• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველო – „მანდარინის რესპუბლიკა“ ანუ გადამყიდველთა ტყვეობაში

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
საქართველო – „მანდარინის რესპუბლიკა“ ანუ  გადამყიდველთა ტყვეობაში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

misha-22013 წელი იყო საინტერესო წელი საქართველოს ეკონიმიკისათვის. გასულ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ნოემბრის დასაწყისში ვარაუდობდნენ, ნაცვალად პესიმისტური 2-2,5 %-ის, ზრდამ წინასწარი მონაცემებით 3,1%-ი შეადგინა. სავარაუდოდ გაზაფხულზე, როცა სოფლის მეურნეობის მოცულობის შესახებ მონაცემები დაზუსტდება, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3,5%-3,6% მდე გაიზრდება.  მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ის წარსულია, რომლის შესახებაც მომავალში გავიგებთ. რეალურად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმის გარკვევაა, რა დასკვნებს გამოვიტანთ გასული წლის ეკონომიკის ანალიზიდან, რა გველის  2014 წელს და რას აპირებს ხელისუფლება ეკონომიკის ასამუშავებლად.

 მცირემიწიანები, ელექტრო ცელები და შემცირებული დაფინანსების სარგებელი

ერთ -ერთი, რაც ყველაზე საინტერესოა, არის ის, თუ რას გეგმავს წელს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიმართულებით, რომელიც გასულ წელს პრიორიტეტული იყო და ეკონომიკის ზრდაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამ მხრივ ყველაზე დასამახსოვრებელი გახდა მცირემიწიან გლეხთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც წელსაც გაგრძელდება, მაგრამ აშკარად შემცირებული მოცულობით. “ 600 ლარი ყველა მცირემიწიან გლეხს და ფერმერს 5 ჰექტრამდე მიწის მოვლისათვის!“ – გასული წლის შესანიშნავი ლოზუნგია, მაგრამ მხოლოდ მაშინ , როცა მისი მარგი ქმედების მაჩვენებელი 70%-ს მაინც გადააბიჯებს. რეალურად კი რა მოხდა?!  მოხდა ის, რომ გამოყოფილი 195 მილიონიდან (ლარი)  გლეხებმა 190 მილიონი აითვისეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არაპროდუქტიულად გაიხარჯა.

გავაანალიზოთ ფაქტები… როგორც წლის ბოლოს გაირკვა, დახმარება მიღებულ  ბენეფიციარების 93%-ს ფლობელობაში 5 ჰექტრის ნაცვლად მხოლოდ 0,25-1,25 ჰექტარი მიწის ფართობი ჰქონდა. შესაბამისად  მიწის დამუშავებისათვის დახარჯულმა თანხამ 24 მილიონ ლარი შეადგინა, რაც მხარდაჭერის  პროგრამის მთლიანი თანხის  (195 მლნ ლარი) მხოლოდ 12%-ს შეადგენს. შედარებისათვის, გლეხებმა პროგრამის ფარგლებში 2-ჯერ მეტი, ანუ 53 მლნ გახარჯეს სასოფლო სამეურნეო, უფრო სწორედ, საკარმიდამო ინვენტარის შესაძენად.  ძირითადად იყიდეს გაზონის საკრეჭი ელექტრო ცელები და სხვა მსგავსი არაპროდუქტიული ინვენტარი. ზოგმა შეიძლება, იკითხოს – რით არის ცუდი, თუ გლეხი ეზოს კომფორტულად მოუვლის?- ცუდი არ არის! მაგრამ ამისთვის  მრავლათეულმილიონიანი სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა, (იმ ფონზე როცა აგრარულ სექტორში უამრავი რეალური პრობლემაა დაგროვილი), რბილად რომ ვთქვათ, არამიზანშეწონილია.

2014 წელს ვითარება რადიკალურად იცვლება. მცირემიწიანთა მხადაჭერისათვის 190 მილიონის ნაცვლად 90 მილონამდე დაიხარჯება. გლეხს მიწის მოხვნისათვის ერთ ჰექტარზე  140 ლარი მიეცემა ეგრეთწოდებულ ხვნის ბარათით, ხოლო სასუქისათვის, სათესლე მასალისათვის, შხამქიკატებისათვის 50 ლარი მიეცემა ე.წ. აგრობრათის მეშვეობით.

ის ფაქტი, რომ  საკარმიდამო ინვენტარის შეძენა გლეხს არ დაუფინანსდება დადებითია და ხარჯების რაციონალიზაციის ფარგლებში ჯდება. მაგრამ 600 ლარიდან დახმარების 190-200 ლარამდე შემცირება მეტისმეტად მკვეთრია და მას თანათანობითი კლების ელფერი არ აქვს.

ახლა სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა გახდეს დააფინანსოს მიზნობრივი მიმართულებები და დახარჯოს დაზოგილი თანხა ეფექტიანად. პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს სოფლის მეურნეობის ის მთავარი პრობლემა, რომელიც მას  განვითარების  გზას  უკეტავს.

პრობლემის ილუსტრირებისათვის, გავიხსენოთ შემთხვევა, რომელიც დეკემბერში დაფიქსირდა…

 გადამყიდველთა ტყვეობაში

აჭარაში ცისტრუსის დიდი მოსავალი მოვიდა. წვრილმა ფერმერებმა  მოსავლის ჩაბარება რის ვაივაგლახით შეძლეს. მანდარინის ფასი 10-15 -20 თეთრის ფარგლებში მერყეობდა და მის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო სუბსიდია შეადგენდა. პარალელურად თბილისში მანდარინის ფასი სამომხმარებლო ბაზარზე 2 ლარს აღწევდა…

გამოდის, რომ გადამყიდველებმა მინიმუმ 10 -ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე პროდუქტის უშუალო მწარმოებლებმა. ეს ტენდენცია თითქმის ყველა აგრარულ პროდუქტს ეხება. გლეხი ჩალის ფასად ყიდის გადამყიდველები ზემოგებებს იღებენ. უკმაყოფილოა გლეხი, უკმაყოფილოა მომხმარებელი. აი, აქ მახსენდება ერთი ცნობილი გამონათქვამი  – „ბანანის რესპუბლიკა“. ამ ტერმინით მოიხსენებენ იმ აზია-აფრიკულ ქვეყნებს სადაც ბანანს ჩალის ფასად ყიდულობენ და ევროპასა და სხვა ქვეყნებში ძვირად ყიდიან. ღარიბი აფრიკა ღარიბი რჩება, თუმცა ბანანის ექსპორტი განუხრელად იზდება. იგივე სურათია საქართველოში. ჩვენ 2013 წელს, ხატოვნად რომ ვთქვათ „მანდარინის რესპუბლიკა“ ვიყავით. ქვეყანაში მოშლილია კონკურენტუნარიანი და კონკურენციული შიდა ლოგისტიკა, დისტრიბუცია, სასაქონლო მარაგების მართვა, სასაწყობო მეურნეობა. გლეხი პროდუქტს სასაცილოდ იაფ ფასად ყიდის,- მომხმარებელი მას კიდევ უფრო სასაცილოდ ძვირად ყიდულობს. მოგებაშია შუალედური რგოლი.

აუცილებელია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს აგრარული პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის, ლოგისტიკური ცენტრების და კავშირების გამართვის პროცესს. ადგილობრივი მუნიციპალტეტების, სოფლის მურნეობის სამინისტროს, საქართველოს მხვილი ქალაქების განსაკუთრებით დედაქალაქის მჭიდრო თანმშრომლობის საფუძველზე შესაძლებლია ისეთი საკომუნიკაციო პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომელიც გლეხს საშუალებას მიცემს პროდუქტი მომხმარებლამდე თავისუფლად მიიტანოს და სადისტრიბუცო მომსახურებისათვის პროდუქციის ღირებულების 10-15%-ზე მეტი არ დაეხარჯოს. ის დაზოგილი 100 მილიონი ლარი, რომელიც მცირე მიწიანი ბენეფიციარების მხარდაჭერის პროგრამას წელს მოაკლდა სასვებით საკმარისი იქნება ზემოთაღნიშნული საკითხის გადასაჭრელად. თანაც ისე, რომ  დახარჯული თანხის უკან ამოღება შესაძლებელი გახდება და სახელმწიფოც არ დაზარალდება.

დღეს, სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კონტექსტში სახელმწიფოს მთავარი გამოწვევაა ფერმერის შრომა გახადოს დაფასებული და სოფლად ცხოვრება გახდეს არა არსებობის და გადარჩენისათვის ბრძოლის ასპარეზი, არამედ საშულო ფენის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობა.

26.02.14

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ოპერაცია დააფინანსა

9 years ago

ადიგენიში რამდენიმე პირი დააკავეს

13 years ago
დონალდ ტუსკი – რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები, დისპროპორციულია, უსამართლოა და არაფრით არ არის გამართლებული

დონალდ ტუსკი: მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის უფლება რომ დაგყონ

7 years ago
დავით ზალკანიანი: “ქართული მხარე, აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო, კოორდინირებულ საქმიანობას”

დავით ზალკანიანი: “ქართული მხარე, აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო, კოორდინირებულ საქმიანობას”

12 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by