• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს სამხედრო ისტორიით დაინტერესებული მაგისტრანტები და დოქტორანტები კვლევის პროცესში სამინისტროსგან ჰონორარს მიიღებენ

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველოს  სამხედრო ისტორიით დაინტერესებული მაგისტრანტები და დოქტორანტები კვლევის პროცესში სამინისტროსგან ჰონორარს მიიღებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს. მიზანი სამხედრო საქმესთან დაკავშირებული თემატიკის კვლევაა. სხვადასხვა დაწესებულებაში უამრავი საარქივო მასალაა დაცული. თუმცა, სამხედრო თემატიკა საფუძვლიანად დღემდე არ არის გამოკვლეული.  საქართველოს  სამხედრო ისტორიით დაინტერესებული მაგისტრანტები და დოქტორანტები კვლევის პროცესში თავდაცვის სამინისტროსგან ერთი წლის განმავლობაში ჰონორარს მიიღებენ.

დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხედრო ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. „დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. თავდაცვის სამინისტრომ ჰონორარი  იმ ახალგაზრდა მკვლევარებისთვის გამოყო, რომლებიც  ჩვენი ძალიან მდიდარი წარსულის საბრძოლო გამოცდილებას სრულფასოვნად შეისწავლიან. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროცესში და საზოგადოებაში კარგად გახდეს ცნობილი, თუ რამხელა მიღწევები გვქონდა სამხედრო აზროვნებისა და სამხედრო ტაქტიკის განვითარების კუთხით ისტორიული ბრძოლების განმავლობაში შეძენილი. ასევე, მთელი ჩვენი ისტორია იყო თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. დღესაც ჩვენს საზოგადოებაში საბრძოლო სული რომ გამყარდეს, წინააღმდეგობის გაწევის ნება რომ გაიზარდოს – სწორედ ასეთი პროექტები უნდა დაფინანსდეს. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ ერთობლივ პროექტებზე მომავალშიც მუშაობას“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ახალგაზრდა მკვლევარებს  პროექტის მიზნები და მიმართულებები  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გააცნო. მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სიტყვით მიმართა ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა  როინ მეტრეველმა.

პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ხელოვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები, მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსები, ასევე საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრანტები და დოქტორანტები დაესწრნენ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი მასალა ინახება: ხელნაწერი წიგნები, საისტორიო დოკუმენტები, სამხედრო ტრაქტატები, მინიატურები, საარქივო მასალა, ფოტოდოკუმენტები. ახალგაზრდა მეცნიერებს ქართული და უცხოური ნარატიული წყაროებით, ხელნაწერი მემკვიდრეობის ნიმუშებით, საარქივო დოკუმენტებით, არქეოლოგიური მასალებით, ფრესკული მხატვრობით, ეპიგრაფიკითა და ჭედურობით ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის, აღჭურვილობის, საბრძოლო წყობისა და მასალების შესწავლის საშუალება აქვთ.

09.10.14

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

“არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს… 10-15 კაცი თავში ურტყამდა” – ცემით მოკლული 19 წლის ბიჭის საქმე: რას ამბობენ ოჯახის ახლობლები

“არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს… 10-15 კაცი თავში ურტყამდა” – ცემით მოკლული 19 წლის ბიჭის საქმე: რას ამბობენ ოჯახის ახლობლები

2 years ago
რუსეთი, აშშ და ევროპა შეთანხმდნენ, რომ უკრაინის კრიზისი დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს

რუსეთი, აშშ და ევროპა შეთანხმდნენ, რომ უკრაინის კრიზისი დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს

13 years ago
დეკანოზი ზაზა კირვალიძე – ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, რომელიც ღვთისმსახურებას ჟესტების ენაზე ასრულებდა

დეკანოზი ზაზა კირვალიძე – ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, რომელიც ღვთისმსახურებას ჟესტების ენაზე ასრულებდა

9 years ago
ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

8 years ago

ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს. „რადგან ეს...

მეტის ნახვაDetails
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026
ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/08/2026
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ 10/08/2026
  • „საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს 10/08/2026
  • ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by