• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ექნება თუ არა „რუსეთსა და აფხასეთს შორის სამოკავშირეო და ინტეგრაციული ურთიერთობების შესახებ“ დოკუმენტს სამართლებრივი ძალა? – მამუკა არეშიძე

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ის ჩვენი ჩრდილოელი მეოზბელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მასთან არც ისე კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს. რუსეთის გატაცება სხვადსხვა ქვეყნის ტერიტორიების მიტაცებაა და ამ ჩამონათვალში არც საქართველოა გამონაკლისი. ახლა რუსეთისა და საქართველოს ისტორიულ ურთიერთობაზე, რომ დავიწყოთ საუბარი ინტერნეტ სივრცე არ გვეყოფა. ასევე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება აფხაზეთისა და რუსეთის, რუსეთის და სოხუმის ურთიერთობაზე. ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი თემებია და ძნელია ახალი და განსხვავებული რამე ითქვას. სულ ცოტა ხნის წინ რუსეთმა სოხუმს შეთანხმება შეთავაზა – „რუსეთსა და აფხასეთს შორის სამოკავშირეო და ინტეგრაციული ურთიერთობების შესახებ“. ამ შეთანხმების სამომავლო პერსპექტივაზე და  საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი – მამუკა არეშიძე ესაუბრა.

304areshidze1ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით უკანასკნელ დღეებში მოსკოვსა და სოხუმს, მოსკოვსა და თბილისს შორის განვითარებულ პროცესებს? მხედველობაში მაქვს მოსკოვის მიერ სოხუმისათვის შეთავაზებული შეთანხმება „რუსეთსა და აფხასეთს შორის სამოკავშირეო და ინტეგრაციული ურთიერთობების შესახებ“? 

შეთანხმება „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამოკავშირეო და ინტეგრაციული ურთიერთობების შესახებ“ წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის ბაზაც არის 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული დოკუმენტი.  მიუხედავად იმისა, რომ პათოსი ერთნაირია ამ ორი დოკუმენტისა, მიდგომები ახალ დოკუმენტში  არის აბსოლუტურად განსხვავებული. ახალი დოკუმენტი პრაქტიკულად გულისხმობს აფხაზეთში ყველა ძალოვანი სტრუქტურის კონტროლს რუსეთის მხრიდან და ნაწილობრივ ჩანაცვლებასასაც კი. როგორც აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის სპიკერმა – ვალერი პრანბამ  განაცხადა, ეს დოკუმენტი შიცავს აფხაზეთის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო მუხლებს, ასევე  როგორც განაცხადა საზოგადოებრივმა გავლენიანმა ორგანიზაციამ „ამსახარამ“ ეს პრაქტილულად ნიშნავს აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკარგვას. ამ დოკუმენტში არის მაქსიმუმი მოთხოვნილი იმისთვის, რომ მინიმუმი მიიღონ. რუსებმა კარგად შეისწავლეს აფხაზების ხასაითი, მათ  იცოდნენ, რომ აფხაზები ძალიან ემოციურად მიუდგებოდნენ ამ საკითხის.  რუსებმა ჩათვალეს, რომ მაქსიმალურის მოთხოვნის შემთხვევაში, აფხაზები ყველანაირად შეეცდებიან, რომ მათი სუვერენიტეტის შემზღუდავი მუხლები ამოიღონ და სხვა  ძირითადი ბაზა დატოვონ.

როგორ შეაფასებდით მოსკოვის მიერ სოხუმისათვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე   „რუსეთსა და აფხაზებს შორის სამოკავშირეო და ინტეგრაციული ურთიერთობების შესახებ“ ოფიციალური თბილისის რეაქციას?

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ვერ ვიტყვი, რომ ის მწვავე არ იყო, საკმაოდ მწვავე იყო.  საგარეო საქმეთა მინისტრ – მაია ფანჯიკიძის  გამოსვლებიც ევროპაში ამის დამადასტურებელია. ობექტურობისათვის კი უნდა ითქვას, რომ  საქართველოს ხელისუფლების ეს პოზიცია და საერთოდ ქართული პოლიტიკური ელიტის პოზიცია მხოლოდ ინფრომაციულ სახეს ატარებს  და დასავლეთის პოლიტიკაზე განსაკუთრებით ვერ იმოქმედებს. ოპოზიცია აკრიტიკებს ხელისუფლებას, რადგან  დასავლეთზე ზეწოლა არ ხდება. დღეს დასავლეთი დაკავებულია  ძალიან სერიოზული პრობლემით, რომელსაც ქვია უკრაინა. მოლდავეთის პოლიტიკური ელიტა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციოს, მაგრამ  ამ ეტაპზე  არაფერი არ გამოსდით, მუიხედავად იმისა, რომ  არჩევნები კარზეა მომდგარი.  დასავლეთმა შეზღუდა საკუთარი აქტიურობა სხვადასხვა მიმართულებით, ის  ორიენტირებულია ძირითადად ორ მთავარ პრობლემაზე: ეს არის უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი.

ქართულ რეალობაში მოსკოვის მიერ სოხუმისათვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი – „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამოკავშირეო და ინტეგრაციული ურთიერთობების შესახებ“ აქტიურად განიხილება. პოლიტიკოსები მას სხვადასხვაგვარად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისათვის ხელშეკრულება ითვალისწინებს 1. შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარებას 2. თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის ფორმირებას 3. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნას 4. საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნებას. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ „სამართლებრივად არანაირი ღირებულება არ აქვს. მას მოაწერს ხელს აუღიარებელი სფხაზეთი რუსეთის ფედერაციასთან.“ თქვენც ასე ფიქრობთ?

ამ განცხადებაში საკვირველი არაფერია. ამის თქმა თავისუფლად შეიძლება, იმიტომ რომ ეს  აუღიარებელი სამართლის სუბიექტია. თუმცა  მაინც ვერ ვიტყვი, რომ თუ ეს დოკუმეტი მიღებული იქნა, მას სამართლებრივი ძალა არ ექნება.  ეს ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან ღრმად ჩაიხედავს აფხაზეთის პრობლემატიკაში აღმოჩნდება, რომ ყველა სადავე რუსეთის ხელშია და მერე ძალიან რთული იქნება სიტუაციის შემობრუნება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, რუსეთიდან პოტენციურად მომავალ საფრთზეებზე სერიოზული ანალიზი კეთდება. თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა კრემლი საქართველოს და ამ ეტაპზე როგორი შეიძლება იყოს ოფიციალური თბილისის პასუხი რუსულ აგრესიაზე?

მე  ვიტყოდი, რომ ეს არის  ერთგვარი ვაჭრობა საქართველოს საგარეო ვეტქორთან დაკავშირებით. სწორედ, საქართველოს მხრიდან გაკეთებული ხაზგასმული  განცხადების შემდეგ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდება ნატოს საწვრთნელი ბაზა გააქტიურდა საუბარი ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში კულვალურად მიმდინარეობს  ვაჭრობა, რაც უფრო აქტიურია საქართველო დასავლეთან მიმართებაში მით უფრო აქტიურია რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექციის თვალსაზრისით.

რამდენად მნიშვლელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მოგვარდეს და შესაძლებელია თუ არა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს?

ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის  ვერ მოგვარდება, იმიტომ, რომ რიგ საკითხებში პოლიტიკური უთანხმოება გვაქვს.  საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლებელია დიალოგის გაღრმავება, პროცესის უფრო გაშლა.  ეს აუიცლებელიც არის, იმიტომ, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება მოსკოვს არ ელაპარაკებოდა. მაშინ მოსკოვს, გახსნილი ქონდა ხელები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაც უნდა იმას აკეთებდა. დიალოგის ფორმატში შესაძლებელია, რომ შეაჩერო გარკვეული არასასურველი პროცესი, თუნდაც ამაში მინიმალურ წარმატებას მიაღწიო. ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის,   ვგულისხმობ  კონფლიქტის ზონაში   მაცხოვრებლებს. გარდა ამისა,  დიალოგი ყოველთვის ჯობს სანგარში ჯდომას და სროლას.  ასე, რომ შეიძლება დღეს არა ხვალ არა, მგარამ ზეგ  რაღაც შედეგი იქნეს მიღწეული.  ის, რომ ახლა ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა და გარკვეულ წილად რუსეთი და საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში არიან  ესეც არ არის ცუდი, მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო. არ არის აუცილებელი ბოლომდე ჩაბმა ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთთან თანამშრომლობაში. საჭიროა ყველაფერში ზომირება,  საჭიროა მომზადება იმ დროისათვის, როდესაც დასავლეთს  ეცლება იმისთვის, რომ ბევრად უფრო აქტიური და აგრესიული იყოს აფხაზეთის საკითხში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში.

24.10.14

ანო მუქათარიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

საქართველოსა და ესტონეთის შს მინისტრებმა ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

საქართველოსა და ესტონეთის შს მინისტრებმა ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

9 years ago

საქართველოს საუკეთესო სომელიე გამოვლინდა

8 years ago
შსს: ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კურტანიძეს 2 წამდე პატიმრობა ემუქრება

შსს: ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კურტანიძეს 2 წამდე პატიმრობა ემუქრება

10 months ago
უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან – რიკარდ იოზვიაკი

უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან – რიკარდ იოზვიაკი

3 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by