• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბავშვების მასობრივი მკვლელობის დაგეგმვა, მანიაკური მკვლელობების კულტი – ვინ არის 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელიც არაერთ მასობრივ ძალადობაში ფიგურირებს – მას 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება

1 year ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ბავშვების მასობრივი მკვლელობის დაგეგმვა, მანიაკური მკვლელობების კულტი – ვინ არის 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელიც არაერთ მასობრივ ძალადობაში ფიგურირებს – მას 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელსაც მიმდევრები “მეთაურ ყასაბს“ უწოდებენ, უკვე შეერთებული შტატების ციხეშია. ის, FBI-ს აგენტების მონაწილეობით, გასულ წელს მოლდოვაში დააკავეს და რამდენიმე დღის წინ მისი ექსტრადაცია ამერიკაში განხორციელდა. გამოძიების ფედერალური ბიურო მას ბავშვების მასობრივი მკვლელობის მომზადებას ედავება.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილმა თანამოაზრეებს მასობრივი მკვლელობის სახელმძღვანელო გაუზიარა და მომწამლავი ნივთიერების შექმნის ინსტრუქციაც მიაწოდა. გეგმის მიხედვით, სანტა-კლაუსის ფორმაში შენიღბულ პირს ბრუკლინში, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეული უნდა დაერიგებინა. დანაშაულის პოტენციური შემსრულებელი სინამდვილეში FBI-ს ჩანერგილი აგენტი აღმოჩნდა. სქემის გაშიფვრის შემდეგ მიხეილ ჩხიკვიშვილი კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს და ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებს გადასცეს.

ის რაც თავად ვერ მოასწრო, სისრულეში მისმა მიმდევრებმა მოიყვანეს. ტენესის შტატში, ანტიოქიის სკოლაში 17 წლის სოლომონ ანდერსონმა ცეცხლი იმ დროს გახსნა, როცა მოსწავლეები კაფეტერიაში იმყოფებოდნენ. შედეგად მოკლა 16 წლის გოგონა, ერთი თანატოლი კი მძიმედ დაჭრა.

ტენესის სკოლაში მსროლელმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიებამ აღმოაჩინა აუდიო შეტყობინება, რომელიც სოლომონ ანდერსონმა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაწერა. ჩანაწერში ამბობს, რომ “მეთაური ყასაბის“, ანუ მიხეილ ჩხიკვიშვილის შთაგონებით მოქმედებდა. მის ლეპტოპში ასევე იპოვეს 288-გვერდიანი დღიური, სადაც სოლომონ ანდერსონი მასობრივ მკვლელობებზე, მათ შორის მშობლების დახოცვაზე საუბრობს.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საბრალდებო დასკვნით, ცნობილი ხდება, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილია პასუხისმგებელი 2024 წლის აგვისტოში, თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში მომხდარ თავდასხმაზეც. ქალაქის მთავარი მეჩეთის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა 5 ადამიანი მძიმედ დაჭრა, პროცესს კი სოციალურ ქსელში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით გადასცემდა. დანაშაულის დროს ის ნაცისტური სიმბოლოებით გაფორმებული სამოსით გადაადგილდებოდა და თავდასხმამდე ასევე გამოაქვეყნა მანიფესტი სახელწოდებით “სიძულვილის სახელმძღვანელო“, რომლის ავტორიც მიხეილ ჩხიკვიშვილია.

“კურიერი P.S.” თბილისში, მიხეილ ჩხიკვიშვილის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ აქ ყოფნის პერიოდში ახალგაზრდა კაცისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. ვცადეთ ჩხიკვიშვილის ოჯახთან გასაუბრებაც, თუმცა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულის მამამ კამერის წინ საუბარი არ ისურვა.

“ემ-ემ-ქიუ” – ანუ ე.წ. მანიაკური მკვლელობების კულტი – ასე ჰქვია 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილის ნეონაცისტურ ორგანიზაციას, რომელმაც ონლაინ სივრცეში ასობით ადამიანი გააერთიანა. ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობებით, ჩხიკვიშვილის დაჯგუფებას ასევე კავშირი აქვს “764-ის” სახელით მოქმედ ძალადობრივ ქსელთან, რომელიც მიმდევრებს პოპულარულ სათამაშო პლატფორმებზე იკრებს.

ე.წ მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერს, მიხეილ ჩხიკვიშვილს შეერთებული შტატების მართლმსაჯულება ოთხი ბრალდებით გაასამართლებს. მას 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ShareTweet

ახალი ამბები

ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ახალი ამბები

ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

11/19/2026
ნანგრევებიდან ქალის და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს
ახალი ამბები

ნანგრევებიდან ქალის და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს

11/19/2026
მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026
“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ახალი ამბები

“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026
დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე
ახალი ამბები

დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე

11/19/2026
,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ახალი ამბები

,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026

საინტერესო

200-ლარიანი დახმარება ბავშვებს

200-ლარიანი დახმარება ბავშვებს

5 years ago
მიხეილ გიორგაძე საქართველოს რეგიონების რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდება

მიხეილ გიორგაძე საქართველოს რეგიონების რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდება

12 years ago
მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს ჩატარდება, ხოლო გამოცები 17 ივნისიდან დაიწყება

მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს ჩატარდება, ხოლო გამოცები 17 ივნისიდან დაიწყება

11 years ago
„რამდენიმე დღეში პარტიის მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“  დატოვებს“ – ნიკა მელია

„რამდენიმე დღეში პარტიის მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს“ – ნიკა მელია

10 years ago

ახალი ამბები

ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ახალი ამბები

ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

11/19/2026

ფონიჭალაში, სადაც,  აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. ახლა მაშველები დანარჩენ 3 პირს ეძებენ. მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა...

მეტის ნახვაDetails
ნანგრევებიდან ქალის და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს

ნანგრევებიდან ქალის და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს

11/19/2026
მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026
“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს 11/19/2026
  • ნანგრევებიდან ქალის და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს 11/19/2026
  • მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს 11/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by