• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ერეოდა მედიის საქმიანობაში და იმაში, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეკრანზე და ვინ-არა“ – ეკა ბერიძე

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10169157_607507409326600_297493809_nმედია დიდ როლს ასრულებს საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრებაში, ის გავლენას ახდენს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგზე, წვლილი შეაქვს პლურალისტური საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. მედიის ანუ მეოთხე ხელისუფლების დამოუკიდებლობა პოლიტიკური ინსტიტუტებისაგან აუცილებელია იმისათვის, რომ მედიამ მაყურებელს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. რამდენად დამოუკიდებელია საქართველოში მასმედია, აქვს თუ არა ქართულ მედიას პლურალიზმის პრობლემები, რამდენად ხარისხიანია სატელევიზიო გადაცემები და გვყავს თუ არა პროფესიონალი ჟურნალისტები საქართველოში ამ საკითხებზე ,,თბილისი თაიმსს“ ჟურნალისტი ეკა ბერიძე ესაუბრა.

არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში მედია მეტისმეტად არის დამოკიდებული პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, რომლებიც აქტიურად ერევიან მის საქმიანობაში, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და საერთოდ, ასეთი აზრის არსებობა, განაპირობებს თუ არა მედიის, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დამოუკიდებელი ფაქტორის ფუნქციების დაკნინებას?

 საქართველოში მედია ბევრად ნაკლებადაა დამოკიდებული პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, ვიდრე სხვა, განვითარების ჩვენს ეტაპზე მყოფ ქვეყნებში. ამას არაერთი კვლევა აჩვენებს. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ იყო წინა ხელისუფლების მმართველობის წლებში, რადგან ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ერეოდა მედიის საქმიანობაში და იმაში, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეკრანზე და ვინ-არა. ეკრანზე რჩებოდნენ ისინი, ვინც ემორჩილებოდა ზემოდან დადგენილ თამაშის წესებს. მთავარი პრობლემა კი საქართველოში ის არის, რომ მედია ფინანსურადაა დამოკიდებული პოლიტიკაზე და პოლიტიკურ ფულზე. მედიასაშუალებები დღემდე ვერ იქცა ბიზნესად და ესეც წინა ხელისუფლების პოლიტკური კურსის ბრალია, რადგან მათ თავიდანვე პოლიტიკურ იარაღად აქციეს მედია და მოკლეს მათი ბიზნეს ერთეულებად განვითარების პერსპექტივა. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც რუსთავი 2, ოდესღაც დამოუკიდებელი ტელევიზია, გამოაცხადეს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად და როდესაც მას პატრონი შეუცვალეს. დღეს ისევ გაჩნდა იმის თეორიული შესაძლებლობა, რომ მედია იქცეს ბიზნესად. ვნახოთ, იქნება თუ არა ამისი პოლიტიკური ნება და იქცევა თუ არა ეს პერსპექტივა რეალობად.

 საქართველოს სატელევიზიო მედიას  აქვს თუ არა პრობლემები პლურალიზმის თვალსაზრისით და თუ არსებობს რაში გამოიხატება ეს?

 არა, ამ პრობლემას ვერ ვხედავ. დღეს განსხვავებით სულ ახლო წარსულისგან, მედია არ არის ერთპარტიული და არის პლურარისტული, თუმცა ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ეს პირობა საკმარისია იმის სათქმელად რომ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ქართულ მედიაში ხდება.

რამდენად პროფესიონალები არიან ქართველი ჟურნალისტები და რამდენად იცავენ ისინი ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს?

უხერხული იქნება ჩემგან ამ კუთხით და საერთოდაც კოლეგების შეფასება. მაყურებელი თავად ძალიან კარგად ხვდება სად არის პროფესიონალიზმისა და ეთიკის დეფიციტი.

რას გვეტყვით საქართველოში არსებულ სატელევიზიო გადაცემებზე, პროგრამებზე? რამდენად ხარისხიანია და რამდენად ერგება ის მოსახლეობის ინტერესებს?

გადაცემების ხარისხი და მრავალფეროვნება დღეს შესაფერისია იმ ფინანსური რესურსის, რაც ასაზრდოვებს მედია ბაზარს. სამწუხაროდ, ეს რესურსი არასაკმარისია და შესაბამისია გადაცემების, ანუ სატელევიზიო პროდუქტის ხარისხიც.

 რას გვეტყვით პოლიტიკურ ტოქ-შოუებზე, ძირითადადრას ემსახურება ასეთი ტიპის გადაცემები? რითი განსხვავდება უცხოური ტელევიზიების მსგავსი გადაცემებისგან?

პოლიტიკური ტოქ-შოუ ქართულ ტელებაზარზე უკვე ტრადიციული და საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია, თუმცა განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ამ პროდუქტის დეფიციტი იყო, ვიტყოდი რომ ახლა პროფიციტია,  მსგავსი ფორმატებით და ერთნაირი სახეებით. ამას ქვეყნის სპეციფიკაც განაპირობებს, რადგან თუ მაგალითად ბიბისის ჰარდთოქი არის საერთაშორისო გადაცემა და ამიტომ იქ სტუმრების დიდი მრავალფეროვნებაა, საქართველო მაინც ჩაკეტილია საკუთარ საზღვრებში. განსხვავებით ბრიტანული ან ამერიკული თოქშოუს წამყვანისგან, ქართველი ჟურნალისტი ხშირად ვერ ჩართავს და მითუმეტეს ვერ მოიწვევს სტუდიაში უცხოელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაზე სასაუბროდ. ამიტომ ფორმატები მალე ბეზრდება მაყურებელს. წამყვანებისთვის კი ძალიან რთულია ასეთ პატარა ბაზარზე კონკურენცია.

თქვენი შეფასება როგორია პრესაზე და საინფორმაციო სააგენტოებზე? რა პლიუსი და მინუსი შეგიძლიათ გამოყოთ?

პრესა საქართველოში ძალიან სუსტია და ეს ტელევიზიების ბრალია, რადგან რეკლამა ტელეარხებზე იმდენად იაფია, რომ პრესისთვის სარეკლამო თანხები აღარ რჩება. ეს განაპირობებს ბეჭდური მედიის ძალიან დაბალ დონეს. რაც შეეხება სააგენტოებს, აქ ვითარება ოდნავ უკეთესია. მათი ნაწილი მუშაობს ოპერატიულად და იქცა ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც მეგობრობს ინტერნეტთან, თუმცა აქ კითხვის ნიშნის ქვეშაა სანდოობის საკითხი, რადგან არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ან, მაგალითად სათაური და ინფორმაციის შინაარსი შეუსაბამოა ერთმანეთთან.

თქვენ როგორც, პროფესიონალი ჟურნალისტი, რას ურჩევდით ტელევიზიებს იმისათვის, რომ უფრო რეიტინგულები იყვნენ?

ტელევიზია საქართველოში ისედაც ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო საშუალებაა. იმისთვის, რომ იყო უფრო რეიტინგული, ისევე როგორც ყველა ბიზნესი, უნდა გრძნობდე ბაზრის მოთხოვნას და შესთავაზო მოსახლეობას სწორედ ის პროდუქტი, რომელსაც სიამოვნებით «შეიძენენ» შენგან.

 14.04.14

ლანა წურწუმია

 

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება

11 years ago

გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესს ახალი ინიციატივები გააცნო

11 years ago
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 192  სტუდენტი დააფინანსა

განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ პროგრამას იწყებს

11 years ago
ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა

2 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by