაბ ვახანია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რამდენიმე დღის წინ ქართულ ინტერნეტ თუ ბეჭდურ სივრცეში “გრინ ბარეტის” ფსევდონიმით ცნობილი ჟურნალისტისა და პოეტის ფეისბუქ-პოსტი გავრცელდა, სადაც მასწავლებლების გაზრდილ ხელფასებზე და განათლების სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე იყო საუბარი. „თითისტოლა ბავშვები თუ პირველი კლასიდან უმაღლესის კარამდე აუცილებლად ყველა საგანში მაინც რეპეტიტორებთან უნდა ატარო, (თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი სკოლის მასწავლებელი, როგორც წესი, მეორე სკოლის მოსწავლეების რეპეტიტორია და – პირიქით) მაშ ეს რეპეტიტორი, იქ, სადაც მასწავლებლობისთვის იღებს ხელფასს, – რით არის დაკავებული, – იცით ვინმემ?!! ეს ამდენი საჯარო სკოლა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მანდატურ-მასწავლებლებით, რისთვისაა საჭირო ხოვერმეტყვით?!“ – ვკითხულობთ ფეისბუქ-პოსტში, რომელმაც ათი ათასამდე მოწონება და კომენტარი დააგროვა. სწორედ ამ კითხვებით TIA.GE -მ პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს და განათლების ესპერტს, ზურაბ ვახანიას მიმართა.

– ხელფასების მომატება მოსწავლეთა შედეგებზე, მით უმეტეს, გრძელვადიან პერსპექტივაში არ აისახება, თუმცა მასწავლებელთა ნაწილი არათუ ხელფასის მომატებას, სკოლაში ყოფნას არ იმსახურებს.

ჩვენ ისეთ მდგომარეობამდე მივედით, რომ საერთაშორისო ტესტირებებზე ჩვენს წინ არიან სახელმწიფოები, სადაც მასწავლებლის საშუალო ხელფასი ჩვენზე დაბალია. მასწავლებლის ხელფასის მომატება აუცილებელია, მაგრამ ეს სხვანაირად უნდა მოხდეს და პირველ რიგში, დამრიგებელს უნდა შეეხოს. დამრიგებელს ნამდვილად მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ ამ საქმეს არამასწავლებებლებმაც მოკიდონ  ხელი და  ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდეს.

– მასწავლებელი დამრიგებლები საქმეს თავს ვერ ართმევენ?

– მასწავლებელს იმხელა დატვირთვა აქვს, რომ თავისი სადამრიგებლო კლასისთვის არ სცალია. ნუ იქნება მასწავლებელი, გამოჩნდება ხალხი, რომელსაც სასწავლო საათები არ ექნება. თუმცა, იმის მიხედვით, ვის რა სპეციალობა აქვს, შეიძლება შემცვლელ მასწავლებლებად იმუშაონ.

–  სკოლას შემცვლელი მასწავლებლები არ ჰყავს?

– დღევანდელი გრიპების პერიოდში, საკმარისია მასწავლებელი ავად გახდეს  ან შვილი ავად გაუხდეს, რომ გაკვეთილი ცდება – შემცვლელი მასწავლებელი არ არის. პანდემიის მერე ისედაც საშინელი ჩამორჩენაა და გაძლიერებული სწავლების ნაცვლად,  გაკვეთილები პანტა-პუნტით ცდება. ასე რომ, შემცვლელი მასწავლებლის პრობლემა ბევრ სკოლაშია. მასწავლებელს რომ კვირაში 25  საათი აქვს, ის კოლეგას როგორ შეცვლის? ამისთვის სად სცალია? კიდევ სხვა პრობლემაა, რომ  ზოგ საგანში ვაკანსიები არის და მასწავლებლები არა. ამ დროს რა კვალიფიკაციაზე შეიძლება ვისაუბროთ? კვალიფიციური მასწავებლის სიმცირეა მათემატიკაში, ფიზიკაში, სპორტში და კიდევ ბევრ საგანში.

– თუ მასწავლებელთა რაოდენობა ახლაც არ გვყოფნის, კლასების შემცირების შეთხვევაში ხომ გაცილებით მეტი მასწავლებელი დაგვჭირდება?

– ერთი ღონისძიება არაფრის  მომცემია როდესაც ასეთ ღრმა უფსკრულში ვართ. ამ დროს კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო. მასწავლებელს სკოლაში ყოფნა უნდა სიამოვნებდეს, რომ ახალგაზრდები მივიზიდოთ, ამიტომ როცა საუბარია ხელფასის მატებაზე, მნიშვნელოვანია, ეს მატება შრომის პირობების გაუმჯობესებაზე აისახოს. დღეს ძალიან ძნელია სკოლაში მუშაობა. ხშირად მასწავლებელი საკლასო ოთახში დატანჯული და გაღიზიანებული შედის.

გაგრძელება 

ShareTweet

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

საინტერესო

ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ უფალი რაღაც განსაცდელისთვის მამზადებდა – გიორგი გილიგაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს 

ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ უფალი რაღაც განსაცდელისთვის მამზადებდა – გიორგი გილიგაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს 

4 years ago
ბარაკ ობამა: „უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე “უპირველესი პასუხისმგებლობა” უკრაინის მთავრობას ეკისრება“

ბარაკ ობამა: „უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე “უპირველესი პასუხისმგებლობა” უკრაინის მთავრობას ეკისრება“

13 years ago
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი Meta-ს შეუერთდა 

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი Meta-ს შეუერთდა 

5 years ago
საქართველოსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინიტროებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინიტროებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

12 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by