• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეს დღეები სამუდამოდ დარჩება თურქეთის ქართველთა მეხსიერებაში – როზეტა გუჯეჯიანი

12 years ago
in საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

   მიმდინარე წლის 26 აპრილს, თურქეთში, ბურსის რეგიონის  ქალაქ ინეგოლში ჩატარდა ქართული ენის ანუ „დედაენისადმი“ მიძღვნილი სამეცნიერო-პოპულარული კონფერენცია. აღნიშნული თემის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ეთნოლოგი, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი ესაუბრა.

ქალბატონო როზეტა გვიამბეთ ინეგოლის შესახებ, საიდან გაჩნდა ამ ტერიტორიაზე ქართული დასახლებები?

rozeინეგოლის რაიონის 20-მდე სოფელი ქართველებით არის დასახლებული,  ქალაქ ინეგოლის დაახლოებით 40 პროცენტსაც ქართველები შეადგენენ. რთული ისტორია უძღოდა წინ მარმარილოს რეგიონების ტერიტორიაზე ქართველთა დასახლებების გაჩენას. რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ, რუსეთის იმპერიის სასტიკი მეთოდებით დაშინებული აჭარის, ნიგალის ხეობის, მაჭახლის, შავშეთ-იმერხევის მოსახლეობის ერთი ნაწილი ტოვებს სამშობლოს და სახლდება თურქეთის შავიზღვისპირეთსა თუ მარმარილოს ზღვის მხარეებში. 1881 წლიდან სახლდებიან ქართველები ინეგოლის სოფლებში. დღეს იქ „მუჰაჯირთა“  მეოთხე-მეხუთე თაობის ქართველები ცხოვრობენ და ჩვენდა გასახარად, ინარჩუნებენ ეროვნულ იდენტობას და კულტურას. ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შემოვიარე მათი დასახლებები და ყველგან მაოცებდა მოხუცი და საშუალო თაობის თავანკარა ქართული, ტრადიციული ქართული ხევისპირული განსახლებები, ტრადიციული ქართული საოჯახო ყოფა, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ქართული კულტურულ-სამეურნეო ტიპი.

10314687_887263407957229_7013465967688992625_nინეგოლი დიდი ქართული ტრადიციების მხარეა. ინეგოლს დაუკავშირა თავისი ცხოვრება თურქეთელ ქართველთ ილია ჭავჭავაძედ წოდებულმა დიდმა ახმედ მელაშვილმა.  ინეგოლის რაიონის ერთ-ერთი ქართული სოფელია ჰაირიე (ქართულად, ხეირიე), საიდანაც გახლდათ ახმედის მეუღლე, ქალბატონი იუქსელი. ახმედმა, სხვა უდიდესი ეროვნული მნიშვნელობის საქმეებთან ერთად, დიდი ამაგი დასდო ინეგოლს: ჰაირიეში ააგო ქართული კულტურის სახლი, უდიდესი წვლილი შეიტანა ინეგოლელ ქართვლთა და სხვა კავკასიური წარმოშობის მოსახლეობის ეთნიკური კულტურების განვითარების საქმეში: შექმნა ფოლკლორული ანსამბლი, დავიწყებას გადაარჩინა უმდიდრესი ეთნომუსიკალური ნიმუშები, შემოგვინახა უმშვენიერესი მაჭახლური ფოლკლორი. დღეს ამ საქმეს მისი ვაჟი, იბერია აგრძელებს.  სამუდამო განსასვენებელიც სოფელ ჰაირიეში ჰპოვა ახმედ მელაშვილმა. ამავე სოფლიდან გახლდათ ბატონი ვახტანგ მალაყმაძე (ჰაირი ჰაირიოღლუ), მეცნიერი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, პოეტი. ახმედის უახლოესი და უერთგულესი თანამებრძოლი. სწორედ ბატონი ვახტანგის ვაჟიშვილი ვაჟა მალაყმაძე (გურჯან ჰაირიოღლუ), იყო  დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის იდეის ავტორი.

ვისი ორგანიზებით განხორციელდა ღონისძიება და ვინ იყვნენ მონაწილენი?

1969406_887261724624064_9128788871589509921_nღონისძიებას მასპინძლობდა დიდი ტრადიციების მქონე „ინეგოლის კავკასიური ფოლკორისა და კულტურის საზოგადოება“, რომელიც 1977 წლიდან მოქმედებს, მისი თავმჯდომარე, ბატონი ომერ ფარუკ დემირთაში და მთელი ინეგოლის მოსახლეობა.

ამ დღისათვის ინეგოლში საგანგებოდ ჩავიდა საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ბატონი ირაკლი კოპლატაძე, მეუღლესთან, ქალბატონ ირინე გივიაშვილთან ერთად. მათ პატივი მიაგეს ორი დიდი ქართველი მოღვაწის – ბატონი ახმედ მელაშვილი-ოზკანისა და ბატონი ვახტანგ მალაყმაძის (ჰაირი ჰაირიოღლუს) ხსოვნას, გვირგვინებით შეამკეს საფლავები.  შემდეგ კი დაესწრნენ კონფერენციას.

10177939_887263281290575_8542847249057895173_nღონისძიებას შეუერთდნენ  საქარიელი, ბურსელი, სტამბოლელი („ქართული ხელოვნების სახლი“, „ქართული კულტურის ცენტრი“, „სტამბოლის საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია“ და სხვ.), დუზჯელი ქართველები. დუზჯეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით, კონფერენციას დაესწრნენ უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ქალბატონი მაკა სალია და სტუდენტები.

10314726_887262994623937_1301175979827788387_nკონფერენციის მონაწილეებს მიესალმა „ინეგოლის კავკასიური ფოლკორისა და კულტურის საზოგადოების“ თავმჯდომარე, ბატონი ომერ ფარუკ დემირთაში, რომელიც, მუდამ მხარში უდგას ყოველ კულტურულ ინიციატივას და ჩვენი შარშანდელი სამეცნიერო ექსპედიციის ერთ-ერთი მასპინძელიც იყო. სიტყვით გამოვიდნენ ამავე საზოგადოების წარმომადგენლები: ბატონი ადნან ტაშდემირი, აჰმეთ შენი, დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენის პედაგოგი, ქალბატონი მაკა სალია, ხელოვნების მაგისტრი, ისტორიკოსი ფევზი ჩელები, რომელიც არაერთი სამეცნიერო შრომის ავტორია, იკვლევს თურქეთის ქართულ არქიტექტურულ ძეგლებს, ისტორიკოსი მურათ კასაბი, ოსმალური არქივების სპეციალისტი, ბატონი ორჰან ბერიძე. ბატონი ორჰანი ქართული ენის კურსებს უძღვება სტამბოლში და დიდ როლს ასრულებს ადგილობრივ ქართველთა შორის დედაენის ცოდნის გავრცელების საქმეში.

10276981_887265431290360_8795767631779878181_nმონაწილეებს სიტყვით მიმართა ჩვენმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, ბატონმა ირაკლი კოპლატაძემ. სასიხარულოა, რომ მის მხარდაჭერას მუდამ გრძნობენ თურქეთის  ქართველები. მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის (საჯარო ბიბლიოთეკა) მიერ გაგზავნილი „დედაენები“ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გაგზავნილი წიგნები, ბარათები, პლაკატები. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ თურქეთის ქართველთა დედაენით მომარაგების საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას. თურქეთში უკვე რამდენიმე ცენტრი მოგვეპოვენა, სადაც ქართველები დედაენას სწავლობენ. ეს ცენტრები მდებარეობს სტამბოლში, საქარიას რეგიონში, ქოჯაელის რეგიონში. მალე მათ რიცხვს შეემატება ინეგოლის რაიონიც.

10003496_617283245028048_4171463603390700460_nინეგოლში უკვე 1978 წლიდან მოქმედებს ქართული ცეკვების ანსამბლი. აქ ზაფხულობით ტარდება „ჩვენებურების“ ფესტივალი და მასში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორული კოლექტივებიც.

 26-27 აპრილს  სტამბოლს, ბურსას, ადაფაზარს და ინეგოლს ეწვია ჩვენი ცნობილი ხელოვანი, ბატონი ფრიდონ სულაბერიძე, „რუსთავის“ მოცეკვავესთან, ბატონ შოთა კობერიძესთან ერთად.  ბატონი ფრიდონი თურქეთში მიიწვია „სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლმა“ (დამფუძნებელი – გიორგი ირემაძე, ხელმძღვანელი – იბერია მელაშვილი). ბატონმა ფრიდონმა  ჯერ სტამბოლში, შემდგომ ადაფაზარში, ბურსაში და ბოლოს ინეგოლში ჩაატარა სემინარები ქართული ავთენტური ეთნომუსიკალური კულტურის შესახებ.   ფრიდონ სულაბერიძის ვიზიტის შემდეგ, ორიოდე დღეში, „სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლში“ უკვე არსებულ სიმღერის ანსამბლს დაემატა „ცეკვის ანსამბლიც“.

ეს დღეები სამუდამოდ დარჩება  თურქეთის ქართველთა მეხსიერებაში.

ხშირად მოხდება ხოლმე თუ არა მსგავსი ღონისძიებების ჩატარება?

10155060_887261941290709_8704861465784550414_nდიახ, ვფიქრობ, კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და ადგილობრივთა სურვილით მსგავსი კონფერენციები და სემინარები გაისადაც გაიმართება.

ამჟამად თურქეთის ქართველები ემზადებიან 26 მაისისათვის. შარშან მათ პირველად ჩაატარეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი და გადაწყვიტეს, რომ ზეიმი ტრადიციად აქციონ და ყოველწლურად აღნიშნონ. წლევანდელი „26 მაისის ზეიმი“ იგეგმება საქარიას მხარეში, საფანჯის რაიონში. ორგანიზებას სწევს „მარმარილოს რეგიონების ქართველთა ჯგუფი“: ერეკლე დავითაძე (ერდოგან შენოლი), გიორგი ირემაძე, უღურ (იმერ) ზუბოღლუ, ფევზი ჩელები (ჩელებაძე), მედიჰა ილდიზი, იბერია მელაშვილი-ოზკანი, მუსტაფა კოლატი, ტეზჯან ბასილაძე, ნური ილიდრიმი (გიორგი ქამადაძე), ოსმან შეიჰოღლუ, გალიფ აიდინი (ქარცივაძე). „26 მაისის ზეიმს“ შეუერთდებიან ქართველები  თურქეთის სხვადასხვა მხარეებიდან.

გიორგი ჩუბინიძე 01.05.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“გოგონები “გონკაობდნენ”, როცა ერთმა ქვეითები ვერ დაინახა და დაეჯახა…” – ქუთაისში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

“გოგონები “გონკაობდნენ”, როცა ერთმა ქვეითები ვერ დაინახა და დაეჯახა…” – ქუთაისში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

2 years ago
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ევროპელმა ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ევროპელმა ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს

8 years ago

პრემიერმა უნგრეთის საგარეო მინისტრთან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელა

9 years ago
ფაილების გაზიარების რელიგია – შვედეთში CTRL+C და CTRL+V სიწმინდეებია

ფაილების გაზიარების რელიგია – შვედეთში CTRL+C და CTRL+V სიწმინდეებია

10 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by