• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, November 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის IFAD-მა 20 მლნ დოლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის IFAD-მა 20 მლნ დოლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedიტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტ,  კანაიო ნვანზესთან  ერთად ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 20 მლნ დოლარამდე ფინანსური ხაზი გამოიყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აღნიშნული ფინანსური დახმარების ფარგლებში, 6 მლნ დოლარამდე  გრანტია, ხოლო დანარჩენი 14 მლნ-მდე, შეღავათიანი სესხი. ფინანსური რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით დოკუმენტზე ხელმოწერა  რომში, IFAD-ის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ეკონომიკისა და მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა.

„IFAD-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში წარმოებისა და ექსპორტის ზრდისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობას  ეკონომიკის სერიოზული საყრდენი გახდეს“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

„საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს.  ხელი მოეწერა 20 მლნ დოლარამდე ფინანსურ დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს  ფერმერების ხელშეწყობის პროგრამების, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და არაერთი საირიგაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

როგორც IFAD-ის პრეზიდენტმა, კანაიო ნვანზემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა და IFAD–ი აქტიურად თანამშრომლობენ. საინვესტიციო პროექტები ფერმერების ხელშეწყობისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.

„ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში  ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობაა. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობის დარგის განვითარებას მოხმარდება“, – აღნიშნა კანაიო ნვანზემ.

პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა“ (Agriculture Modernization, Market Access and Resilience AMMAR) მიზანია  საქართველოში კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის სრული ჯაჭვის – დაწყებული პირველადი წარმოებიდან, დამთავრებული დახლამდე მისული პროდუქციით – განვითარების ხელშეწყობა. წარმოება ადაპტირებული იქნება კლიმატის ცვლილებებზე, სადაც ჩართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2015-2019 წლებში განახორციელებს.

გლობალური გარემოსადაცვითი ინსტრუმენტის (GEF)  გრანტი გამოყოფილია AMMAR -ის პროექტის განხორციელებისათვის.  გრანტის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების რისკებისადმი  ადაპტირების უნარის ამაღლების ხელშეწყობა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო სისტემების  გამოყენების საშუალებით. აღნიშნული პროექტიც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიერ 2015-2019 წლებში განახორციელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა
ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა

11/19/2026
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი
ახალი ამბები

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

11/19/2026
ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს
ახალი ამბები

ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს

11/19/2026
მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026

საინტერესო

ბათუმის ბულვარში შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლები განთავსდება

ბათუმის ბულვარში შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლები განთავსდება

8 years ago
შსს-ს მომსახურების სააგენტოში ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების დაჯავშნა იწყება

შსს-ს მომსახურების სააგენტოში ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების დაჯავშნა იწყება

12 years ago
„ბავშვმა მამის მაისური ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ…” – ბექა ჩხაიძის ვიდეომიმართვა

„ბავშვმა მამის მაისური ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ…” – ბექა ჩხაიძის ვიდეომიმართვა

1 year ago
თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

კახა კალაძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს მადლობას უხდის 

8 years ago

ახალი ამბები

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას
ახალი ამბები

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას

11/20/2026

ენერ­გე­ტი­კი­სა და ენერ­გო უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი ჭა­ღი­აშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს და ურ­ჩევს, დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, თუნ­დაც მცი­რე ზო­მის სარ­კმე­ლი ღია...

მეტის ნახვაDetails
“ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში

“ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში

11/20/2026
“ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

“განქორწინება ჯოჯოხეთი იყო… ყველაფერი შეიძლება ფოტოზე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ…” – ილია თოფურიას ყოფილი ცოლი პირველად საუბრობს განშორებაზე

“განქორწინება ჯოჯოხეთი იყო… ყველაფერი შეიძლება ფოტოზე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ…” – ილია თოფურიას ყოფილი ცოლი პირველად საუბრობს განშორებაზე

11/20/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • “გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას 11/20/2026
  • “ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში 11/20/2026
  • “ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე 11/20/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by