• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაძვირებული სატელეფონო მომსახურება და შესაძლო გარიგება ქართულ ბაზარზე

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გაძვირებული სატელეფონო მომსახურება და შესაძლო გარიგება ქართულ ბაზარზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კომპანია სილქნეტის ცნობით, პირველი მარტიდან ახალი ტარიფი ამოქმედდება ჯეოსელის აბონენტებისთვის. იცვლება და კიდევ უფრო მეტად ძვირდება მაგთის ტარიფებიც . ამავე განცხადების თანახმად, ტარიფების ცვლილება ახალი საფასო პოლიტიკის შედეგია, რომელსაც პირდაპირპროპორციულად მოჰყვება ფასების ზრდასთან ერთად მომსახურების სერვისებისა და პაკეტების ხარისხის გაუმჯობესება.

რა კონკრეტულ ცვლილებებზეა საუბარი? კერძოდ, „ახალი პაკეტი მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; „ახალი პაკეტი მეტი M“ 15 ლარი გახდება, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით 10 ლარი იყო; „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი მარტიდან – 30 ლარი ეღირება, ნაცვლად არსებული 25 ლარისა.

რაც შეეხება „მაგთის“, კომპანიის ცნობით, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25“-ს ნაცვლად, განახლებულ პაკეტ „მარტივს“ მიიღებს. აღნიშნული პაკეტი არსებულთან შედარებით 5 ლარით ძვირი იქნება და 30 ლარი ეღირება. გაძვირებული პაკეტის „მარტივის“ ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ იქნება.

მოსალოდნელმა სატარიფო ცვლილებებმა აბონენტების შეშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები იზრდება, სატელეფონო ტარიფების გაძვირება არც ისე სახარბიელო პერსპექტივაა.

ამ საკითხით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაინტერესდა. მათ შეისწავლეს მოსალოდნელი ცვლილებები  და დაასკვნეს, რომ  აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად ისინი კომპანიებს მოუწოდებენ საქმის შესწავლის დასრულებამდე არ შეცვალონ ტარიფები და არ გააძვირონ მომსახურება მომხმარებლებისთვის. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში ასევე წერია, რომ მას გააჩნია  კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს.

გაითვალისწინებს თუ არა მაგთი და ჯეოსელი მარეგულირებელი კომისიის გაფრთხილებას და შეაჩერებენ თუ არა დაგეგმილ სატარიფო ცვლილებებს, ეს უცნობია, კითხვები კი გაძვირებულ სატელეფონო მომსახურებასა და ამის გავლენაზე საზოგადოების სოციალურ ყოფაზე, აქტუალურობას არ კარგავს.

რა კონკრეტული ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული კომპანიების მოსალოდნელი სატარიფო ცვლილებები და რა ბედი ელის აბონენტებს გაზაფხულიდან, ამ და სხვა კითხვებზე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან კრიალაშვილი.

 -რა კონკრეტული ფაქტორებით არის განპირობებული სატელეფონო მომსახურებაზე ფასების ზრდა ?

საბაზრო ეკონომიკის მიხედვით  ბაზრის წესია, რომ კონკურენცია ქმნის საბაზრო ფასს. მაშინ როდესაც ჩვენ რეალობაში გამოჩნდა რამდენიმე მსხვილი კომპანია საკომუნიკაციო სფეროში და მათ შეხედეს ერთმანეთს არა როგორც კონკურენტებმა, არამედ როგორც პარტნიორებმა, მივიღეთ რისკი, რომ ვერ დარეგულირდებოდა ფასები და შესაბამისად დაანონსებული სატარიფო ცვლილება და ფასების ზრდაც არაა გასაკვირი.

როდესაც ვშლით კონკურენციას და ხელს ვუწყობთ მსგავსი კომპანიების შეერთებას, ვიღებთ არა საბაზრო ფასს ,არამედ ფასს, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა და მომხარებელი იძულებულია მიიღოს ეს ტარიფი. ეს არის შედეგი  გარიგებების, რომელიც წინა წლებში მოხდა და ამის ხელისშეშლის მცდელობებიც კი არ ყოფილა შესაბამისი ორგანოების მხრიდან. სწორედ ამ უმოქმედობისა და გარიგების გამო ტარიფების ზრდა იყო თავიდანვე მოსალოდნელი.

ერთერთი ფაქტორი, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია, ეს შეიძლება იყოს ე.წ საპენსიო რეფორმა, რომელიც დამსაქმებელს უზრდის გადასახადს და შესაბამისად დამსაქმებელმა უნდა მოახდინოს ამ გადასახადის კომპენსაცია, რაც პროდუქციის ან მომსახურეების ფასების ზრდითაა შესაძლებელი.  შესაბამისად ამ კონტექსტიდან  გამომდინარე, არც ისე სახარბიელო პროგნოზები გვაქვს და უნდა ველოდოთ ტარიფების ზრდას და ფასების მატებას უახლოეს მომავალში.

-როგორ აისახება სატარიფო ცვლილება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ყოფაზე ?

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ქვეყანაში ყოველწლიურად გვაქვს ინფლაცია, რაც თავისთავად, იწვევს ფასების ზრდას და ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ფასების ზრდას პარალელურად უნდა მოჰყვებოდეს სხვა ფინანსური შესაძლებლობების, მათ შორის ხელფასის და შრომის ანაზღაურების მომატებაც.

მაშინ როცა ქვეყანაში დანახარჯი უსწრებს შემოსავლებს, იქნება ეს კომუნალური გადასახადი თუ პირველადი მოხმარების პროდუქტები, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ კიდევ უფრო ნაკლები თანხა რჩება ადამიანებს დანაზოგებისთვის. ეს კიდევ ცალკე თემაა და ცალკე პრობლემა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.

სწორედ ამასთანაა კავშირში კრედიტები და ფინანსური სახსრები, რომელიც დამატებით გაძვირდება ყოველდღიურ ყოფასთან ერთად . სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის ეს ცვლილებები განსაკუთრებით  საზიანო იქნება, რადგან მათ პირველადი მოხმარების პროდუქციასთან ერთად კომუნიკაციის ეს სფეროც ძალიან სჭირდებათ და სწორედ სატარიფო გაძვირება ნეგატიურად აისახება მათ ისედაც პრობლემებით სავსე ცხოვრებაზე.

-რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ ტარიფების გაზრდის შესაჩერებლად ან დასარეგულირებლად მაინც ?

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დირექტორმა განაცხადა, ისინი შეისწავლიან კომპანიების მიერ დაგეგმილ სატარიფო ცვლილებას და თუ დადგინდება, რომ ეს არის გარიგებით მიღებული ფასები, მაშინ გამოიყენებენ ბერკეტებს და ექნებათ მყისიერი რეაგირება. ასევე მომავალში საინტერესოა კონკურენციის სააგენტოს პოზიციაც და შეფასებაც, რადგან სწორედ მათი უშუალო კომპეტენციაა, ამ საკითხის შესწავლა.

ეს დაანონსებული ფასების ზრდა არ არის მოწოდებული კონკურენციის პრინციპებით, რადგან კონკურენცია პირიქით ,აიძულებს კომპანიებს რომ მომხიბვლელი ფასებით მოიზიდონ აბონენტები. საერთაშორისო პრინციპებიც სწორედ ასეთია და იგივე ევროპაში ფასები პროდუქტებზე იკლებს  და ბევრად დაბალია ვიდრე ჩვენს ქვეყანაში.  არის რესურსი რომ მოხდეს აღნიშნული კომპანიების მიერ დაგეგმილი ნაბიჯების შეჩერება და დარეგულირება.  ეს დროის საკითხია და ვიმედოვნებ, რომ იქნება სწორი შედეგი მიღწეული.

აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც დღეს   გახდა ცნობილი, კომპანია ბილაინი საქართველოს ბაზრის დატოვებას აპირებს. რაც სავარაოდოდ ორი კომპანიის მონოპოლიას გამოიწვევს ქართულ ბაზარზე.

ანა ურუშაძე

Tags: ბილაინიგარიგებამაგთიმონოპოლიაჯეოსელი
Share2Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

15 წლის გოგოს ბიძა წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა – რა წერია ბიძის მიმოწერაში

15 წლის გოგოს ბიძა წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა – რა წერია ბიძის მიმოწერაში

3 years ago
საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო

11 years ago
ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის აწყობაში   მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

7 years ago

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა

13 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by