• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა ცვლილებები იგეგმება სასკოლო განათლების სისტემაში?

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
რა ცვლილებები იგეგმება სასკოლო განათლების სისტემაში?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო მსოფლიოში დაწყებითი განათლების ხარისხით ერთ -ერთ ბოლო ადგილს იკავებს. რას აკეთებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, რა რეფორმები გატარდა სისტემაში ახალი ხელისუფლების პირობებში, აქვთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება ქვეყანაში, რამდენად არის გამართული სასკოლო სახელმძღვანელოები, ამ და სხვა საკითზე ”თბილისი თაიმსს” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესაუბრა. ინტერვიუდან ასევე გაიგებთ თუ რა უფლება-მოვალეობები აკისრიათ სკოლებში ბავშვთა დაცვის ოფიცრებს. DSC_6715

  • მსოფლიო კონკურენტუნარიონობის ინდექის თანახმად საქართველოს საკმაოდ დაბალი მონაცემები აქვს განათლების სფეროში, დაწყებითი განათლების ხარისხით ქვეყანას 94-ე ადგილი უჭირავს, რას აკეთებს სამინისტრო მდგომარეობის გამოსასწორებლად?

მოსწავლეების წარმატების, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი და ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველსაყოფად  რამოდენიმე მიმართულებით დავიწყეთ ზრუნვა – სასწავლო გეგმის სრულყოფა, პოზიტიური  და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა, მასწავლებლების პროფესიული განვითარება, საწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია. სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით, სამინისტრომ  მიდგომა შეცვალა,  სკოლის შეფასება მრავალი კომპონენტის მიხედვით ხდება. შედეგად,  სკოლა განვითარებაზე, სრულყოფაზე, მაღალი შედეგების  მიღწევაზეა ორიენტირებული. სკოლის ადმინისტრაცია, თითოეული მასწავლებელი დაინტერესებულია, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილი იყოს, მოსწავლეებმა აჩვენონ მაღალი შედეგები. სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი თუ საზოგადოების წარმომადგენლები საინტერესო სასწავლო გარემოს ერთად ქმნიან. შესაბამისად, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია და შედეგები სწორედ მათ თანამშრომლობასა და ჩართულობაზე, მათ შეთანხმებულ  ქმედებებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სამინისტრო უწყვეტად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს.  შენდება ახალი სკოლები, მიმდინარეობს ასეულობით სკოლის რეაბილიტაცია თუ გაზიფიცირება. მოსწავლეები უფასოდ იღებენ სასკოლო სახელმძღვანელოებს და სარგებლობენ სასკოლო ტრანსპორტით. საქართველოს ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით;  შეიქმნა ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური  სამსახური; შემუშავდა  „პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის  დაგეგმვის კურსი”,  ბიბლიოთეკებისა და ბიბლიოთეკარის, სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტები. გეოგრაფიული ადგილმდებარეობის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სოფელში, დაბასა და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საჯარო სკოლებში ვაუჩერული დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. სკოლების დაფინანსების ახალ სისტემაში გათვალისწინებულია ინკლუზიური განათლების სპეციფიკა, სკოლა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დამატებით დაფინანსებას იღებს.
საბაკალავრო პროგრამების ფარგლებში დასზფინანსებლად ძირითადად შერჩეულია დარგები და სპეციალობები ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით, ასევე სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში 21 სპეციალობა ფინანსდება.

  • რა რეფორმები გატარდა სასკოლო განათლების კუთხით ახალი მთავრობის პირობებში და რა სიახლეები იგეგმება?

სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროეტებზე ზემოთ უკვე ვისუბრეთ, მაგრამ ეს გახლავთ მროექტების მცირე ჩამონათვალი. ახალ სასწავლო წელს სამინისტროს მხრიდან არაერთი სხვა სიახლე დაინერგა – სასწავლო წელი, რომელიც ძირითადად ზამთრის არდადეგების ხარჯზე გაიზარდა, შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სტანდარტთან. ცვლილება აუცილებლად დადებითი შედეგების მომტანი იქნება, რადგან  არსებული მდგომარეობით, საქართველოში ყველაზე მოკლე სასწავლო წელი და გადატვირთული ეროვნული სასწავლო გვქვონდა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები სხვა ქვეყნების წარმატებულ მოდელებთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე განხორციელდა.

გარდა ამისა, დაწყებით საფეხურზე, წინა პლანზე წამოიწია წაკითხულის შინაარსის გააზრებამ და ანალიტიკურმა აზროვნებამ, რითაც დამრიგებლის საათის შინაარსი დაიხვეწა. მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო გახდა მე-5 კლასიდან, ნაცვლად მე-7-კლასისა, სკოლებში ჯერჯერობით საპილოტე რეჟიმში გაიხსნა სამედიცინო კაბინეტები და ა.შ.

  • რამდენად არის პრიორიტეტი სკოლებში  ტექნიკური საგნების სწავლება?  წინა მთავრობის პერიოდში აჟიოტაჟი იყო ატეხილი ქიმია/ფიზიკის სწავლების დონესა და სახელმძრვანელოებთან დაკავშირებით, ახლა რა მდგომარეობაა ამ კუთხით, რამდენად პრიორიტეტულია ამ საგნების შესწავლა?

სამინისტრო პრიორიტეტად მიიჩნევს ყველა იმ საგანს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისიწინებული. თუმცა, სამინისტროს მიერ განსაზღვრულია აბიტურის საათი, რომლის შინაარსის და მიმართულების არჩევის უფლება სკოლას მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე მიეცა.

  • სახელმძღვანელოებზე რას გვეტყვით, როგორც ვიცით, ქართული ენის სახელმძღვანელოებში გრამატიკა ძალიან მცირე დოზითაა შესული და მოსწავლეებს რეპეტიტორებთან მომზადება უხებათ, ხომ არ იგეგმება ცვლილება სახელმძღვანელოში ამ კუთხით?

ამჟამად არსებულ სახელმძღვანელოებს გრიფი 2016 წლამდე აქვს მინიჭებული. თუმცა, სამინისტრომ დაასრულა ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაზე მუშაობა და რევიზიამ აჩვენა, რომ საჭიროა გარკვეული ცვლიელბი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რაც თავისთავად სახელმძღვანელოების ცვლილებას მოითხოვს. ამ ეტაპისთვის პირველი ოთხი კლასის მასალა მომზადებულია და სამინისტრო ახალ გრიფირებას გამოაცხადებს. რაც შეეხება უკვე ჩატარებულ გრიფირებას, პროცედურები აბსოლუტური დარღვევით იყო განხორციელებული და იმდენად  უხეში ფორმებით, რომ საქმე გადაცემულია  პროკურატურისთვის.

  • მანდატურის ინსტიტუტზეც მოგვიყევით, რა უფლება-მოვალეობები აკისრიათ მათ, მოსწავლეები როგორ არიან მათ მიმართ განწყობილები?

ბავშვთა დაცვის ოფიცერები იქნებიან მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთა მოვალეობა იქნება ბავშვის დაცვა, როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ. ეს გულისხმობს  იმას, რომ კონტროლზე ორიენტირებული მიდგომები ჩანაცვლდება ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომებით.  ბავშვთა დაცვის ოფიცრების მხრიდან პრობლემის განხილვა მოხდება ფსიქო-სოციალურ ჭრილში.

მომავალში ბავშვთა დაცვის ოფიცრებმა უნდა შეძლონ:

•მოსწავლეთა ფიზიკური და ემოციური უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;

•პრევენციულ დონეზე მუშაობა და მოსწავლეთა ინფორმირება უსაფრთხოების საკითხებზე;

•დელიქვენტობის პრევენცია;

•მოსწავლეთა ქცევითი დარღვევებისა და ფსიქოლოგიური პრობლემის იდენტიფიცირება;

•კონკრეტული რისკების განსაზღვრა და რეაგირება; 

•კრიზისული სიტუაციების მართვა;

•მცირე კონფლიქტების მოგვარება-მედიაცია; 

•ბულინგის, ძალადობის ან სხვა შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, ბავშვის გადამისამართება ფსიქოლოგიურ ცენტრში ან შესაბამის  სამსახურში.

ბავშვთა დაცვის ოფიცრები სპეციალურ ტრენინგებს გადიან შემდეგ საკითხებზე: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ფსიქოლოგიის საფუძვლები, მედიცია, კონფლიქტოლოგია, ასაკობრივი თავისებურებები, ტრავმა, ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, საგანგაშო სიმპტომები, მოკლე რეპორტების წერის უნარი, ძალადობის შემთხვევაში ბავშვების რეფერირების პროცედურები.

  • რამდენად არის საქართველოში განვითარებული ინკლუზიური განათლება, აქვთ თუ არა შექმნილი უნარშეზღუდულ მოსწავლეებს სკოლაში  სათანადო პირობები განათლების მისაღებად ?

ინკლუზიური განათლება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინკლუზიური პროფესიული განათლების გაძლიერებით, სამინისტრო ეხმიანება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის  მიერ 2013 წლის დეკემბერში რატიფიცირდა.

ბოლო წლებში ზოგადი განათლების საფეხურზე მიღწეული შედეგები: გაიზარდა სკოლებში სსსმ პირთა რაოდენობა; არსებობს და გაფართოებული შემადგენლობით მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი; დაინერგა სსსმ პირთა შეფასების ინსტრუმენტები: სკოლებში დასაქმდნენ სპეცმასწავლებლები; გაიზარდა ინტეგრირებული კლასების რაოდენობა; დაინერგა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით,  2013 წლის ოქტომბრის თვიდან სამინისტრომ შეიმუშავა დაფინანსების ახალი მოდელი, რაც გულისხმობს სკოლებში  სპეციალური მასწავლებლის/ფსიქოლოგის არსებობას, ასევე მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფას.

2013 წლიდან დაიწყო უსინათლო მოსწავლეებისთვის ბრაილის შრიფტით სახელმძღვანელოების დაბეჭდვა; ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში განათლების სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დაიწყო სერვისების განვითარება, მათ შორის სმენა დაქვეითებული და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასების უზრუნველყოფა; შეიქმნა სპეციალური მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა ილიას უნივერსიტეტში; გრძელდება მუშაობა ქართული ჟესტის განვითარებაზე; სმენის არმქონე და უსინათლო მოსწავლეების სწავლების სტრატეგიებზე; ასევე გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსების შექმნაზე სმენის არმქონე და ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; ორგანიზაცია „Save the Children“ -ის მხარდაჭერით  2014 წლის მაისიდან ხორციელდება პროექტი „კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით სპეციალური სკოლის მოსწავლეებისათვის“; მიმდინარეობს საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს ადაპტირება.

  • რეპეტიტორის ინსტიტუტი ისევ მძლავრადაა მოკიდებული ჩვენს ქვეყანაში, როგორ ფიქრობთ, სკოლაში მიღებული ცოდნის შემდეგ რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს კერძო რეპეტიტორებთან მომზადება საატესტატო თუ ეროვნული გამოცდებისთვის?

გატარებული რეფორმები, რომელიც უწყვეტად გრძელდება ზოგადი განათლების ხარისხს რეალურად აამაღლებს. თუმცა, რეპეტიტორის ინსტიტუტი მუდამ არსებობდა და სავარაუდოდ, კიდევ განაგრძობს ფუნქციონირებას.

  • რა ფორმატით ჩატარდება წელს გამოსაშვები გამოცდები, ტესტების სირთულე თუ შეესაბამება სკოლაში მიღებული განათლების დონეს?

გამოსაშვები გამოცდები ეს არის მექანიზმი, რომლითაც ხდება მოსწავლეების მობილიზება და დადგენა იმისა, თუ რა კომპეტენციას აჩვენებენ ისინი ამა თუ იმ საგანში.  შესაბამისად, გამოსაშვები გამოცდებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება.

17.10.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In