• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნოვრუზი – გაზაფხულისა და ახალი წლის დღესასწაული

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ნოვრუზი – გაზაფხულისა და ახალი წლის დღესასწაული
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსს“ სურს მკითხველის ყურადღება იმ წეს-ჩვეულებებზე მიაპყროს, რაც მიუხედავად განსხვავებული აღმსარებლობისა თუ ეთნიკური წარმოშობისა, საერთო აქვთ ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენთან, მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს.

ბაშვობაში მახსოვს ჭიაკოკონობას ვმართავდით. ის დღე დიდი მოუთმენლობით იწყებოდა. როცა მოსაღამოვდებოდა, ყველა ოჯახი თავისი ეზოს წინ კოცონს დაანთებდა და უბნის ბავშვები სიხარულით ვახტებოდით ხან საკუთარ, ხან მეზობლის კოცონს. მერე თავქვე დავეშვებოდით და გაკვირვებულები ვაშტერდებოდით, მოედანზე დანთებულ უფრო დიდ ცეცხლზე მოხტუნავე გამურულ ადამიანებს. ზოგჯერ რომელიმე მინავლებულ კოცონში ნახევრადშემწვარ კარტოფილებსაც გამოვჩხრეკდით. თუმცა ასეთი ტრადიცია, როგორც წარმართული კულტურის გადმონაშთი, მალევე შეწყდა ან უბრალოდ გავიზარდეთ.

ირანში და ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში ეს პრაქტიკა ნოვრუზის დღესასწაულს უკავშირდება. ცეცხლზე გადახტომით, ადამიანები სიმბოლურად საკუთარ ცოდვებსა და უიღბლობას წვავენ და ახალი წარმატებული წლის მოლოდინში არიან. ნოვრუზისთვის სპეციალური სამზადისი იმართება: ასუფთავებენ სახლებს, ამაზდებენ სპეციალურ კერძებს, სუფთად იმოსებიან, გადიან საფლავებზე, თან გააქვთ ხალვა, ფლავი და სხვა საჭმელები, გასცემენ მოწყალებას, მხიარულობენ და სხვადასხვა ღონისძიებებსაც მართავენ.

სიტყვა ნოვრუზი სპარსული ენიდან მომდინარეობს, “ნოვ”- ახალს, ხოლო “რუზ” დღეს ნიშნავს. აღინიშნება 21 მარტს. ზეიმი რამდენიმე დღე გრძელდება. 21 მარტი დღე-ღამის გათანასწორების, დათბობის, ამწვანებისა და გაზაფხულის დადგომის დღედ მიიჩნევენ. ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

თუმცა ნოვრუზი ბევრ მუსლიმურ ქეყანაშია გარცელებული, ის მაინც ნაკლებად უკავშირდება ისლამს. მიუხედავად ამისა, დღესასწაული მაინც არ ჩაივლის ხოლმე ლოცვების გარეშე. მამაკაცები ყურანიდან სურა “ფათიჰას” კითხულობენ, რომელიც პირველივე თავია და ღმერთის განდიდებითა და მისი მადლიერებით იწყება.

ნოვრუზის სუფრაზე ხშირად მოკრავთ თვალს სპეციალურად დათესილ ჯეჯილს, როგორც ქრისტიანებს სააღდგომოდ სჩვევიათ ხოლმე, ასევე სხვადასხვაფრად ღებავენ კვერცხებს და ტკბილეულთან ერთად სუფრაზე აწყობენ. ნოვრუზის დღესასწაული იუნესკოს არამატერიალური ძეგლების სიაშია შეტანილი. ნოვრუზ ბაირამს საქართველოში დღემდე აღნიშნავენ მუსლიმები. აღსანიშნავია, რომ ეს ტრადიცია „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები:

„ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა

არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;

ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,

დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,

მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.“

მარიამ ქალებაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები სრულდება

ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები სრულდება

12 years ago
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება შეაფასა

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება შეაფასა

12 years ago
საქართველოს კანადის სავაჭრო მისია ესტუმრა

საქართველოს კანადის სავაჭრო მისია ესტუმრა

11 years ago

პაატა ზაქარეიშვილი: ჩემთვის მისაღებია, რომ სოფელ მოხეში, სადავო შენობაში ბიბლიოთეკა განთავსდეს”

12 years ago

ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ხატიაშვილი ამავე სოფლის მკვიდრია. ადგილობრივების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026
  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by