• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ალბათ ჯობდა ირაკლი ღარიბაშვილს ცოტა სხვანაირად ეთქვა და უბრალოდ არ დათანხმებოდა ბარაკ ობამას“ – თორნიკე შარაშენიძე

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„ალბათ ჯობდა ირაკლი  ღარიბაშვილს ცოტა სხვანაირად ეთქვა და უბრალოდ არ დათანხმებოდა ბარაკ ობამას“ –  თორნიკე შარაშენიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed-15-300x234ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე,  საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე  როგორი უნდა იყოს ქვეყნი პოლიტიკა, ამ და სხვა საკითხებზე ,,თბილისი თაიმსი“ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელში განაცხადა – “ნატო-ს დაუყოვნებლივ გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას. არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად ნატო-ში გაწევრიანების გზაზე არ დგანან.” ამ განცხადებებს თბილისში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებას? ეს უფრო ტაქტიკური მოსაზრებებია, თუ ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონმა პუტინის განცხადება, რუსეთი მის ღობესთან ნატო-ს მიახლოებას არ დაუშვებსო, სრულად გაიზიარა?

ობამამ ეს რუსეთთან კონტექსტში ახსენა და ალბათ ნაკლებად იფიქრა იმაზე, რომ         კონტექსტიდან ამოღების შემთხვევაში ეს ფრაზა ჩვენთვის საკმაოდ საზიანო იქნებოდა. მართალია, ისედაც ცხადია რომ ჩვენ წელს ნატოში ვერ შევალთ და ალბათ მაპსაც ვერ მივიღებთ და ამ მხრივ ობამა სიმართლეს ამბობს, მაგრამ მაინც ჯობდა ეს ფრაზა არ ეთქვა, რადგან ეს სულ მცირე საქართველოში გაჩენილ მე-5 კოლონას წააქეზებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ნატო ამ ეტაპზე არ აპირებს გაფართოებას ეს არის რეალობა და ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში“, თქვენი აზრით როდის იქნება რეალური პერიოდი და დრო, როდესაც საქართველო ნატოში გაწევრიანდება?

ისევ და ისევ, შესაძლოა რეალობა ისაა რომ ჯერჯერობით ჩვენ ნატოში ვერ შევალთ, მაგრამ  ალბათ ჯობდა ღარიბაშვილს ცოტა სხვანაირად ეთქვა და უბრალოდ არ დათანხმებოდა ობამას. როდის მოვა ჩვენი გაწევრიანების პერიოდი, ეს იმაზეა დამოკიდებული რა მოხდება რუსეთში, შეიცვლება თუ არა გერმანიის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და ასევე, იმაზეც რა პოლიტიკას აირჩევს ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი.

უკრაინაში განვითარებული პროცესებისა და იმის ფონზე, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვს, საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი სადღეისო ამოცანები მოკლევადიან პერსპექტივაში?

 ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და დემოკრატიული განვითარება. ეკონიმიკურად ძლიერ ქვეყანას რუსეთი სავაჭრო სანქციებით ვერ მოერევა, დემოკრატიულ ქვეყანაზე კი იგი გავლენას ვერ გაავრცელებს, რადგან ეს უბრალოდ არ გამოუვა. მას მხოლოდ განუვითარებელ ქვეყნებზე აქვს ბერკეტი. უკრაინას ასე იოლად იმიტომაც წაართვეს ტერიტორია, რომ იანუკივიჩის ხელში ეს ქვეყანა ყველა კომპონენტში უკან წავიდა.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში აშკარად გააქტიურდნენ პრორუსული ორიენტაციის ორგანზიაციები, ანტიამერიკული და ანტინატოური ძალები. პარალელურად დასტურდება ინფორმაცია, რომ ჯავახეთში სომეხი ეროვნების მოქალაქეებს რუსული პასპორტები ურიგდებათ. თქვენი აზრით, ასეთ ვითარებაში როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ერთი მხრივ ქვეყნის შიგნით, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე?

ჩვენს ეთნიკურად სომეხ თანამოქალაქეებზე რუსული პასპორტების გაცემა თუ დადასტურა, ეს სერიოზული პრობლემაა და ამაზე პასუხი უნდა გაეცეს პირველ რიგში რუსული ინტერესების სექციას თბილისში. ამის გამო, ანტისომხური ისტერია არავითარ შემთხევაში არ უნდა გავაჩაღოთ, ეს ყველაზე საშიში იქნება. რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, მრჩება შთაბეჭდილება რომ ამერიკასთან არც ისე კარგად ვმუშაობთ. გერმანიასთან ადრეც გვქონდა ჩავარდნები და ამ მხრივ ალბათ არაფერი გამოსწორებულა, ინგლისში კი ელჩიც არ გვყავს.

უკრაინა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, თითქოს ინფორმაციის ნაკლებობა არ არის, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ბევრი რამ მაინც გაუგებარი რჩება. თქვენ როგორ დაახასიათებდით ყოველივე იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება? და კიდევ, 25 მაისისათვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის დასახელებულ კანდიდატთაგან გამარჯვების ვის რა შანსები აქვს?

ვერ გეტყვით ვინ გაიმარჯვებს. საერთოდ უკრინაში რაც მოხდა, ამაზე ალბათ მომავალში კიდევ დიდხანს იმსჯელებენ და გააანალიზებენ. ყველაფერი იმდენად მოულოდნელად განვითარდა – ჯერ მაიდანი, შემდეგ რუსეთის შეჭრა და ტერიტორიის ანექსია, რომელმაც ყველა გააოგნა. ეს იმდენად წარმოუდგენელი რამ იყო, რომ მსოფლიო დღემდე ვერ მოსულა გონს.

 05.04.14

ლანა წურწუმია

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In