• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შვილებო, ახლა თქვენ იცითო….

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
შვილებო, ახლა თქვენ იცითო….
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 P.S.

 ჯერ კიდევ წინა დარტყმისაგან გაბრუებულს და დარეტიანებულს ახალი, კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მომაყენეს, თანაც წელს ქვემოთ წესების დაცვის გარეშე და სამწუხაროდ, კვლავ ნოკდაუნში აღმოვჩნდი.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ ორი თვეც არ იყო გასული, რომ სრულიად მოულოდნელად საყოველთაო გარყვნილებისა და ორგიების უბადლო მენეჯერ–მომწყობ ორგანიზატორად და მამად აღიარებული ნიკიტა მარშუნოკის მეთაურობით უზნეო ჰეტეროსექსუალთა ფრთა გაააქტიურეს.

sos

ამჯერად აღვირახსნილთა სულ სხვა ყაიდის მუმლი შემომესია, მაგრამ ისინიც ჩემს გაქრობას ლამობენ. მესმის როგორ ხარხარებს სასურველი შედეგის მოლოდინით აღტკინებული უზნეობა, ხელებს იფშვნეტს სიამოვნებისაგან, გონებაში კი მისთვის სასურველ,  მზაკვრულ გეგმებს აწყობს. მისი ფიქრებია: –რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიყვანოთ ანაკლიაში, შემოვიტყუოთ ჩემს სიამეთა სამფლობელოში, სიძვისა და ბახუსის მარწუხებში მოვამწყვდიოთ, თრობის მორევში ღრმად, ძალიან ღრმად უნდა ჩავითრიოთ, ისე, რომ იქ დაიდონ  ბინა სამუდამოდ. განსაკუთრებით ეს  მერყევ, მოორჭოფე ახალგაზრდებს ეხება, მათ – ვისაც ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ საით? აქეთ  – ჩემსკენ, უზნეობისაკენ, თუ იქით – ზნეობისაკენ. ადამიანების მოსაზიდად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. უზადოდ უნდა გაპიარდეს ,,კაზანტიპის” ანუ ჩემი ფესტივალის ყველა ღონისძიება. და რაც მთავარია, ძალზე მნიშვნელოვანია სპეციალური პიარ–აქციების ჩატარება თინეიჯერებისათვის, რადგანაც ეს ის ნედლი მასალაა, რომლისგანაც ნებისმიერი ტიპის ადამიანის გამოძერწვა შეიძლება. სწორედ ამიტომ მათი რაოდენობა არ უნდა შეიზღუდოს. პირიქით, შევთავაზოთ სიამენი ამა ქვეყნისანი უხვად, დიდი დოზებით, რათა უზნეობაზე დამოკიდებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. დღეს

აქ – ლოკალურად, ხვალ იქ, ზეგ კიდევ უფრო შორს და უფრო მეტი, და მოედებიან უკვე მოდებულნი  ჩვენს პლანეტას უთვალავებად. მაგრამ მიზნების მისაღწევად, სამომავლოდ ფართომასშტაბიანი პროექტების ხორცშესასხმელად ჩვენ გვჭირდება ფინანსები, ზღვა, ოკეანე ფინანსებისა, რათა კაზანტიპური ფესტივალების ქსელმა გადაფაროს მსოფლიო რუკის თითქმის მთელი ტერიტორია. რაც შეეხება ე.წ. ზნეობრივებს, მინდა მათ გასაგებად ვთქვა, რომ რომანტიკული საუკუნეები ისტორიას ჩაბარდა, წარსულშივე ჩარჩა ბევრი არაფრისმთქმელი ტრადიცია და წეს-ჩვეულება. ვფიქრობ, რაც გადარჩა ისინიც უნდა დავიწყებას მიეცეს და განადგურდეს, რადგანაც ახალ  XXI – გლობალიზეციისა და ინტეგრაციის საუკუნეში, საყოველთაო დემოკრატიზაციის, კომპიუტერიზაციისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, მათი დრო და ადგილი აღარ დარჩება. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნებისა და ერების შერევა-ათქვეფის პროცესში ზნეობასა და უზნეობას შორის არსებული საზღვრები დაიკარგება, გაქრება და შეერევიან რა ერთმანეთს, მათი გარჩევა შეუძლებელი გახდება. შვებით ამოვისუნთქავ, რადგანაც ზნეობა-ღირსების ზეწოლისაგან საბოლოოდ განვთავისუფლდები და ვეღარავინ წამომაძახებს, რომ კოლექტიურმა ორგიებმა შეიძლება დაავადებათა აფეთქებები და ეპიდემიები გამოიწვიოს. მაგრამ თუ თავზეხელაღებულები მაინც გაბედავენ კაზანტიპის ჩატარების საწინააღმდეგო აქციების მოწყობას, პრობლემები არ შეგვექმნება, რადგანაც ანტიდისკრიმინაციული კანონი (L.G.B.T.) უმცირესობის მსგავსად, უზნეო ჰეტეროსექსუალთა უფლებებსაც დაიცავს. უზნეობა და მისი ლაშქარი უკან არ დაიხევს, ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ, ძირს დავცეთ და უკვე ნოკაუტში ჩავაგდოთ  ზნეობა ღირსებასთან ერთად.

აი, როგორი აზრები იხარშება უზნეობის უზნეო გონებაში. მას მსოფლიოზე გაბატონება განუზრახავს და ადამ და ევადან მოყოლებულ ბრძოლას – უზნეობასა და ზნეობას შორის – მისთვის სასურველი დასასრულით –  Happy  End-ით უნდა დაუსვას წერტილი. ადრე იგი შენიღბულად მოქმედებდა, დღეს კი ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად დაიწყო ბრძოლა. სხვადასხვა უზნეო ხერხების, ორგანიზაციების, ე.წ.  ფესტივალ-რესპუბლიკების გამოყენებით, მან თითქმის ყველგან გაიდგა ფესვი. მაგრამ ამჯერად ღონემიხდილი, გზაჯვარედინზე მდგარი, ღვთისმშობლის წილხვედრი პატარა ქვეყანა – საქართველო ამოიღო მიზანში.

და დაიწყო უზნეობამ მოქმედება. თავდაპირველად კაზანტიპის ფესტივალის ანაკლიაში ჩატარების იდეა უზნეობის სამყაროს რომელიღაცა ბოროტი ,,გენიოსის” თავში დაიბადა, შემდეგ ეს გენიალური აზრი საქართველოში ,,შემოაგდეს” და აიტაცეს თუ აატაცებინეს, და ერთ მშვენიერ დღეს ხალხს გამოუცხადეს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მაინცდამაინც ღვთისმშობლის მარხვაში გაურკვეველი სახის, თუმცა მინიშნებით, – კოლექტიური უზნეობის ფესტივალი ჩატარდებოდა. ახალი ამბავი, საღად მოაზროვნე საზოგადოებისათვის, თავზარდამცემი აღმოჩნდა, რადგანაც ღვთისმშობლის მიმართ ამგვარი უპატივცემულობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ქართველთა უმრავლესობას ღირსება შეულახეს, დაამცირეს. ეროვნული გენოფონდი კი საფრთხეშია, რადგანაც ახალგაზრდებს შორსწაუსვლელად, სამშობლოშივე სთავაზობენ გარყვნილების კურსების ჩატარებას. შესაძლოა, ფესტივალის ორგანიზატორები  მათ მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს ვერც კი აცნობიერებენ, თუმცაღა უფრო სარწმუნოა მოსაზრება, რომ ისინი შეგნებულად აყენებენ შეურაცხყოფას ყველა ქართველისათვის წმიდათაწმიდას. მართლაც რომ – წარმოუდგენელი მკრეხელობაა. ასაე თუ ისე, ორივე შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ძალადობის კლასიკურ ნიმუშთან, ოღონდაც შებრუნებით – როდესაც უმცირესობა ძალადობას უმრავლესობაზე ახორციელებს.  სულმოკლე უმცირესობის გარდა საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა უმრავლესობა ზნეობას უჭერს მხარს და მათთვის კაზანტიპის ფესტივალის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება – დაფუძნება -დაკანონება სრულიად  მიუღებელია. იგივე მოსაზრებას იზიარებს საპატრიარქოც:,,… მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც. ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამის შესახებ გააფრთხილოს საქართველოს მოსახლეობა”.

მაგრამ კაზანტიპის ფესტივალის მესვეურნი არაფრად აგდებენ ერისა და ბერის გულისთქმას,  ისინი ურცხვად აგრძელებენ ფესტივალისათვის მზადებას.

ამიტომაც მათ მიმართ მიჩნდება კითხვები, უამრავი რატომ?

  1. რატომ აირჩიეს მაინცდამაინც საქართველო ფესტივალის ჩასატარებლად?
  2. რატომ ტარდება მაინცდამაინც ღვთისმშობლის მიძინების მარხვის უმძიმეს დღეებში?
  3. რატომ ასე ხანგრძლივი დროით – 10 დღის განმავლობაში?
  4. რატომ ჩქმალავთ, არ იძლევით სრულ ინფორმაციას კაზანტიპის ფესტივალის ჭეშმარიტი  არსისა და მიზნების შესახებ?
  5. რატომ ატარებთ ფესტივალს ხალხის აზრის გათვალისწინების გარეშე?
  6. რატომ არ ითვალისწინებთ საპატრიარქოს რჩევებს?
  7. რატომ არ ხმოვანდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაზანტიპის ფესტივალების შემდეგ უკრაინაში საგრძნობლად გაიზარდა შიდს-ით დაავადებულთა რაოდენობა?
  8. რატომ აქვთ პრივილეგიები ქალებს?
  9. რატომ ვერ აფიქსირებს ხელისუფლება ნათლად საკუთარ დამოკიდებულებას კაზანტიპის ფესტივალის მიმართ?
  10.  28 აგვისტოს მთელი ქრისტიანული სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ლოგიკურად იბადება კითხვა: – სად უნდა იყვნენ ამ დღეს კაზანტიპის რესპუბლიკის მოქალაქეები -კაზანტიპის პლიაჟებზე განცხრომა- სიამოვნების მისაღებად თუ ეკლესიაში, თუ აქაც და იქაც. როგორ უნდა შევიდნენ სიამოვნებისაგან გაბრუებულნი ტაძარში, როგორ უნდა ემთხვიონ ღვთისმშობლის ხატს,  შესთხოვონ  პატიება?
  11. რატომ და როგორ არ აწუხებთ სინდისი ფესტივალის ორგანიზატორებს იმის გამო, რომ მათი სამშობლო ომის მდგომარეობაშია, რომ მათ უკრაინაში სისხლი იღვრება, ისინი კი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უზნეობის აღლუმებს ატარებენ?
  12. რატომ არ შეიძლება, რომ უკრაინელი ლამაზმანები ნაცვლად მრუშობისა, საქართველოში მოსალოცად ჩამოვიდნენ. მოილოცონ ტაძრები და ეკლესიები, რადგანაც ომიანობის ჟამს სამშობლოსათვის გაათმაგებული ლოცვაა საჭირო. ლოცვით ხომ საკუთარ თავსაც შეეწევიან და დედა უკრაინასაც.

 ახლა კი, უმორჩილესად გთხოვთ,  რამდენიმე რჩევა მიიღოთ ზნეობისაგან.

განსხვავებით უზნეობისგან, მე ადამიანის დაღუპვა როდი მინდა. პირიქით, ჩემი დიდი სურვილია, რომ ყველა – უცოდველიც და ცოდვილიც გადარჩეს.

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მე მათიც მესმის, ვისაც კაზანტიპის ფესტივალზე სურს მოხვედრა.  ისინი ახალგაზრდები არიან, მათ ძარღვებში სისხლი საოცარი სისწრაფით ჩქეფს, გრძნობები სწორ გადაწყვეტილებებს უსწრებს, სიამოვნების მიღება და გართობა სურთ, მაგრამ სამწუხაროდ კოლექტიურ გართობა-სიამოვნებაში ხშირად საწამლავი, შხამია გარეული. განუკურნებელი დაავადებები – შიდსი, C ჰეპატიტი, სხვადასხვა ვენერიული დაავადება, ბოლოჟამს გამძვინვარებული ებოლა ვერაგულად ჩასაფრებულან კოლექტიური გარყვნილების კუთხე-კუნჭულებში და თავიანთ მსხვერპლს მოთმინებით ელიან.  საყოველთაო განცხრომა-გართობის სიღრმეში ნაღმია დაფლული, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აფეთქდება და კოლექტიური ცოდვების გამო ერი ინდივიდუალური და კოლექტიური სასჯელებით დაისჯება. სოდომის და გომორის ბიბლიური ისტორიით თავს აღარ შეგაწყენ, ჩემო მკითხველო. რომაელები, რომლებიც ყოველწლიურად აწყობდნენ ვულკანალიის და სატურნალიის თამაშებს, რომელთაც იმგვარივე ფუნქცია გააჩნდათ, როგორიც თანამედროვეობაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალებმა იტვირთეს, ისევე დაისაჯნენ საკუთარი ცოდვებისთვის გამძვინვარებული ვეზუვის ამოფრქვევით, როგორც ზემოხსენებული სოდომ-გომორი. იმისათვის, რომ სახელმწიფომ ერთ მუჭად შეკრას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა, მტკიცე ხელთან და მათრახთან ერთად, მიზერული ძღვენიც არის საჭირო. მხოლოდ ორი სიტყვა – ,,პური და სანახაობა,” აი რას გვთავაზობს დღეს უზნეობა. ისტორია საკუთარ თავს ხშირად იმეორებს, სასიკვდილო ჭიდილში მყოფი ორი გლადიატორი ახლა სხვადასხვა ეროვნების დიჯეიმ ჩაანაცვლა, რომლებიც ფსიქოტროპული ზემოქმედების ხარჯზე მასების აყოლიებას ცდილობენ, ბრბოს მეტი არც უნდა, მთავარია გამოჩნდეს ჰამელინელი მესტვირე, რომელიც საკრავზე დაუკრავს, და ვირთხებიც მას გაჰყვებიან.  ბევრი ფიქრობს, რომ ყირიმის დაკარგვა კაზანტიპურმა გარყვნილებამ გამოიწვია. აღვირახსნილთა ცოდვების გამო უკრაინა დაისაჯა.

ძვირფასო ქართველებო, დღეს თქვენი ქვეყანა გზის გასაყარზე დგას. ვინ იცის, მერამდენედ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება თეთრსა და შავს შორის. ნუ გადაიქცევით ბრბოდ, ნუ გაიყიდებით, ნუ გაცვლით თქვენს სამშობლოს და მომავალს ბინძურ, უზნეობით მოპოვებულ ფულზე, დარჩით ერად, აირჩიეთ ნათელი და კვლავინდებურად წინ გაგიძღვებათ მწყემსი კეთილი. ის შეგიფარებთ თავის ფარაში და შეგეწევათ დედა ღვთისმშობელთან ერთად. ,,მე ვარ მწყემსი, კეთილი, მწყემსმან კეთილმან სული თვისი დაჰსდვის ცხოვართათვის.” (იოანე 10, 11)

19.08.14

ახალმოსახლენი

Share2Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

ილია მეორე – დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს

7 years ago
გვემუქრება თუ არა ახალი პანდემია სახელად H5N1 – რას ამბობს ინფექციონისტი

გვემუქრება თუ არა ახალი პანდემია სახელად H5N1 – რას ამბობს ინფექციონისტი

1 year ago
“საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიების უმეტესობა ფრენშაიზინგის ხელშეკრულებების არსებობაზე ინფორმაციას არ გასცემს

“საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიების უმეტესობა ფრენშაიზინგის ხელშეკრულებების არსებობაზე ინფორმაციას არ გასცემს

11 years ago
იუბილე და სოლოკონცერტი ერთად – ნინო ქათამაძე Black Sea Arena-ს სცენაზე

იუბილე და სოლოკონცერტი ერთად – ნინო ქათამაძე Black Sea Arena-ს სცენაზე

9 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by