• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა

12 years ago
in სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

7359prokuratura(6)საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები  ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა. ასევე, გამოტანილია დადგენილება  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ.

საქმე ეხება  2006 წლის 12 იანვარს, „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული სამი ახალგაზრდა, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე.

ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2013 წლის ოქტომბრიდან, აქტიურად განახლდა საგამოძიებო მოქმედებები,რომელთა შედეგად დადგინდა, რომ 2006 წლის იანვრის დასაწყისში, იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახლადდანიშნულმა ბაჩანა ახალაიამ და მისმა ძმამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, პატიმართა შორის და საზოგადოებაში შიშისა და ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის” სინდრომის დანერგვისათვის, გადაწყვიტეს საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ განსაკუთრებული სისასტიკე. აღნიშნულის მისაღწევად დავით ახალაიამ, თითქოსდა პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით  სისხლიანი სპეცოპერაცია დაგეგმა.

2006 წლის 12 იანვარს, დავით ახალაია თავის თანამშრომლებთან ლევან ქარდავასთან, გიორგი მაზმიშვილთან, სპეცდანიშნულების რაზმის უფროსთან შალვა თათუხაშვილთან და ასევე ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა თანამშრომლებთან ერთად  ავტოსადგურ „ნავთლუღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც მათი ინფორმაციით, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ერთ-ერთი პატიმრის გია გორგაძის ძმა, წინასწარ შერჩეული და მოსაკლავად განწირული –  17 წლის მურად გორგაძე და მისი მეგობრები – 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე უნდა მისულიყვნენ.   ხსენებულ ტერიტორიაზე უიარაღო მ. გორგაძის და მისი მეგობრების მისვლისთანავე, მათკენ გაემართნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და კუდ-ის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც დავით ახალაიას ორგანიზებით უდანაშაულო ახალგაზრდები ალყაში მოაქციეს და მათი გადარჩენის რაიმე თეორიული შესაძლებლობა თავიდანვე მოსპეს.  შეიარაღებული პირების დანახვისთანავე შეშინებულმა გორგაძემ და მისმა მეგობრებმა კუდ-ის თანამშრომლებს  ხვეწნა დაუწყეს არ ესროლათ მათთვის, შეეცადნენ გაქცევას და საშველად უხმობდნენ  გარშემომყოფთ, თუმცა საპასუხოდ ახალაიამ თანამზრახველებთან ერთად ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეყოვნების გარეშე დაიწყო მათ მოსაკლავად მიზანმიმართული სროლა. სროლების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო, სამივე მათგანი  მიწაზე დაეცა. ჩაცხრილულ ახალგაზრდებს  დავით ახალაია მიუახლოვდა. ძირს დაცემულ შოთა გორგაძეს ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და   საკონტროლო გასროლა მოახდინა.  ახალაიას მიბაძეს გიორგი მაზმიშვილმა და მათთან ერთად მყოფმა თანამშრომლებმა, რომლებმაც თავის არეში საკონტროლო გასროლები განახორციელეს ართმელაძისა და სურმანიძის მიმართულებით. სროლის შედეგად მ.გორგაძე მიღებული 12 ცეცხლნასროლი, ართმელაძე 5 და სურმანიძე 6 ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალნენ.

მათვე გორგაძის, სურმანიძის და ართმელაძის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირების მიზნით, მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და გვამებთან დაალაგეს წინასწარ მომზადებული, სპორტული ხელჩანთით შემთხვევის ადგილზე მიტანილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. ამის შემდეგ საზოგადოებისთვის საჩვენებლად შსს-ს მაშინდელმა პრესსამსახურმა გურგენ (გურამ) დონაძის ხელმძღვანელობით ვიდეოფირზე გადაიღო სპეცოპერაციის მიმდინარეობის დადგმული  სცენა, რასაც თან ახლდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჰაერში სროლა და შემთხვევის ადგილის გადაღება.

მალევე, ბაჩანა ახალაიასთვის  ცნობილი გახდა თავისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად, უმალვე მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სასტიკად აწამა ახლადგარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები.

მოგვიანებით, ზემოთ მითითებული სპეცოპერაციის ჩატარების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა, თითქოსდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში მყოფი გია გორგაძის ძმა – მურად გორგაძე, მეგობრებთან მარად ართმელაძესთან და რომან სურმანიძესთან ერთად, პატიმართა მასიური გაქცევის ორგანიზების მიზნით, გეგმავდნენ N1 დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას, თუმცა აღნიშნული საკითხი, არც სპეცოპერაციის დაწყებამდე და არც მისი ჩატარების შემდგომ, არცერთ სამართალდამცავ ორგანოში არ გამოძიებულა, მაშინ როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას 3 უდანაშაულო ახალგაზრდა ემსხვერპლა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღვკეთას.

13.03.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026
18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

02/06/2026

საინტერესო

“ჩემი სახე ცარიელი ტილოა, რომელზეც შემიძლია, შევქმნა ის, რაც მინდა“ – მარიშა ქავთარაძე 

“ჩემი სახე ცარიელი ტილოა, რომელზეც შემიძლია, შევქმნა ის, რაც მინდა“ – მარიშა ქავთარაძე 

3 years ago

იუსტიციის მინისტრის მოვალეობას მომდევნო ორი თვის განმავლობაში ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს

9 years ago

შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

11 years ago

დიმიტრი მედვედევმა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში წყალდიდობისას დაზარალებულ მოსახლეობას საჩუქრად საკუთარი ხელფასი გადასცა

13 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by