• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურას დიმიტრი შაშკინის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმისკენ მოუწოდებს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურას დიმიტრი შაშკინის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმისკენ მოუწოდებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1069988_340373176094300_1304108673_nორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება 2006-2012 წლებში, საქართველოს განათლების სისტემიდან განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე და დაიწყოს სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიმართ, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2009-2012 წლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, ასობით დასაქმებული თანამშრომელი გათავისუფლდა.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განხცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლის – იძულების (150), დევნის (156), სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა (332) და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატების (333) სავარაუდო დარღვევის ფაქტები იკვეთება. ორგანიზაციის შეფასებით, „საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, საგანმანათლებლო სფეროში, სისტემური დანაშაულის არსებობას ადასტურებს, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნითა და კანონის უხეში დარღვევით გათავისუფლებულთა საქმეების შემსწავლელი კომისიის დასკვანა იძლევა საფუძველს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, იმ ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომელებიც მოქმედებდნენ მართლსაწინააღმდეგოდ, დაიწყოს გამოძიება. კომისიის მხრიდან შესწავლილი ცალკეული საქმეები პირდაპირ უკავშირდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც განათლების სისტემაში, შესრულების იერარქიული ხასიათი ჰქონდა. მნიშვნელოვანია, ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა პასუხი გასცეს საგანმანათლებლო სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით, არასაიმედოდ მიჩნეული თანამშრომლების დათხოვნის ფაქტებს და აიღოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გათავისუფლებების მასობრივ შემთხვევებზე. თუკი ასეთი საქმეები არ იქნება გამოძიებული და არ დადგება კანონდამრღვევი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, საზოგადოებაში მუდმივად იქნება  განცდა, რომ ვერც მოქმედი ხელისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სკოლებში პოლიტიკური დევნის შემსწავლელი კომისიის მუშაობა არ იქნება ეფექტური, თუ არ მოხდება მასში ასახულ სისხლის სამართლებრივი ფაქტების გამოძიება. ამიტომ, აუცილებელია საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.

ცნობისთვის: „საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2015 წლის 4 მაისის ანგარიშის მიხედვით: 2006-2013 წლებში, კანონის უხეში დარვევით, საჯარო სკოლებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან, გათავისუფლდა 70 ადამიანი, ხოლო პოლიტიკური ნიშნით 23 მოქალაქე. კომისიამ შეისწავლა, სულ 830 განცხადება. კომისიას, საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ შეუსწავლია, მოცემულ პერიოდში, სამინისტროს დაქვემდებარებული პროფესიულ სასწავლებლებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებულთა საქმეები, რაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარვეზს, თუმცა ორგანიზაცია, კომიიის მხრიდან გაწეულ საქმიანობას, უაღრესად დადებითად აფასებს და პრეცედენტულს უწოდებს.

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა

მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკს ეწვევა

8 years ago
ვაფრთხილებთ ყველა პირს, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს – ვაჟა სირაძე

ვაფრთხილებთ ყველა პირს, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს – ვაჟა სირაძე

2 years ago

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

10 years ago
რა განსხვავებაა გენერიკულ და ბრენდულ წამლებს შორის ფასის მიხედვით?

რა განსხვავებაა გენერიკულ და ბრენდულ წამლებს შორის ფასის მიხედვით?

3 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by