• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

BBC: ევროპა ეკონომიკური კრიზისის პირისპირ!

12 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10601174_843640772333867_405269014_nევროპა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისითაც მსოფლიო ყურადღების ქვეშ არის. სექტემბერში წინა თვეებთან შედარებით ბიზნესის საერთო მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ტემპით სვლას ევროპის წამყვანი ქვეყნები ვერ შეძლებენ და დეკემბერში კვლავ მოსალოდნელია შესყიდვების ინდექსის კლება. ევროს ფასი ძირითადი ვალუტების მიმართ ისევ აგრძელებს დასუსტებას. იმიტომ, რომ ევროპის სხვადასხვა დიდ სახელმწიფოში ეკონომიკური მდგომარეობა ისევ დაურეგულირებელია. პირველ რიგში, ეს ეხება საფრანგეთს. ქვეყანაში კვლავ სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოვიდა. წარმოების აქტიურობის ინდექსი ისევ – 50 ნიშნულის ქვევით ფიქსირდება. ასეთივე მდგომარეობაა საქმიანობის აქტიურობასთან დაკავშირებით, სადაც ინდექსი – 50 ნიშნულის ქვევით გადავიდა.

10711315_843640755667202_1553877315_nუკანასკნელი, 2014 წლის 23 სექტემბრის მაჩვენებლებით შესყიდვების ინდექსი (Purchasing Manager’s Index  PMI) თუ აგვისტოს თვეში 52.3 ქულით შეფასდა, სექტემბერში მისი მაჩვენებელი 52.5 გახდა. ევროპის ეკონომიკის ძირითადი ღერძი გერმანიაზე გადის, ეს ქვეყანა წლების განმავლობაში ამტკიცებდა თავის ეკონომიკურ სიძლიერეს, როგორც წარმოების ისევე მანუფაქტურების მასშტაბით. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ  გერმანიის წარმოების აქტიურობამ, ისევე როგორც მთლიანი ევროზონისა დაიკლო. ამ ინფორმაციების ფონზე კი ევრო დოლართან მიმართებაში დასუსტდა 50 პუნქტით, ფუნტ სტერლინგთან – 60 პუნქტით, ხოლო იაპონურ იენთან – 80 პუნქტით.

eu_russiaMarketwatch-ის მთავარი ეკონომისტის, ქრის უილიამსონის აზრით, ეს კვლევა და მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ „ევროპაში ეკონომიკური უგუნებობაა“, რისი მთავარი მიზეზიც გახდა რუსეთი, რომელმაც თავისი გონივრული ნაბიჯებით არა მხოლოდ უკრაინის ოკუპაცია სცადა, არამედ დიდი ზიანი მიაყენა ევროპის წამყვან ქვეყნებს, მათი მანუფაქტურებისა და საქონლის წარმოების გზების ხელოვნური დაბლოკვით აღმოსავლეთში.

„ექსპორტი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნათა დაკმაყოფილება. აღარაფერს ვამბობ უმუშევართა რაოდენობაზე, თუ მათ რაოდენობას მთელ რეგიონზე განვაზოგადებთ ვნახავთ, რომ მაისის მონაცემებთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი ეს რიცხვი.  ნამდვილად გვაქვს  შეშფოთების მიზეზი, რადგან რეგიონში აშკარა ეკონომიკური დეფლაციაა. ხდება პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირება,“ – განმარტავს ქრის უილიამსონი.

მან ასევე დასძინა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი იმდეგაცრუებულია შესყიდვების ინდექსის მაჩვენებლით და მოუწოდებს ქვეყნებს, რომ იმოქმედონ გონივრულად და არ დაუშვან  ეკონომიკური კრიზისი.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის გაატაროს ახალი ზომები  ევროზონაში და სტიმული მისცეს ქვეყნებს. მათივე აზრით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ყველასთვის დამზაფვრელი იყო, ეს  კი ყველა სფეროში გამოჩნდა.

eee

ამასთანავე, ევროპის  ბანკის ინიციატივით გატარდება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ბანკები ვალებს გასცემენ ახალი – 0,05% საპროცენტო განაკვეთით მხოლოდ ევროპის ქვეყნებისთვის.

ბანკმა საფრანგეთის ბიზნესს „საწარმო და მომსახურების სფეროში დაავადებული“  უწოდა. მაგრამ ყველაზე საგანგაშო მთლიანი შიდა პროდუქტის ნულზე დაფიქსირებაა. ევროპაში ეკონომიკური პროცესები შეფერხებულია.

10716153_843640769000534_1257100285_nსაბოლოოდ კი, გლობალური ეკონომიკის განვითარება გვიჩვენებს მის ახალ ფაზაში შესვლას, რადგან 2014 წლის ფინანსური წელი, რამდენიმე თვეში დასრულდება. ახალი მონაცემებით,  ზოგიერთი პრობლემა, რასაც 2014 წელს ჰქონდა ადგილი, მოსალოდნელია რომ 2015 წლის დასაწყისისთვის გამოსწორდეს. თუმცა, ეკონომისტები პროგნოზირებისას მაინც ფრთხილობენ. საერთო სიტუაციის  გაჯანსაღების მიუხედავად, ამერიკაში უმუშევრობის პროცენტი ისევ მაღალი რჩება. ევროპა ისევ შორს არის თავი დააღწიოს არსებულ დავალიანებებს.

„არსებული სიტუაცია გვაიძულებს ვთქვათ, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთის ნაბიჯებზე. გამოდის, რომ ყველა პრობლემას სწორედ მას ვაბრალებთ, მაგრამ როგორც ეკონომისტი ვფიქრობ, რუსეთი ცდილობს აშშ-სა და ევროპის სანქციებით გამოწვეული დანაკლისები ამოავსოს ევროპის ქვეყნების პრობლემებით.“ – განაცხადა ქრის უილიამსონმა BBC-ისთან მიცემულ ინტერვიუში.

25.09.14

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025

საინტერესო

20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი

20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი

11 years ago
ავარია აგარა-გომის გზაზე – დაიღუპა 16 წლის გოგო

ავარია აგარა-გომის გზაზე – დაიღუპა 16 წლის გოგო

2 years ago
შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს

3 years ago
ჩინეთში პანდის ფორმის მზის ელექტროსადგური ააშენეს

ჩინეთში პანდის ფორმის მზის ელექტროსადგური ააშენეს

9 years ago

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. „საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი...

მეტის ნახვაDetails
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა 06/04/2026
  • დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს 06/04/2026
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by